თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2015, 15:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3173,
კომენტარები: 17
როგორ ავაგოთ აუღებელი ციხესიმაგრე?!
ვინ უნდა შეიძინოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაცვის გასაძლიერებლად?
როგორ ავაგოთ აუღებელი ციხესიმაგრე?!
სეზონი დასრულდა, თუმცა კლუბებს და მათ ხელმძღვანელობას საქმე ნამდვილად არ მოკლებიათ, როგორც ყოველთვის საზაფხულო სანტრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. ყველა გუნდი ცდილობს რაც შეიძლება მალე შეათანხმოს სასურველ მოთამაშესთან პირადი კონტრაქტი, რათა მხოლოდ სამედიცინო შემოწმება აშორებდეთ გუნდში ჩარიცხვასთან. გამონაკლისი ამ მხრივ არც "მანჩესტერ იუნაიტედია", ლუი ვან გაალი და მისი თანაშემწეები ცდილობენ წინასასეზონო ტურნემდე გადაიბირონ ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც მათი აზრით კლუბს სარგებელს მოუტანენ.

როგორც გასულმა სეზონმა გვაჩვენა, "ეშმაკებს" გაძლიერება ნამდვილად სჭირდებათ, თან არაერთ პოზიციაზე. ამჯერად ყურადღებას დაცვის ხაზზე გავამახვილებთ, როგორც ცენტრალურ მცველზე ისე ფლანგის მოთამაშეებზე.

სეზონის დაწყებამდე, ყოფილი მოთამაშეები, ჟურნალისტები და ექსპერტები ერთ რამეზე თანხმდებოდნენ, რომ "იუნაიტედს" გუნდისთვის შეუფერებელი დაცვის ხაზი ჰყავდა. რიოს, ვიდას და ევრას წასვლის შემდეგ გუნდში მხოლოდ ახალგაზრდა მცველები დარჩნენ, რომელთაც ლიდერობა არასდროს უკისრიათ. გუნდს აშკარად სჭირდებოდა ახალი სისხლი, გამოცდილი, მაღალი დონის მინიმუმ 1 მცველი, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულმა ტურნირმა და ვან გაალის 3-მცველიანმა ტაქტიკამ თითქოს იმედები ჩაგვისახა, რომ არსებული რესურსითაც შეიძლებოდა ფონს გასვლა. ეს ყველაფერი მოჩვენებითი აღმოჩნდა, პრემიერ ლიგის დაწყებიდანვე ვერც ჰოლანდიელის ტაქტიკამ გაამართლა და ვერც არსებულმა მცველებმა. ვან გაალი საგონებელში ჩავარდა და რამდენიმე კორექტივი შეიტანა, ჯერ მარკოს როხო იყიდა, რომელმაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მუნდიალის ფინალში იასპარეზა, შემდეგ კი ჩვეულ 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა. ლუის პრობლემები არ ელეოდა, ამჯერად იგი ტრავმების ეპიდემიამ გააწამა, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში უწევდა დაცვის ხაზის მოთამაშეების ცვლა. "წითლებმა" პირველი წრე მეტ-ნაკლებად ნორმალურ დონეზე ჩაატარეს, გაუშვეს მხოლოდ 18 ბურთი 19 თამაშში, თუმცა ეს მეტწილად დავიდ დე ხეას დამსახურებაა, რომელიც ფენომენალურ შეხვედრებს ატარებდა, აკეთებდა საოცარ სეივებს და გუნდისთვის ქულები მარტოს მოჰქონდა. მეორე წრე შედარებით უკეთესი გამოვიდა დაცვის ხაზისთვის, კრის სმოლინგმა და ფილ ჯონსმა საიმედო დუეტი შექმნეს და რიგ მატჩებში საუცხოოდაც გამოიყურებოდნენ. არც დე ხეას უწევდა ისე ხშირად გმირობების ჩადენა. საბოლოოდ "იუნაიტედმა" სეზონში 37 გოლი გაუშვა, რაც მესამე საუკეთესო მაჩვენებელია "ჩელსის" (32) და "საუთჰემტონის" (33) შემდეგ.

