თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2015, 23:09
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2536,
კომენტარები: 11
შვაინშტაიგერი თუ შნეიდერლინი?!
რომელი ნახევარმცველი უფრო მეტად სჭირდება "იუნაიტედს"?
შვაინშტაიგერი თუ შნეიდერლინი?!
ბოლო რამდენიმე კვირაა, მანჩესტერში მცხოვრები გერმანელი ფანები სულმოუთქმელად, პლაკატებით ხელში ელიან თანამემამულის, ბასტიან შვაინშტაიგერის გაფორმებას. საქმე იმაშია, რომ ვან გაალს გადაწყვეტილი აქვს კიდევ ერთი ყოფილი შეგირდი გაიფორმოს. თუმცა თუკი ბოლო სატრანსფერო ცნობებს გადავავლებთ თვალს, ბასტიანის ქომაგებს შეუძლიათ პლაკატები შეინახონ, რადგან "იუნაიტედმა" თითქმის დაასრულა მოლაპარაკებები "საუთჰემტონთან" და მორგან შნეიდერლინი 25 მილიონად გადაიბირა.

ძნელად სავარაუდოა ამ ამბებმა "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი გაახაროს, ლოგიკურია, "წმინდანების" ლიდერი სახელით ვერ გაეჯიბრება მსოფლიო ჩემპიონს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, 8-ჯერ ბუნდესლიგის სინის მფლობელს და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს. თუმცა თუკი უფრო ღრმა დაკვირვებებს გავაკეთებთ, მივხვდებით რომ "ეშმაკებს" ცუდი არჩევანი არ გაუკეთებიათ.

ალბათ არ მოვიტყუებით, თუ ვიტყვით რომ შნეიდერლინმა უკვე ჩაატარა ბოლო მატჩი წითელ-თეთრ მაისურში და ახალი სეზონიდან ახალ კლუბში ვიხილავთ. საფრანგეთის ნაკრების წევრმა "საუთჰემტონში" 7 წელი გაატარა და დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდი პირველი ლიგიდან პრემიერ ლიგამდე აღზევდა, ახლა კი როცა კლუბის წინაშე ყველანაირი "მოვალეობა მოიხადა", მას ახალი სიმაღლეების დაპყრობა სურს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სწყურია. მისადმი ინტერესი "იუნაიტედის" გარდა, "არსენალმა" და "ტოტენჰემმა" გამოიჩინეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფაქტორმა "დეზები" ავტომატურად ჩამოაშორა ბრძოლას.

რაც შეეხება "არსენალს", მათ მორგანის გაფორმება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს შეეძლოთ, თუმცა გადაწყვიტეს აკადემიის ფეხბურთელი, ფრანსის კოკლენი დაეწინაურებინათ და შნეიდერლინიც არსად წასულა.

ისმის კითხვა "იუნაიტედის" მიმართ: რომელი სჯობს, შვაინშტაიგერის სათამაშო სტილი თუ შნეიდერლინის ეფექტურობა?

შვაინშტაიგერი თუ შნეიდერლინი?!


გერმანელის ინგლისში გადაბარგება, რამდენჯერმე სერ ალექსმაც სცადა, თუმცა ამჯერად სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ვან გაალი ეცდება მოთამაშესთან არსებული ახლო ურთიერთობა გამოიყენოს და საწადელს მაინც მიაღწიოს.

შვაინშტაიგერის მოსვლა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გარდა იმისა, რომ შემადგენლობაში ერთით მეტი ვარსკვლავი იქნება, ბასტიანს აქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება, რითაც ვერ დაიკვეხნიან არსებული ცენტრალური ნახევარმცველები: ერერა და ფელაინი.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დაბრუნების შემდეგ, ვან გაალი პირველივე სეზონში ეცდება ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს წავიდეს, თუმცა ორი გამოუცდელი ნახევარმცველით ფონს გასვლა გაჭირდება, სწორედ ამიტომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ყველანაირად ცდილობს 30-წლის გერმანელის ყიდვას.

"იუნაიტედის" გუმშემატკივრებისთვის, რომლებიც მომავლისკენაც იხედებიან, სრულიად მიუღებელია ისეთი მოთამაშის გაფორმება, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში ბუცებს ლურსმნებზე ჩამოკიდებს. ამასთან, ბასტიანის გასული სეზონები გვაფიქრებინებს, რომ იგი ძალიან კარგად მოერგება "წითლების" იმ სისტემას, რომლითაც გუნდი ახლა თამაშობს. საშუალოდ, გერმანელი 90 წუთში 87 გადაცემას აკეთებს ბუნდესლიგაში, რაც 13-ით მეტია ერერას შედეგზე. იგი ჩემპიონთა ლიგაზე, ძლიერ მეტოქეებთანაც არ იყო პასიური და 83 პასს აკეთებდა თამაშში, ეს შედეგი კი კვლავ უკეთესია "იუნაიტედის" ნახევარმცველებთან შედარებით.

მისი დამატებით კლუბი მიიღებს მშვიდ ცენტრს. ხოლო ვან გაალთან გატარებული 3 წელი იმის გარანტია, რომ მას არ გაუჭირდება ადაპტაცია ახალ კლუბში.

ამასთან, შვაინშტაიგერის "იუნაიტედში" გადასვლის შემთხვევაში, ვან გაალი მხოლოდ რამდენიმე წელზე გააკეთებს აქცენტს და არა შორეულ მომავალზე.

