თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2015, 20:33
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2593,
კომენტარები: 13
ვან პერსიმ წასვლაზე მიგვანიშნა
ჰოლანდიელი თავდამსხმელი სავარაუდოდ კლუბს დატოვებს.
ვან პერსიმ წასვლაზე მიგვანიშნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ მას შეუძლია დატოვოს კლუბი ამ ზაფხულს, რათა მომდევნო წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებში ასპარეზობის საშუალება ქონდეს.

ჰოლანდიელმა წარუმატებელი სეზონი ჩაატარა ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ, რადგან 27 შეხვედრაში მხოლოდ 10 ბურთის გატანა შეძლო. 31-წლის ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მას საკმარისი სათამაშო დრო არ ექნება, კლუბს დატოვებს.

გარდა ამისა, ვან პერსიმ აღნიშნა, რომ მის მომავალზე საბოლოო სიტყვას მისი ოჯახი იტყვის და ამის მიხედვით გადაწყვეტს თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.

"მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატია, რომელიც დიდ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. მსურს კარგ ფორმაში ვიყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი მეუღლის და ბავშვების სურვილია. რაც არ უნდა მოვიმოქმედო, ისინი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვნები არიან ჩემთვის და მინდა ბედნიერები იყვნენ."

ვან პერსის 4-წლიანი კონტრაქტი 12 თვეში ეწურება, მისით კი იტალიური და თურქული კლუბები ინტერესდებიან.

წყარო: offthepost


უნდა დატოვოს თუ არა კლუბი ჰოლანდიელმა?

კი
არა

ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
27 ივნისი 2015 07:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
Es travmebma tu ar sheawuxes 2 karg sezons kide dadebs tavisuflad... Chveni klasni robin hudiii....:)
0
№12
ავტორი: AkkRed
27 ივნისი 2015 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბენტეკე, კეინი, კავანი და ა.შ. თქვენ არ მოგწონთ და ეს რომ წავიდეს ვინ გინდათ რომ მოიყვანოთ?
0
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 ივნისი 2015 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩემი აზრით უნდა წავიდეს, მაგრამ შემცველელი უნდა რა თქმა უნდა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top