თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2015, 17:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2458,
კომენტარები: 19
საა: "ლაკაზეტი "იუნაიტედს" მოერგება"
ლუი საა კლუბს ფორვარდის დამატებისკენ მოუწოდებს.
საა:
ლუი საას მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულს თავდამსხმელი უნდა შეიძინოს და მისი აზრით "ლიონის" ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი იდეალური კანდიდატია.

1982 წლის შემდეგ ფრანკ სტეპლტონის მერე უეინ რუნი პირველი ფორვარდი გახდა, რომელმაც 14 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოირგო.

ამის გამო ლუი ვან გაალი გამტანი ფორვარდის შეძენას ითხოვს და სავარაუდო კანდიდატებად ჰარი კეინსა და კარიმ ბენზემას მიიჩნევს.

24 წლის ლაკაზეტმა კი 33 მატჩში ლიგა 1-ში 27 გოლის გატანა მოახერხა, რითაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 2014/15 წლების სეზონში.

საას კი მიაჩნია, რომ ლაკაზეტი სწორედ ის ფორვარდია, რომელიც "იუნაიტედს" სჭირდება.

"ვფიქრობ, აუცილებელია, რომ "იუნაიტედმა" თავდამსხმელი შეიძინოს, რადგან წინა ხაზში ყოველთვის გჭირდება კონკურენცია - სწორედ ეს სძენს ყოველ ფეხბურთელს განსაკუთრებულობას.

ასე რომ, დიახ, ცნობადი სახე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწვრთნელს გამოადგება. შეუძლია თუ არა ლაკაზეტს მოერგოს "იუნაიტედს"? ვფიქრობ, კი. ნათელია, მან საფრანგეთში კარგად ითამაშა, გაიტანა ბევრი, ბევრი გოლი, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უკნიდან, შეუძლია გაიტანოს შორიდან, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 ივნისი 2015 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Wardell,
სიმართლე გითხრა ლუკაკუ და ბენტეკე საერთოდ არ მინდა, კეინი კი ბატონო, მაგრამ ბელგიელებს ბევრი რამე კიდე დასამტკიცებელი აქვთ.
0
№12
ავტორი: Wardell
19 ივნისი 2015 23:18
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
დამტკიცებაზე თუა ლაპარაკი ყველაზე მეტად სწორედ კეინს აქვს დასამტკიცებელი, თორემ ის ორი 3 წელია ლიგაში არიან და საკმაოდ მაღალ დონეზეც თამაშობენ 17-15-10 ლუკაკუს გოლები და 13-15-12 ბენტეკესი.
0
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 ივნისი 2015 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Wardell,
კი ბატონო კეინმაც კიდე უნდა თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ ეს ბენტეკე და ლუკაკუ თითქოს ერთ საფეხურზე დგანან და ვერ განვითარდნენ რაა. ლუკაკუზე არ გახსოვს რა ამბები იყო??? მაგრამ დარჩა ის რაც იყო. კი კეინზეც დიდი ამბებია, მაგრამ კეინი გაცილებით პერსპექტიული ჩანს ვიდრე თავის დროზე ლუკაკუ ჩანდა.
0
№14
ავტორი: Wardell
19 ივნისი 2015 23:39
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
თავის დროზე ლუკაკუ? what სულ თვეებით არის ლუკაკუ კეინზე დიდი შენ ასაკიანი ხო არ გგონია? 22 წლისაა და 4 თუ 5 თვე არის განსხვავება მეტი კი არა.

დაჟე უფრო ნაკლები ყოფილა, ლუკაკუ მაისში გახდა 22ის და კაინი 1 თვეში ხდება 22ის. ტოლები არიან ზუსტად და აშკარად ლუკაკუ უფრო წარმატებულია ვიდრე კეინი.
0
№15
ავტორი: temo-scholes
20 ივნისი 2015 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Lukaku, benteke, keini, lakazete, benzema, cavani.... Ogondac vinme gvagirset da meyvanet meiyvanet.....:D:D:D

Tuginda jeqsonac iyos....:D

Ise ki frangebi kargad tamashoben premierligashi da mitumetes chventan....!:x 8-)
0
№16
ავტორი: Goginashvili777
20 ივნისი 2015 06:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ძალიან მაგარი კაცი ! საფრანგეთის ბომბარდირი და ლიონი რო მარტო ათრია ის კაცი, მაგრამ ამის ადგილი ძირითადში არაა .. ლუკაკუზე კარგ ვარიანტს ვერ ვხედავ და მოდი ისევ ლუკაკუ და ბენტეკეზე შეაჩერონ არჩევანი, თორე ასეთი პათხალიმი სასთავით ისევ საკვალიფიკაციოზე გავალთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№17
ავტორი: RojoDiablo
20 ივნისი 2015 08:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ გვინდა კაცო ეს ლაკაზეტი რა. რაღაც საფრანგეთის ჩემპიონატში გაექანა და მაგით რამე მტკიცდება? სკამისთვის თუ მოიყვანენ კიდევ ჰო, მაგრამ იმ სკამსაც ან გააძლიერებს და ან არა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: kantona-7
20 ივნისი 2015 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ან ლაკაზეტი ან კეინი ამორიდან ერთერთი უნდა ვიყიდოთ აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№19
ავტორი: temo-scholes
20 ივნისი 2015 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
da gio shen safrangetis chempionats sustad tvli? Fizikurad ert ert dzlieri chempionatia premierligastan ertad...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top