თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2015, 09:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2820,
კომენტარები: 14
"დავიდს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ის "ატლეტიკოს" ქომაგია"
დავიდ დე ხეას ყოფილი თანაგუნდელი ესპანელით გაკვირვებულია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა გააფრთხილეს, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრები მას არ აპატიებენ, თუ თანაქალაქელ მოწინააღმდეგეებს შეურთდება.

24 წლის კიპერი ამჟამად მადრიდში იმყოფება, რაც კიდევ უფრო ზრდის ადგილობრივ გრანდთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.

დე ხეამ აღნიშნა, რომ მხოლოდ დასვენებისთვის და არდადეგების გასატარებლად ჩავიდა, თუმცა მისდამი ინტერესს "რეალი" იჩენს, რომელიც ფეხბურთელის შეძენაში იშვიათად განიცდის კრახს.

"დავიდს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ის "ატლეტიკოს" ქომაგია"


დე ხეა "იუნაიტედს" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2011 წელს შეუერთდა, სადაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო. ერთი წლით ადრე კი კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, როცა "ათლეტებმა" ევროპის ლიგა მოიგეს.

ტომაშ უიფალუში იმ სეზონში დე ხეას გუნდის ნაწილი იყო და გულშემატკივართა შორის დედაქალაქში გატარებული სამი წლის განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდა. დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა ქომაგს დე ხეას მიმართაც, მაგრამ უიფალუშის მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი უმალ გაქრება, თუკი დავიდი "რეალში" გადავა, რადგან "ატლეტიკოს" ფანები თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ.

"დავიდს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ის "ატლეტიკოს" ქომაგია"


"არა, არა, არა, ნამდვილად არ აპატიებენ, თუ "რეალში" გადავა. მისთვის ადვილი არ იქნება გადაწყვეტილების მიღება.

ჩემთვისაც სიურპრიზია, რადგან "ატლეტიკოს" გულშემატკივარია - როცა პატარა იყო, მისი გული "ატლეტიკოს" ეკუთვნოდა".


როცა "იუნაიტედში" ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად მივიდა, დე ხეა საწყის ეტაპზე ცუდ თამაშს აჩვენებდა.

ზეწოლა შესაძლოა, უფრო დიდი იყოს "რეალში", სადაც მას ესპანელთა ლეგენდის, იკერ კასილიასის შემცვლელად მოიაზრებენ არა მარტო კლუბში, არამედ ნაკრებშიც, მაგრამ უიფალუშის დავიდის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.

"უნდა ვთქვა, რომ დავიდი ჩეხსაც სჯობს და კურტუასაც. მასთან ერთად ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და ძალიან კარგად თამაშობდა.

რთული სათქმელია, მაგრამ პეტერ ჩეხი დე ხეასა და კურტუაზე 10 წლით უფროსია. "მანჩესტერ იუნაიტედში" დავიდს დაწყება ცუდად გამოუვიდა, მაგრამ შემდეგ ფორმა აღიდგინა და კვლავ კარგად თამაშობს".


dailymail
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
4 ივლისი 2015 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Best 7,
+1
0
№12
ავტორი: AkkRed
4 ივლისი 2015 16:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

ბევრ სერიალს უყურებ მგონი ესპანურს ჰო? lol
0
№13
ავტორი: Wardell
4 ივლისი 2015 21:45
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
ბევრ სერიალს ნამდვილად ვუყურებ, მაგრამ ესპანურს და თურქულს არა wink wink
0
№14
ავტორი: AkkRed
5 ივლისი 2015 09:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

მადრიდში მცხოვრებს რა რანჩო აბა? wink თან ბანკის ვალები აქვს ისედაც და მაგდენს ვერ გაქაჩავს ძმაო იქ ქირის ფულია იქ კრედიტის და აღაფერი აღარ რჩება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top