თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2015, 20:43
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2831,
კომენტარები: 12
ტიმოტის სადებიუტო სეზონი
როგორი გამოდგა ჰოლანდიელი ვუნდერკინდის პირველი მანჩესტერული სეზონი?!
ტიმოტის სადებიუტო სეზონი
იან ბრანტონი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარია და ამავდროულად ყოველკვირეულ ბლოგებს წერს "იუნაიტედის" შესახებ, ამჯერად ახალგაზრდა ჰოლანდიელის, ტიმოტი ფონსუ-მენსას პირველ სეზონს აფასებს.

როგორია შენი პირველი შთაბეჭდილება ამ ბიჭზე?

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ტიმოტი საქმეში ვნახე. მუშაობის ნებართვა მან თითქმის 1 თვის შემდეგ მიიღო და 18-წლამდე გუნდში დებიუტი ნოემბრის ბოლოს შედგა, "ევერტონის" წინააღმდეგ. საკმაოდ იშვიათია, როდესაც მოთამაშე პირველივე შეხვედრაში შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე - მახსოვს გასულ წლებში ასეთი რამ მორისონმა, პოგბამ, იანუზაიმ, უილსონმა გააკეთეს და აი წელს კი ტიმოტიმ გამაოცა. ის ძალიან კარგად მოქმედებს ბურთთან, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე. მართალია, იმ საღამოს "იუნაიტედი" დამარცხდა, მაგრამ ჰოლანდიელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში.

როგორც ვიცით, მას შეუძლია როგორც ცენტრალურ მცველად, ისე მოედნის ცენტრში თამაში, რომელ პოზიციაზე გრძნობს თავს კომფორტულად? და შენი აზრით სად ითამაშებს იგი მომავალში?

სიმართლე გითხრათ მისთვის ორივე პოზიცია კომფორტულია, თუმცა ვფიქრობ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სწორედ მოედნის ცენტრში უნდა იდგეს და იქ გაიხსნას ბოლომდე. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მას ცენტრალურ ნახევარმცველობას ვუწინასწარმეტყველებ არის მისი სიმაღლე. დღეს ცენტრალურ მცველთა უმრავლესობა 188 სანტიმეტრზე მაღალია, ხოლო ფონსუ-მენსა სავარაუდოდ ვერ იქნება საკმარისად მაღალი. სწორედ ამ მიზეზების გამო ვთქვი და ვიმედოვნებ რომ იგი სწორედ მოედნის ცენტრში იმოქმედებს და დაცვითი ტიპის ნახევარმცველად მოგვევლინება.

რა მოგწონს მის თამაშში ყველაზე მეტად?

მასში ძალიან ბევრი რამ მომწონს. ის ძალიან ძლიერია ფიზიკურად და ადვილად ართმევს მეტოქეს ბურთს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ტიმოტის პასიც კარგი აქვს, თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ იგი შესანიშნავად კითხულობს თამაშს. ის ყოველთვის აკონტროლებს რა ხდება მის გარშემო და სწრაფად რეაგირებს საფრთხის დროს, მას სწრაფი ფეხები აქვს და ეს ეხმარება გააკეთოს ვარდნა ან წაართვას მარტივად ბურთი მოწინააღმდეგეს.

შენი აზრით რა ასპექტში უნდა მოუმატოს ახალგაზრდამ, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს?

ის ჯერ ძალიან შორს არის სრულყოფილებისგან. როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ 6 თვეა რაც ტიმოტი კლუბთან ერთად ვარჯიშობს და ჯერ კიდევ არ იცნობს კარგად ინგლისურ ფეხბურთს. ვერ გამოვყოფ და ვერ ვიტყვი თუ რომელ ინდივიდუალური კომპონენტში სჭირდება განვითარება, ვფიქრობ ერთი ასაკობრივი გუნდიდან მეორეში გადასვლა მას ავტომატურად გააძლიერებს.

ბევრი ტიმოტის და პოგბას ერთმანეთს ადარებს. რას ფიქრობ ამის შესახებ?

სიმართლე გითხრათ ისინი ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ცარცი და ყველი. პოგბა გაცილებით ტექნიკურია და უფრო მეტად შეტევაზეა ორიენტირებული, ხოლო დაცვითი ფუნქციების შესრულებისას შეზღუდულია. ასე რომ, მათი სათამაშო სტილი რადიკალურად განსხვავებულია.

როგორ ფიქრობ მოახერხებს ტიმოტი ფონსუ-მენსა 3-5 წელიწადში პირველ გუნდში ასპარეზობას?

იმედი მაქვს, 3 წლის მერეც ისეთი მწვრთნელი გვეყოლება, რომელიც ახალგაზრდებს შანსებს მისცემს. თუკი ტიმოტი გააგრძელებს პროგრესს და არ მიიღებს სერიოზულ ტრავმებს, იგი აუცილებლად დაიცავს "იუნაიტედის" ძირითადი გუნდის ღირსებას.

სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Esi
21 ივნისი 2015 18:46
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
პერეირა რა თქმა უნდა კარგი იქნება, ბრაზილიელია და სხვანაირად არშეიძება, პროსტა როგორც ბრაზილიელების უმეტესობას ჩვევია არ უნდა დაიკიდოს და განაგარძოს პროგრესირება.

ეს იმენა ცხოველია საერთოდ არ ეტყობა ასაკით პატარა როა, ფიზიკურად ძაან ძლიერია და ვნახოთ რა გამოვა.

ვანიაც სერიოზული მეკარე უნდა დადგეს ჰუკის ხელში, ბოლო ბოოლო იმხელაა ზედა ძელზე მაღალია lol

მთავარია ყველა შევინარჩუნოთ და ნელ-ნელა შანსი მიეცეს თითოეულს!
0
№12
ავტორი: red devil
22 ივნისი 2015 06:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არ ვიცი არ მაქ ამის თამაშები ნაყურები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top