წინა ზაფხულის მსგავსად, ახლაც ყველა ვთანხმდებით რომ კლუბს რამდენიმე მცველი სჭირდება და არა მხოლოდ ცენტრალური, თუკი მარცხენა ფლანგი ასე თუ ისე შევსებულია, ამას ვერ ვიტყვით მარჯვენაზე, სადაც რაფაელი და ვალენსია ასპარეზობენ. პირველი მათგანი ბოლოს მოედანზე "ტოტენჰემთან" მატჩში გამოჩნდა, რომელიც 15 მარტს გაიმართა. გარდა არასტაბილურობისა, რაფაელი ტრავმებისკენაც არის მიდრეკილი და ვან გაალი მას პირველ არჩევნად ნამდვილად ვერ მოიაზრებს. რაც შეეხება ეკვადორელს, იგი ამპლუით მარჯვენა ვინგერია, მაგრამ გაჭირვებამ იგი ფლანგის მცველად აქცია. ვერ ვიტყვი, რომ ანტიონიო რაფაელზე რამით უკეთესია, ამიტომ ასეთი ორი მცველის ყოლა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა რამდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ, რომლებიც ჩემი აზრით ყველაზე მისაღები და ამავდროულად საჭიროა:

მატს ჰუმელსი

ასაკი: 26 წელი
პოზიცია: ცენტრალური მცველი
ამჟამინდელი კლუბი: დორტმუნდის "ბორუსია"
სატრანსფერო ფასი: 35 მილიონი

მატსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა ქომაგისთვის სანატრელ ფიგურად იქცა. გერმანელი, რომელიც უკვე მსოფლიოს ჩემპიონის სახელს ატარებს, ასაკის მიუხედავად ძალიან გამოცდილი და საიმედოა მცველია. მის გადმობირებას "იუნაიტედი" რამდენიმე წელია ცდილობს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. "ბორუსია" ევროტურნირებს მიღმა დარჩა, რაც "ეშმაკებისთვის" მწვანე შუქის ანთებას შიეძლება ნიშნავდეს, თუმცა არავინ იცის რა მოხდება. ჩემი აზრით მატსი იდეალური კანდიდატურაა.

ბენედიქტ ჰიოვედესი

ასაკი: 27 წელი
პოზიცია: ცენტრალური მცველი/მარცხენა მცველი
ამჟამინდელი კლუბი: გელზერკირხენის "შალკე"
სატრანსფერო ფასი: 21 მილიონი

მატსის თანამემამულე და ხშირად მეწყვილე, ბენედიქტიც მის მსგავსად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. იგი ჰუმელსზე ერთი წლით უფროსია და გამოცდილებას არც ის უჩივის, შესაძლოა მასთან შედარებით ნაკლები კლასი აქვს, თუმცა ნამდვილად მაღალი დონის მცველად ითვლება. მათ შორის ბევრი მსგავსებაა, ორივე თავიანთი გუნდების კაპიტნები და ლიდერები არიან. ჰიოვედესის და "იუნაიტედის" გზაც ჟურნალ-გაზეთების დამარებით რამდენჯერმე გადაიკვეთა, თუცმა სერიოზული ინტერესი ინგლისურ კლუბს არ გამოუვლენია, არადა საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა წითელი ფორმით.

ნიკოლას ოტამენდი

ასაკი: 27 წელი
პოზიცია: ცენტრალური მცველი
ამჟამინდელი კლუბი: "ვალენსია"
სატრანსფერო ფასი: 23 მილიონი

