თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2015, 15:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3213,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია. თავი I. გზის დასაწყისი
უდიადესი საფეხბურთო ზღაპარი, რაც ოდესმე თქმულა.
წინასასეზონო ტურნეს წინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა ყველაზე საინტერესო და დაუვიწყარი მომენტები გაეხსენებინა კლუბის ისტორიიდან. ზოგიერთი მათგანი იმდენად შთამბეჭდავია, რომ თამამად შეგვიძლია უნიკალურიც კი ვუწოდოთ. პირველ თავში მოგითხრობთ, თუ როგორ შეიქმნა ეს დიადი კლუბი:

ყველა მოგზაურობა რაღაც წერტილიდან იწყება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბისთვის ხსენებული წერტილი, რკინიგზის სადგური "ნიუტონ ჰიტი" არის, რომელიც მანჩესტერის ცენტრში მდებარეობს.

იქამდე, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისში საუკეთესო სტადიონს და მილიონობით გულშემატკივარს შეიძენდა, კლუბი სამოყვარულო დონეზე თამაშობდა ტალახიან მოედანზე.

ვაგონთმშენებელი კომპანიის მუშებმა, რომლებიც ლანკაშირსა და იორკშირს შორის სარკინიგზო გზას აკეთებდნენ, ჩამოაყალიბეს კრიკეტისა და ფეხბურთის გუნდები, რომლებსაც "ნიუტონ ჰიტი" დაარქვეს. მათ, მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდათ თუ რამხელა კლუბს ჩაუყარეს საფუძველი. 137 წლის შემდეგ მუშების მიერ შექმნილი გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი გახდა.

რა თქმა უნდა, ასეთ დიდებას ერთ ღამეში ვერ მიაღწევ. თავდაპირველად მუშები სხვა კომპანიის გუნდების წინააღმდეგ თამაშობდნენ და როგორც წარმოებაში, ისევე სპორტში ეჯიბრებოდნენ. გზის დასაწყისი რთული გამოდგა, "ნიუტონ ჰიტი" წარმატებას ვერ აღწევდა და თითქმის ყველა მეტოქესთან მარცხდებოდა, თუმცა თამაშიდან-თამაშამდე ვითარდებოდნენ. გუნდის დაარსებიდან 8 წლის შემდეგ მათ მოახერხეს პირველი ტიტულის მოგება, ისინი მანჩესტერის თასის მფლობელები გახდნენ 1886 წელს.

"ნიუტონ ჰიტი" აგრძელებდა წარმატებით თამაშს და რეპუტაციის მოხვეჭას, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ლიგა არა და არ აძლევდა ოფიციალური მატჩების ჩატარების ნებას. როგორც კი "პაგანისტებმა" ოფიცალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიიღეს, მათ მაშინვე გაწყვიტეს ურთიერთობა სარკინიგზო კომპანიასთან.

სადებიუტო შეხვედრაში "ნიუტონ ჰიტმა" იმ დროისთვის ძალიან ძლიერი "ბლექბერნი" 4:3 დაამარცხა, თუმცა 2 წლის შემდეგ ქვედა დივიზიონში გავარდნენ. ფინანსური პრობლემების გამო კლუბი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, რის შედეგადაც წლების მანძილზე გუნდი ვერ ახერხებდა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.

1902 წელს, "ნიუტონ ჰიტი" კატასტროფის წინაშე იდგა: კლუბი თითქმის გაკოტრებული იყო, ცოტაც და კლუბი ისე გაქრებოდა, რომ მის შესახებ ვერავინ გაიგებდა, თუმცა ბედად გამოჩნდა ლუდსახარშის მეპატრონე ჯონ გენრი დევისი: დაიკარგა ძაღლი, რომელიც "ნიუტონ ჰიტის" კაპიტანს, გარი სტაფორდს, ეკუთვნოდა. პატარა ლეკვი დევისმა იპოვა და გადაწყვიტა პატრონისთვის დაებრუნებინა. სწორედ ამ შეხვედრის დროს, ჯონ გენრი დევისმა კლუბის პრობლემების შესახებ შეიტყო და კაპიტანს ფინანსური დახმარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი კლუბის მმართველის სტატუსი მოითხოვა.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს - შესარჩევი მხოლოდ სახელიღა იყო. "ნიუტონ ჰიტი" უკვე აღარ განიხილებოდა, რადგან კლუბმა ის ადგილი 8 წლის წინ დატოვა. ამიტომ დირექტორთა საბჭომ, სადაც დევისი და სტაფორდიც აქტიური წევრები იყვნენ, კლუბისთვის ის სახელი შეარჩია, რომლის გაგონებაც ასე ძალიან გვსიამოვნებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გეზი აიღო, თუმცა დანიშნულების ადგილი უცნობი იყო. "წითელ-თეთრების" პირველი სეზონი დასამახსოვრებელი იყო, რადგან გუნდმა ერთი-ორად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და გულშემატკივრებიც მოუმრავლდა. 1903 წელს "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერნესტ მანგნელი გახდა, რომელმაც პირველივე სეზონში დააბრუნა გუნდი პირველ დივიზიონში.