ბოლო რამდენიმე წელია, "იუნაიტედის" ჩამშლელ ნახევარმცველად, რომელიც მის უკან განლაგებული ოთხი მცველის დამზღვევია, მაიკლ კერიკი გვევლინება, თუმცა ტრავმების გამო ის მხოლოდ ნახევარი სეზონის ჩატარებას ახერხებს. 33-წლის ინგლისელის მდგომარეობა წლების გასვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაუარესდება, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ "ეშმაკები" მთელ ძალისხმევას ხარჯავენ მისი შემცვლელის პოვნაზე.

რაც შეეხება ფრანგი ნახევარმცველის დონეს, ბოლო 3 წლის განმავლობაში არავის პრემიერ ლიგაში არ აურთმევია მოწინააღმდეგისთვის ბურთი და ჩაუჭრია გადაცემა მასზე მეტჯერ (626). პაბლო საბალეტაც კი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება ინგლისში და გამოირჩევა ართმევებით, ძალიან ჩამორჩება მორგანს(521).

გასულ სეზონში "იუნაიტედს" ჰქონდა პრობლემები ბურთის დაცვიდან შეტევაში ატანისას, ბევრ მოთამაშეს უხდებოდა წინ წასვლა და იყო შემთხვევები, როდესაც ვერ ასწრებდნენ დაბრუნებას, ამის ნათელი მაგალითია 5-3 "კინგ პაუერ სტეიდიუმზე". შნეიდერლინს შეუძლია მოაგვაროს ეს პრობლემა, ის ხომ ჯერ კიდევ ენერგიით სავსეა და არც ფეხებში ძალის ნაკლებობას უჩივის.

შვაინშტაიგერის გაფორმება ახლა გაცილებით მარტივია, რადგან პეპ გვარდიოლა აქცენტის გაკეთებას ხაბი ალონსოზე აპირებს, რაც სავარაუდოდ არ უნდა სიამოვნებდეს თავად ბასტიანს, მაგრამ თუკი მის ასაკს გავითვალისწინებთ მისი სახით "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ მიიღებს მოთამაშეს, რომელიც ასაკოვანი მაიკლ კერიკის შემცვლელად შეიძლება მოიაზრებოდეს.

რა თქმა უნდა, მარტივად შეიძლება კლუბმა ორივე მათგანი გაიფორმოს. smile


შვაინშტაიგერი თუ შნეიდერლინი?

შვაინშტაიგერი
შნეიდერლინი
ორივე
არცერთი

სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
28 ივნისი 2015 23:15
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ორივეს სიამოვნებით ვიხილავდი გუნდში მაგრამ ასარჩევი რო იყოს შნეიდერლინს ავირჩევდი. ჯერ რასაც ვხედავთ ზუსტად ის თვისებები აქვს, რომელიც იუნაიტედს რამდენი ხანია უკვე აკლია, სხვა საქმეა რეალურად რო გადმოვა მერე რას იზამს.
0
№2
ავტორი: Wardell
28 ივნისი 2015 23:16
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მგონი ყველაფერია ნათქვამი ამ სტატიაში, ასაკი ალბათ მაინც ყველაზე დიდი მინუსია ბასტიანის, თორემ ტიტულებიანი რომაა და კაშკაშა ვარსკვლავი ფაქტია.

საღოოოოოლ ავტორ !!
0
№3
ავტორი: Mike
28 ივნისი 2015 23:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
საიტერესო შედარებაა )) მე სიამოვნებით ვიხილავდი ორივეს "იუნაიტედში"

0
№4
ავტორი: temo manred
28 ივნისი 2015 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
morgani tumca anders rato ar ayeneben sayrdenad mikvirs morgani da ander herera bastiani chven armogvixdeba
0
№5
ავტორი: A.HERRERA
28 ივნისი 2015 23:40
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ორივეს დამატება შეიძლება, მარა პირველ რიგში შნეიდერლინია მოსაყვანი და მერე ბასტიანზეც იჩალიჩონ თუ უნდათ.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ივნისი 2015 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შვაინშტაიგერის ასაკს და მის ტრამვიანობას თუ გავითვალისწინებთ რა თქმა უნდა შნიედერლინის მოსვლა მირჩევნია, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ რა თმქა უნდა, რომ ბასტიანს უმაღლეს კლასთან ერთად უდიდესი გამოცდილება აქვს. რავიცი ვნახოთ რა იქნება, მთავარია ამ ორიდან ერთ-ერთი მაინც მოვიდეს... winked
0
№7
ავტორი: kantona-7
29 ივნისი 2015 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ორივე მინდა მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: GeorgeBest
29 ივნისი 2015 00:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემი აზრით შნეიდერლინის ტრანსფერი უფრო გამოადგება გუნდს. რა თქმა უნდა ერთმანეთს არც კი შევადარებ, ბასტიანამდე ძალიან ბევრი უკლია მაგრამ ასაკშია უკვე და 1-2 წელში ისევ ახალი ფეხბურთელის ძებნას ჯობია შნეიდერლინი დაითრიონ. საკმაოდ კარგი ფასია თან, ახალგარზდა ფეხბურთელია, ყველა მონაცემი აქვს რაც აკლია გუნდს. შვაინშტაიგერი კარგია მაგრამ მაგის გადმოსვლის შანსიც ძალიან მცირეა, სანამ ამასაც დაკარგავენ ჯობია მალე მოუგვარონ

ერტი მეთედ ვწერ მსგავს კომენტარს მარა მაინც wink
0
№9
ავტორი: temo manred
29 ივნისი 2015 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
fuck mankunianeli vinc goris jish ze iocnebebs

morgani kaia bastiani gamocana iqneba aramgonia man utds moergos tan am asakshi magas mxexavi kedira an daboeuli gindogani moeyvanat
0
№10
ავტორი: chudikone
29 ივნისი 2015 02:10
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მორგანა უკვე ჩვენია და თუ ბასტისაც გადმოვიყვანთ არც ეგ იქნება ურიგო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top