თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2015, 20:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3767,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდიდან ხუთი ფეხბურთელი გაუშვა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდიდან ხუთი ფეხბურთელი გაუშვა, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო ტომ ქლევერლი, რომელმაც წინასწარ შეთანხმებას მიაღწია "ევერტონთან".

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მომავალ სეზონში "იუნაიტედში" აღარ იასპარეზებს ბენ ამოსია. 25-წლის მეკარემ მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა ძირითად გუნდში მოხვედრა, ასევე იგი რამდენჯერმე იყო განათხოვრებული ჩემფიონშიპის გუნდებში. ინგლისელმა კიპერმა ჯამში 7 წელი გაატარა "ოლდ ტრაფორდზე".

21-წლამდელთა კაპიტანი ტომ თორპიც თავისი თანამემამულის გზას გაჰყვება. ინგლისელი მცველი დიდი ხნის განმავლობაში იყო სარეზერვო გუნდის კაპიტანი და მათთან ერთად მრავალი ჯილდოც მიიღო. გარდა ამისა, მან გასულ სეზონში მოახერხა ყველაზე მეტი მატჩის ჩატარება უარენ ჯოისის გუნდში.

"იუნაიტედი" ასევე დატოვა 21 წლამდელთა გუნდის ორმა წევრმა: კალუმ ევანსმა და რაიან მაკკონელმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი წარმატებებს უსურვებს ხუთივე ფეხბურთელს მომავალ კარიერაში.

წყარო: ManUtd.com
ტრანსფერები
14 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
10 ივნისი 2015 19:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თორპი რატო გაუშვეს? areyoukiddingme
0
№2
ავტორი: Vodafone
10 ივნისი 2015 19:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
არადა მახსოვს ამოსს ვან დერ სარის შემცვლელადაც მიიჩნევდნენ ერთ დროს. ისე ნიჭიერი მეკარეა და გამიკვირდა ამდენი ხანი რო დარჩა გუნდში, 25 წელი უკვე ცოტა აღარ არის.

"იუნაიტედი" ასევე დატოვა 21 წლამდელთა გუნდის ორმა წევრმა: კალუმ ევანსმა...


ეხლა ძმაც მივაყოლოთ ამას და ეგაა
0
№3
ავტორი: Wardell
10 ივნისი 2015 20:07
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ტორპი? derpwhy ხო არ ღადაობენ ((((( კაროჩე რააა
0
№4
ავტორი: SAF
10 ივნისი 2015 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
კიდე ბევრი წავა ნანი ჩიჩა პერსი ევანსი რაფაელი




იანუზაი და უილსონი იმედია არენდით

ჰო პაუელი კიდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: Count Alucard
10 ივნისი 2015 21:43
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Vodafone,
ჯონის ძმა არ არი ეგ, იმას კორი ერქვა და 2 თუ 3 წლის წინ გაუშვეს გუნდიდან.
0
№6
ავტორი: Vodafone
10 ივნისი 2015 22:11
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
nika_123,
ხო რავი, რატომღაც მახსოვდა რო ისევ ჩვენთან იყო. ხოდა მოგვარე გაუშვან რა პრობლემაა :D
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ივნისი 2015 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისე ამოსი აქამდეც უნდა წასულიყო wink
ნუ ქლევერლიზე არაფერია სათქმელი, ტორფზე მეც მაგრად დამწყდა გული, თან კაპიტანი იყო. sad
0
№8
ავტორი: RojoDiablo
10 ივნისი 2015 22:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ტორპს ასე აქებდნენ, რაღაც შთაბეჭდილებებს იქმნიდნენ და ადგნენ და თავიდან მოიცილეს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Rosso Diavolo
10 ივნისი 2015 23:27
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
შიგ ხომ არ აქვთ? ტორფი რატო გაუშვეს, ძაან მაგარი იყო..
0
№10
ავტორი: AkkRed
11 ივნისი 2015 00:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ტორფი მგონი არენდითაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top