თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2015, 20:43
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2830,
კომენტარები: 12
ტიმოტის სადებიუტო სეზონი
როგორი გამოდგა ჰოლანდიელი ვუნდერკინდის პირველი მანჩესტერული სეზონი?!
ტიმოტის სადებიუტო სეზონი
იან ბრანტონი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარია და ამავდროულად ყოველკვირეულ ბლოგებს წერს "იუნაიტედის" შესახებ, ამჯერად ახალგაზრდა ჰოლანდიელის, ტიმოტი ფონსუ-მენსას პირველ სეზონს აფასებს.

როგორია შენი პირველი შთაბეჭდილება ამ ბიჭზე?

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ტიმოტი საქმეში ვნახე. მუშაობის ნებართვა მან თითქმის 1 თვის შემდეგ მიიღო და 18-წლამდე გუნდში დებიუტი ნოემბრის ბოლოს შედგა, "ევერტონის" წინააღმდეგ. საკმაოდ იშვიათია, როდესაც მოთამაშე პირველივე შეხვედრაში შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე - მახსოვს გასულ წლებში ასეთი რამ მორისონმა, პოგბამ, იანუზაიმ, უილსონმა გააკეთეს და აი წელს კი ტიმოტიმ გამაოცა. ის ძალიან კარგად მოქმედებს ბურთთან, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე. მართალია, იმ საღამოს "იუნაიტედი" დამარცხდა, მაგრამ ჰოლანდიელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში.

როგორც ვიცით, მას შეუძლია როგორც ცენტრალურ მცველად, ისე მოედნის ცენტრში თამაში, რომელ პოზიციაზე გრძნობს თავს კომფორტულად? და შენი აზრით სად ითამაშებს იგი მომავალში?

სიმართლე გითხრათ მისთვის ორივე პოზიცია კომფორტულია, თუმცა ვფიქრობ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სწორედ მოედნის ცენტრში უნდა იდგეს და იქ გაიხსნას ბოლომდე. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მას ცენტრალურ ნახევარმცველობას ვუწინასწარმეტყველებ არის მისი სიმაღლე. დღეს ცენტრალურ მცველთა უმრავლესობა 188 სანტიმეტრზე მაღალია, ხოლო ფონსუ-მენსა სავარაუდოდ ვერ იქნება საკმარისად მაღალი. სწორედ ამ მიზეზების გამო ვთქვი და ვიმედოვნებ რომ იგი სწორედ მოედნის ცენტრში იმოქმედებს და დაცვითი ტიპის ნახევარმცველად მოგვევლინება.

რა მოგწონს მის თამაშში ყველაზე მეტად?

მასში ძალიან ბევრი რამ მომწონს. ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად და ადვილად ართმევს მეტოქეს ბურთს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ტიმოტის პასიც კარგი აქვს, თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ იგი შესანიშნავად კითხულობს თამაშს. ის ყოველთვის აკონტროლებს რა ხდება მის გარშემო და სწრაფად რეაგირებს საფრთხის დროს, მას სწრაფი ფეხები აქვს და ეს ეხმარება გააკეთოს ვარდნა ან წაართვას მარტივად ბურთი მოწინააღმდეგეს.

შენი აზრით რა ასპექტში უნდა მოუმატოს ახალგაზრდამ, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს?

ის ჯერ ძალიან შორს არის სრულყოფილებისგან. როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ 6 თვეა რაც ტიმოტი კლუბთან ერთად ვარჯიშობს და ჯერ კიდევ არ იცნობს კარგად ინგლისურ ფეხბურთს. ვერ გამოვყოფ და ვერ ვიტყვი თუ რომელ ინდივიდუალური კომპონენტში სჭირდება განვითარება, ვფიქრობ ერთი ასაკობრივი გუნდიდან მეორეში გადასვლა მას ავტომატურად გააძლიერებს.

ბევრი ტიმოტის და პოგბას ერთმანეთს ადარებს. რას ფიქრობ ამის შესახებ?

სიმართლე გითხრათ ისინი ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ცარცი და ყველი. პოგბა გაცილებით ტექნიკურია და უფრო მეტად შეტევაზეა ორიენტირებული, ხოლო დაცვითი ფუნქციების შესრულებისას შეზღუდულია. ასე რომ, მათი სათამაშო სტილი რადიკალურად განსხვავებულია.

როგორ ფიქრობ მოახერხებს ტიმოტი ფონსუ-მენსა 3-5 წელიწადში პირველ გუნდში ასპარეზობას?

იმედი მაქვს, 3 წლის მერეც ისეთი მწვრთნელი გვეყოლება, რომელიც ახალგაზრდებს შანსებს მისცემს. თუკი ტიმოტი გააგრძელებს პროგრესს და არ მიიღებს სერიოზულ ტრავმებს, იგი აუცილებლად დაიცავს "იუნაიტედის" ძირითადი გუნდის ღირსებას.

სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
20 ივნისი 2015 20:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუ აიი ეს და აქსელ ტუანზებე გავზარდოთ და სასწაული ხალხი გვეყოლება ))))) პროსტა ესენიც თუ გაგცექცნენ და რავიცი ძმაო მაშინ :/
0
№2
ავტორი: RojoDiablo
20 ივნისი 2015 21:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სად იპოვა ისეთი შედარება? facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Wardell
20 ივნისი 2015 21:14
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ძააან მაგარი გააძრო wink რო წავიკითხე ცუდად გავხდი wink wink
0
№4
ავტორი: RojoDiablo
20 ივნისი 2015 21:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
არადა ყველს და ცარცს (ყველას არა) რაღაც მაინც აქვს საერთო. ორივე თეთრია derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
20 ივნისი 2015 21:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ხოდა ტიმოტის და პოგბასაც ეგ აქვთ საერთო, ორივე შავია wink
0
№6
ავტორი: kantona-7
20 ივნისი 2015 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ყველაფერიაქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ და რამდენიმე წელში დიდ გუნდში ველოდები ამის დებიუტს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: RojoDiablo
20 ივნისი 2015 21:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
აა, ეგ აღარ მიფიქრია wink . რა გათვალა თურმე და როგორ არ შევუქე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
20 ივნისი 2015 23:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამან მართლა მაგარი სეზონი დადო. ის ვანიაზე რო ღადაობდა ყველა ეგეც კარგი მეკარე გვყავს. მოკლედ ყველა ახალგაზრდა რომელიც გუნდში მოვიდა რაღაცას წარმოადგენს და შეიძლება იმედები გვქონდეს

პერეირა არის სასწაული! გადმოსვლის დღიდან ვგულშემატკივრობ მაგ კაცს და მომავალ წელს ნახავთ რაც შეუძლია
0
№9
ავტორი: rezimankunia
20 ივნისი 2015 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Ramxela aaxeliaq raari :D me tomats davudzaxeb :DD
0
№10
ავტორი: AkkRed
21 ივნისი 2015 00:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამასაც რეალი წაიყვანს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top