არგენტინელი ძალიან მონდომებული მცველია, თავს არასდროს ზოგავს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. მას და მის გუნდს ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდათ, "ღამურები" ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ და "იუნაიტედის" მსგავსად პლეი-ოფის გადალახვა მოუწევთ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. "ვალენსიამ" პრიმერაში 32 გოლი გაუშვა, რაც 6-თ ნაკლებია მადრიდის "რეალის" შედეგზე. "წითელ-ყვითლები" ამ კომპონენტში მხოლოდ "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" ჩამორჩებიან, ეს მიღწევა, რა თქმა უნდა, დიდწილად ოტამენდის და მისი მეწყვილის დამსახურებაა, ნიკოლასმა სეზონში 35 შეხვედრა ითამაშა. თუკი ესპანურ გამოცემებს დავუჯერებთ, "წითლებს" ძალიან სურთ ოტამენდის გადაბირება და თავად ფეხბურთელიც არ არის დიდად ამჟამინდელ კლუბზე შეყვარებული, შეგახსენებთ იგი ესპანეთში გასულ ზაფხულს "პორტუდან" გადაბარგდა.

აიმერიკ ლაპორტე

ასაკი: 21 წელი
პოზიცია: ცენტრალური მცველი
ამჟამინდელი კლუბი: ბილბაოს "ატლეტიკი"
სატრანსფერო ფასი: 20 მილიონი

საფრანგეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და იმედის მომცემი მოთამაშეებით გამოირჩევა: ვარანი, პოგბა, რაბიო, მანგალა. სწორედ ამ ფეხბურთელებთან ერთად სიაში მოხვდა ლაპორტე, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკის" აღზრდილია და მეორე სეზონია პირველი გუნდის თითქმის შეუცვლელი წევრია. მასზე, როგორც ფრანგები ასევე ბასკები დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა თავად მოთამაშეს ძალების მოსინჯვა უფრო დიდ კლუბში სურს, რაშიც "იუნაიტედი" ნამდვილად დაეხმარება. ფრანგმა წლეულს ჩემპიონთა ლიგასაც გაუგო გემო და 21-წლის ასაკში შეგვიძლია შემდგარ მცველად შევრაცხოთ, მისი სახით "წითლები" ძალიან კარგ მცველს მიიღებენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს.

ნათანიელ კლაინი

ასაკი: 24 წელი
პოზიცია: მარჯვენა მცველი
ამჟამინდელი კლუბი: "საუთჰემპტონი"
სატრანსფერო ფასი: 17 მილიონი

პრემიერ ლიგის ერთგულ ქომაგს ნამდვილად ვერ გამოეპარებოდა ეს ახალგაზრდა და ძალიან კარგი მარჯვენა მცველი, რომელმაც გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და რომ არა ივანოვიჩი, პრემიერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც აუცილებლად მოხვდებოდა. ინგლისელი მცველი ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც რეგულარულად ხვდება და ნელ-ნელა ძირითადში ადგილს იმყარებს. გასულ სეზონში კლაინმა 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცველი იყო მთელ ლიგაში. სისწრაფე და ენერგია აძლევს საშუალებას შეტევაში და დაცვაში ერთნაირად კარგად იმოქმედოს. მისით "იუნაიტედის" გარდა სხვა ინგლისური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორის "ლივერპულიც", რომლის 10 მილიონიანი შეთავაზება "წმინდანებმა" არ მიიღეს. "ეშმაკებს" სჭირდებათ პრემიერ ლიგაში გამოცდილი, ახალგაზრდა, ქარიზმატული მარჯვენა მცველი და მის შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

დანიელ კარვახალი

ასაკი: 23 წელი
პოზიცია: მარჯვენა მცველი
ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"
სატრანსფერო ფასი: 27 მილიონი

