ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის როლი პირველად გასულ ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეზე მოირგო.
"წითელი ეშმაკები" 2015/16 წლების სეზონის გახსნამდე მოსამზადებელ მატჩებს კვლავ აშშ-ში გამართავენ.
გასული წლის ტურნესგან განსხვავებით, ლუიმ ამჯერად ტურნეს დაგეგმარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვან გაალმა ფეხბურთელებისთვის ორი ახალი ბაზა ააშენებინა, რომლებიც დას. ამერიკის სანაპიროებთან იქნება განლაგებული, რათა სიეტლისა და სან ფრანსისკოს ცხელი ჰავა ფეხბურთელეს თავიდან აარიდოს.
საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე - ტიტული, რომელიც გასულ წელს "იუნაიტედმა" მოიგო - გუნდი 4 მატჩს ჩაატარებს და ვან გაალი წარმატების მოლოდინშია.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენს გუნდში ინდივიდუალური ფეხბურთელების ისე ჩამოყალიბებაა, რომ ერთ გუნდად იმოქმედონ. მაგრამ ასევე გვჭირდება ფიტნესი და მატჩის რიტმი, თანაც ვითამაშებთ მატჩებს და ვივარჯიშებთ.
როცა ამერიკაში გასულ წელს ჩავედით, სავარჯიშოდ ცოტა დრო გვქონდა, რადგან ბევრს ვმოგზაურობდით. ამჯერად ჩვენი ამერიკული ტურნე გავაუმჯობესეთ, რადგან ორი ბაზა გვაქვს, დასავლეთ სანაპიროზე ვიმყოფებით, შესაბამისად დაბალი ტემპერატურა გვაქვს და ფიტნესსაც უკეთესად მივხედავთ", - განაცხადა ვან გაალმა.