2 წლის შემდეგ, "ეშმაკები" პირველად გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები და ეს მეტწილად "მანჩესტერ სიტის" პრობლემების დამსახურება იყო, რადგან "ქალაქელებს" ბრალი დასდეს მატჩების ჩაწყობაში. "იუნაიტედმა" წარმატებული სვლა განაგრძო და მანგნელის შეგირდებმა ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგეს. 2 წლის შემდეგ კი კიდევ ერთხელ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. სხვადასხვა ფრონტზე ოქროს მედლების მოპოვებამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისური ფეხბურთის რუკაზე მნიშვნელოვან ფიგურად აქცია.

[left][/right]
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 ივნისი 2015 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"დაიკარგა ძაღლი, რომელიც "ნიუტონ ჰიტის" კაპიტანს, გარი სტაფორდს, ეკუთვნოდა. პატარა ლეკვი დევისმა იპოვა და გადაწყვიტა პატრონისთვის დაებრუნებინა. სწორედ ამ შეხვედრის დროს, ჯონ გენრი დევისმა კლუბის პრობლემების შესახებ შეიტყო და კაპიტანს ფინანსური დახმარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი კლუბის მმართველის სტატუსი მოითხოვა."- აი ეს ამბავი კი ნამდვილად არ ვიცოდი. ესეიგი ის ძაღლი რო არ დაკარგოდა სტაფორდს, დღეს შეიძლება მანჩესტერი საერთოდ არც კი ყოფილიყო. ძეგლი უნდა დაუდგათ იმ ძაღლს wink

ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე წინა კომენტარში ვთქვი რომ იმდენ საინტერესო რამეს გავიგებთ მეთქი, რომ შეიძლება საერთოდ გაგონილიც არ გვქონდესთქო wink
0
№2
ავტორი: Wardell
6 ივნისი 2015 16:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
და ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ გველოდება მთელი ამბები ალბათ wink
0
№3
ავტორი: GeorgeBest
6 ივნისი 2015 16:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ ძაღლს ძეგლი უნდა დაუდგან, მადლობა ძაღლო რომ არსებობდი და დაიკარგე biggrin2

ძაან მაგარია, ზოგისთვის ეს პერიოდი ალბათ მოსაწყენია მაგრამ ყველაფერი წინაა winked
0
№4
ავტორი: RojoDiablo
6 ივნისი 2015 18:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან საინტერესო ისტორია გვაქვს. იმდენად საინტერესო, რომ ხანდახან ფეხბურთის მოძულე ხალხსაც კი მოვუთხრობ თუ რას მოიცავს სიტყვა "მანჩესტერ იუნაიტედი" და მათი აღფრთოვანებაც შეიძლება ამით. ეს მხოლოდ პატარა ნაწილია იმ ყველაფრისა, რაც ჩვენს კლუბს ეხება, ლაშა კი დანარჩენსაც მოგვაწვდის. ზოგმა შეიძლება ახალი ვერაფერი გაიგოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ღირს ამის წაკითხვა და ავტორის შრომის დაფასება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Macklemore
6 ივნისი 2015 18:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვაა, ძალიან მაგარი წამოწყებაა. საღოლ ლაშა.
0
№6
ავტორი: Count Alucard
6 ივნისი 2015 19:38
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეორე ნაწილს მალე დაწერ ბატონო ლაშა? lol
0
№7
ავტორი: Wardell
6 ივნისი 2015 19:56
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
nika_123,
სამწუხაროდ მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული დაწერა, ჯერ ზემოდან უნდა იყოს თანხმობა wink როგორც კი დაიდება დავწერ მარა ნაწილს არა თავს. ბევრი თავი იქნება სავარაუდოდ.
0
№8
ავტორი: Mufc7
6 ივნისი 2015 20:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როცა კიდევ ერთხელ იხსენებ იმ ფაქტებსა და ადამიანებს,რომლებიც ქმნიდნენ იმ ისტორიას, დღეს იუნაიტედი რომ ჰქვია, ასმაგად უფრო მეტად ამაყი ხდები კიდევ. როცა შენ თვალწინ ცოცხლდებიან ის ადამიანები და კითხვის დროს შენც ნაწილი ხდები მათი. მადლობა, ლაშა love ველოდებით ისტორიაში დაბრუნებას კიდევ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: Count Alucard
6 ივნისი 2015 20:40
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Wardell,
სავარაუდოდ 15-მდე უნდა იყოს ალბათ, პირველი 10-15 წელი ამ თავში იყო და თუ ამ ტემპით გააგრძელეს 15-მდე თავი დაჭირდება.
0
№10
ავტორი: Wardell
6 ივნისი 2015 20:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
nika_123,
არ ვიცი ვერ გეტყვი, არ ვარ ამ უბნელი no
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top