თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2015, 20:33
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2529,
კომენტარები: 13
ვან პერსიმ წასვლაზე მიგვანიშნა
ჰოლანდიელი თავდამსხმელი სავარაუდოდ კლუბს დატოვებს.
ვან პერსიმ წასვლაზე მიგვანიშნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ მას შეუძლია დატოვოს კლუბი ამ ზაფხულს, რათა მომდევნო წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებში ასპარეზობის საშუალება ქონდეს.

ჰოლანდიელმა წარუმატებელი სეზონი ჩაატარა ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ, რადგან 27 შეხვედრაში მხოლოდ 10 ბურთის გატანა შეძლო. 31-წლის ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მას საკმარისი სათამაშო დრო არ ექნება, კლუბს დატოვებს.

გარდა ამისა, ვან პერსიმ აღნიშნა, რომ მის მომავალზე საბოლოო სიტყვას მისი ოჯახი იტყვის და ამის მიხედვით გადაწყვეტს თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.

"მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატია, რომელიც დიდ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. მსურს კარგ ფორმაში ვიყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი მეუღლის და ბავშვების სურვილია. რაც არ უნდა მოვიმოქმედო, ისინი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვნები არიან ჩემთვის და მინდა ბედნიერები იყვნენ."

ვან პერსის 4-წლიანი კონტრაქტი 12 თვეში ეწურება, მისით კი იტალიური და თურქული კლუბები ინტერესდებიან.

წყარო: offthepost


უნდა დატოვოს თუ არა კლუბი ჰოლანდიელმა?

კი
არა

ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
26 ივნისი 2015 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
armindaro wavides Zamenaze mainc iqneba............aras miveci xma
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: A.HERRERA
26 ივნისი 2015 20:39
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
არც მე მინდა ამის წასვლა. არამგონია ძალით გააგდოს ვინმემ, მარა ზამენისთვის დამრჩენი ეს არ არის, ნაკრებში დაკარგავს ადგილს და მაგას ისევ წასვლა ურჩევნია. ასაკის მიუხედავად მაინც მგონია რო გაქაჩავს კიდევ 2 წლით მაინც და მერე გავუშვათ.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
26 ივნისი 2015 20:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს რაც ადრე თქვა ისევ ისაა, თუ გაიმეორა უბრალოდ. 1 თვის წინაც ზუსტად ასეთი რამე თქვა და თან დაიჩივლა, რომ რუნის მერე კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ვარ და მაინც მაკრიტიკებენო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gilmour
26 ივნისი 2015 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
წადი წადი. მაქსიმუმი გააკეთა უკვე ორი სეზონის წინ, ახალგაზრდა და ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი გვინდა.
0
№5
ავტორი: SAF
26 ივნისი 2015 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
იმხელა ხელფასი აქვს ნაღდად უნდა წავიდეს ეგ აღარაა მაგ დონეზე მოთამაშე წლები თავისას შვება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№6
ავტორი: bziki
26 ივნისი 2015 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თვითონ უნდა გადაწყვიტოს,ძირითადს კი დაკარგავს
მე გამიხარდება თუ დარჩება
0
№7
ავტორი: tupaca
26 ივნისი 2015 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
რობინი უნდა დარჩეს!
0
№8
ავტორი: GeorgeBest
26 ივნისი 2015 23:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სანამ ფორვარდს არ დაიმატებენ რატო უნდა წავიდეს აზრს ვერ ვხედავ. ვინღა რჩება გუნდში? :/

ძირითადში არ იქნება თავისთავად და სკამზე პერსისნაირი ფორვარდი რატო არ უნდა გინდოდეს. სხვას თუ მოიყვანენ უნდა გაუშვან
0
№9
ავტორი: Vodafone
27 ივნისი 2015 00:22
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
დარჩენა კარგი იქნება, ასეთი ფორვარდი სათადრიგოზე დიდი ძალაა, მაგრამ თუ სათამაშო დრო უნდა ჯობია წავიდეს.
0
№10
ავტორი: rezimankunia
27 ივნისი 2015 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Persiik kiminda darche magram dziritadshi gamoricxulixar zamenaze dasajdomad dzaan menabebi miuxedavad asakisa da tuwaxval juveshi wadi menaneba eskaci turqetshi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top