მადრიდის რეალში ძველი ამბები გრძელდება, გუნდი საკუთარ აღზრდილ მოთამაშეებს თითქმის შანსს არ აძლევს. დანი კარვახალიც შესაძლოა კალეხონის, კანალესის, ხუან მატას და მორატას გზას დაადგეს. საქმე იმაშია, რომ 23-წლის მცველი, რომელიც ბოლო ორი სეზონია თითქმის შეუცვლელი ფიგურაა, "რეალში" დარჩენის შემთხვევაში დიდი ალბათობით სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს და ეს იმის დამსახურებაა, რომ მადრიდელებმა "პორტოდან" დანილო შეიძინეს. კარვახალს არ უნდა ხიბლავდეს სიტუაციის ასეთი განვითარება, რადგან მან როგორც იქნა ნაკრებში ფეხი მოიკიდა და ამ დროს უთამაშებლობა ნამდვილად არ წაადგება. შექმნილი მდგომარეობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" უნდა ისარგებლოს და კარვახალი თავისთან წაიყვანოს, რადგან ესპანელი მართლაც კარგი ფეხბურთელია და უკვე გამოცდილიც. იგი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თანაც მოთამაშის რანგში და არა "მაყურებლის".
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
8 ივნისი 2015 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კარვახალი.და ლაპორტე მშვენიერი იქნება ახალგაზრდები და.კარგად მოთამაშე ფეხბურთელები არიან თან შანსიც დიდია მათი ყიდვის. კარვახალი ლაპორტე მაკნერი ან სმოლინგი და შოუ ან როხო
0
№2
ავტორი: Vodafone
8 ივნისი 2015 16:35
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ყველაზე რეალური ვარიანტები კლაინი და ოტამენდია, დანარჩენები არამგონია გამოუშვან. პრინციპში ეს ორი თუ მოვიყვანეთ მეტი შევსება აღარც დასჭირდება დაცვას.
0
№3
ავტორი: Wardell
8 ივნისი 2015 16:50
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კლაინი ძაან გვჭირდება, მარა არც კარვახალია ცუდი ვარიანტი ნამდვილად. ჰუმელს იმასვუქენით და მაინც არ გამდოდის და ოტამენდი ვიყიდოთ ან ლაპორტე.
0
№4
ავტორი: Memphis Depay
8 ივნისი 2015 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
რათქმაუნდა აქედან უკვე შემდგარი ვარსკვლავი და უმაღლესი დონის მცველი ჰუმელსია მაგრამ არვიცი რამდენად რეალურია მისი ყიდვა. ამიტომ იმედი მაქვს ოტამენდის ვიყიდით ვინც ლა ლიგას უყურებს ყველამ იცის როგორი მებრძოლი და თავგანწირული მცველია. მარჯვნივ კი კლაინი კაი იქნებოდა ...
0
№5
ავტორი: Memphis_Depay
8 ივნისი 2015 17:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ჰიოვედესი,ოტამენდი და კლაინი. მათი ხილვა მსურს მე პირადად. p.s ჰუმელსი არ გადმოვა გული მიგრძნობს what
0
№6
ავტორი: kantona-7
8 ივნისი 2015 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
otamendi klaini iqneba zalian kargi shenazeni
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: Mufc7
8 ივნისი 2015 17:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჰუმელსი იდეალური იქნება, მაგრამ ნაკლებად რეალურია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: GeorgeBest
8 ივნისი 2015 17:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჰუმელსი-ჰიოვედესის დუეტი საოცრება იქნება მართლა, ძაან მაგარ ცენტრს შექმნიან ორივე და დიდი თანხებიც არ დაიხარჯება ამათზე. ჰუმელსი ოდესმე ხო უნდა იყდონ ან მოეშვან რა wink
0
№9
ავტორი: Goginashvili777
8 ივნისი 2015 17:39
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჰუმელსი - სმოლინგი და აღარ უნდა ამდენი ცენტრალური. მარჯვენა ფრთა და ჩამშლელი და ერთი შემსრულებელი ! ჰუმელსი არ მგონია, ამიტომ ოტამენდი - კლაინი - შნეიდერლინი - კეინი ! ეს ოთხი მეტი არაა საჭირო ნუ დე ხეა თუ წავა, ჩეხი ან უგო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: RojoDiablo
8 ივნისი 2015 18:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მარჯვენა მცველის პოზიციაზე კლაინამდე მე პირადად კარვახალს ვისურვებდი, თან ალბათ მისი ყიდვა უფრო იოლი უნდა იყოს, რადგან დანილო მივიდა რეალში. ცენტრალურ მცველად კი დასახელებული კანდიდატებიდან ჰუმელსი ან ოტამენდია კარგი. თუმცა, ასე მგონია ვერც ერთის ყიდვას ვერ მოვახერხებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top