თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2015, 17:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2457,
კომენტარები: 19
საა: "ლაკაზეტი "იუნაიტედს" მოერგება"
ლუი საა კლუბს ფორვარდის დამატებისკენ მოუწოდებს.
საა:
ლუი საას მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულს თავდამსხმელი უნდა შეიძინოს და მისი აზრით "ლიონის" ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი იდეალური კანდიდატია.

1982 წლის შემდეგ ფრანკ სტეპლტონის მერე უეინ რუნი პირველი ფორვარდი გახდა, რომელმაც 14 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოირგო.

ამის გამო ლუი ვან გაალი გამტანი ფორვარდის შეძენას ითხოვს და სავარაუდო კანდიდატებად ჰარი კეინსა და კარიმ ბენზემას მიიჩნევს.

24 წლის ლაკაზეტმა კი 33 მატჩში ლიგა 1-ში 27 გოლის გატანა მოახერხა, რითაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 2014/15 წლების სეზონში.

საას კი მიაჩნია, რომ ლაკაზეტი სწორედ ის ფორვარდია, რომელიც "იუნაიტედს" სჭირდება.

"ვფიქრობ, აუცილებელია, რომ "იუნაიტედმა" თავდამსხმელი შეიძინოს, რადგან წინა ხაზში ყოველთვის გჭირდება კონკურენცია - სწორედ ეს სძენს ყოველ ფეხბურთელს განსაკუთრებულობას.

ასე რომ, დიახ, ცნობადი სახე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწვრთნელს გამოადგება. შეუძლია თუ არა ლაკაზეტს მოერგოს "იუნაიტედს"? ვფიქრობ, კი. ნათელია, მან საფრანგეთში კარგად ითამაშა, გაიტანა ბევრი, ბევრი გოლი, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უკნიდან, შეუძლია გაიტანოს შორიდან, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: WAYNE ROONEY 10
19 ივნისი 2015 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
კაი იქნება თუ ვიყიდით derpthumb
0
№2
ავტორი: AkkRed
19 ივნისი 2015 17:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
2 დღეში ამაზეც წამოვა ეხლა ჭორები
0
№3
ავტორი: გაბადაძე
19 ივნისი 2015 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
მეც მინდა რომ იყიდონ ვნახოთ რა იქნება და რამდენად შესაძლებელი იქნება ამის ყიდვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: GeorgeBest
19 ივნისი 2015 19:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი ახალაგზრდაა მარა დიდად არ მგონია იუნაიტედს მოერგოს. მამენტ თუ დაითრევენ არ იქნება ცუდი. ფორვარდების ნაკლებობაა გუნდში, აკადემიიდანაც ისეტი არავინაა ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს. ერთადერთი რუნი და უილსონი გვრჩებიან, რუნიც დიდი ხანია აღარ მიაზრება ფორვარდად და უკანაა დაწეული
0
№5
ავტორი: rezimankunia
19 ივნისი 2015 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
ki Minda maraa arvici vnaxot rasgadawyvets lui
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
19 ივნისი 2015 20:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ძალიან კარგი ფორვარდია winked
0
№7
ავტორი: Wardell
19 ივნისი 2015 20:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
არ მჯერა მე ამის, არ არის იმ დონის რაც გვჭირდება.
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 ივნისი 2015 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Wardell,
ბენზემას მოყვანას ლაშა რა თქმა უნდა ამის მოყვანა სჯობს. არაა ცუდი ფეხბურთელი, კი საფრანგეთის ჩემპიონატი არც თუ ისე ძლიერია, მაგრამ რავიცი მგონი არ იქნება ცუდი ტრანსფერი.
0
№9
ავტორი: Wardell
19 ივნისი 2015 23:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
როცა ლუკაკუს, კეინის, ბენტეკეს ყიდვა შეგვიძლია რაის ლაკაზეტე კაი რა :/
0
№10
ავტორი: love united
19 ივნისი 2015 23:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კეინს თუ ვერ დადებენ კარგი ვარიანტია ლაკაც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top