თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2015, 15:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3214,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია. თავი I. გზის დასაწყისი
უდიადესი საფეხბურთო ზღაპარი, რაც ოდესმე თქმულა.
წინასასეზონო ტურნეს წინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა ყველაზე საინტერესო და დაუვიწყარი მომენტები გაეხსენებინა კლუბის ისტორიიდან. ზოგიერთი მათგანი იმდენად შთამბეჭდავია, რომ თამამად შეგვიძლია უნიკალურიც კი ვუწოდოთ. პირველ თავში მოგითხრობთ, თუ როგორ შეიქმნა ეს დიადი კლუბი:

ყველა მოგზაურობა რაღაც წერტილიდან იწყება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბისთვის ხსენებული წერტილი, რკინიგზის სადგური "ნიუტონ ჰიტი" არის, რომელიც მანჩესტერის ცენტრში მდებარეობს.

იქამდე, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისში საუკეთესო სტადიონს და მილიონობით გულშემატკივარს შეიძენდა, კლუბი სამოყვარულო დონეზე თამაშობდა ტალახიან მოედანზე.

ვაგონთმშენებელი კომპანიის მუშებმა, რომლებიც ლანკაშირსა და იორკშირს შორის სარკინიგზო გზას აკეთებდნენ, ჩამოაყალიბეს კრიკეტისა და ფეხბურთის გუნდები, რომლებსაც "ნიუტონ ჰიტი" დაარქვეს. მათ, მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდათ თუ რამხელა კლუბს ჩაუყარეს საფუძველი. 137 წლის შემდეგ მუშების მიერ შექმნილი გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი გახდა.

რა თქმა უნდა, ასეთ დიდებას ერთ ღამეში ვერ მიაღწევ. თავდაპირველად მუშები სხვა კომპანიის გუნდების წინააღმდეგ თამაშობდნენ და როგორც წარმოებაში, ისევე სპორტში ეჯიბრებოდნენ. გზის დასაწყისი რთული გამოდგა, "ნიუტონ ჰიტი" წარმატებას ვერ აღწევდა და თითქმის ყველა მეტოქესთან მარცხდებოდა, თუმცა თამაშიდან-თამაშამდე ვითარდებოდნენ. გუნდის დაარსებიდან 8 წლის შემდეგ მათ მოახერხეს პირველი ტიტულის მოგება, ისინი მანჩესტერის თასის მფლობელები გახდნენ 1886 წელს.

"ნიუტონ ჰიტი" აგრძელებდა წარმატებით თამაშს და რეპუტაციის მოხვეჭას, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ლიგა არა და არ აძლევდა ოფიციალური მატჩების ჩატარების ნებას. როგორც კი "პაგანისტებმა" ოფიცალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიიღეს, მათ მაშინვე გაწყვიტეს ურთიერთობა სარკინიგზო კომპანიასთან.

სადებიუტო შეხვედრაში "ნიუტონ ჰიტმა" იმ დროისთვის ძალიან ძლიერი "ბლექბერნი" 4:3 დაამარცხა, თუმცა 2 წლის შემდეგ ქვედა დივიზიონში გავარდნენ. ფინანსური პრობლემების გამო კლუბი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, რის შედეგადაც წლების მანძილზე გუნდი ვერ ახერხებდა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.

1902 წელს, "ნიუტონ ჰიტი" კატასტროფის წინაშე იდგა: კლუბი თითქმის გაკოტრებული იყო, ცოტაც და კლუბი ისე გაქრებოდა, რომ მის შესახებ ვერავინ გაიგებდა, თუმცა ბედად გამოჩნდა ლუდსახარშის მეპატრონე ჯონ გენრი დევისი: დაიკარგა ძაღლი, რომელიც "ნიუტონ ჰიტის" კაპიტანს, გარი სტაფორდს, ეკუთვნოდა. პატარა ლეკვი დევისმა იპოვა და გადაწყვიტა პატრონისთვის დაებრუნებინა. სწორედ ამ შეხვედრის დროს, ჯონ გენრი დევისმა კლუბის პრობლემების შესახებ შეიტყო და კაპიტანს ფინანსური დახმარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი კლუბის მმართველის სტატუსი მოითხოვა.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს - შესარჩევი მხოლოდ სახელიღა იყო. "ნიუტონ ჰიტი" უკვე აღარ განიხილებოდა, რადგან კლუბმა ის ადგილი 8 წლის წინ დატოვა. ამიტომ დირექტორთა საბჭომ, სადაც დევისი და სტაფორდიც აქტიური წევრები იყვნენ, კლუბისთვის ის სახელი შეარჩია, რომლის გაგონებაც ასე ძალიან გვსიამოვნებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გეზი აიღო, თუმცა დანიშნულების ადგილი უცნობი იყო. "წითელ-თეთრების" პირველი სეზონი დასამახსოვრებელი იყო, რადგან გუნდმა ერთი-ორად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და გულშემატკივრებიც მოუმრავლდა. 1903 წელს "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერნესტ მანგნელი გახდა, რომელმაც პირველივე სეზონში დააბრუნა გუნდი პირველ დივიზიონში.

2 წლის შემდეგ, "ეშმაკები" პირველად გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები და ეს მეტწილად "მანჩესტერ სიტის" პრობლემების დამსახურება იყო, რადგან "ქალაქელებს" ბრალი დასდეს მატჩების ჩაწყობაში. "იუნაიტედმა" წარმატებული სვლა განაგრძო და მანგნელის შეგირდებმა ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგეს. 2 წლის შემდეგ კი კიდევ ერთხელ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. სხვადასხვა ფრონტზე ოქროს მედლების მოპოვებამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისური ფეხბურთის რუკაზე მნიშვნელოვან ფიგურად აქცია.

[left][/right]
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
7 ივნისი 2015 10:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ძაღლის ამბავი არ ვიცოდი, კაი ცუგა ყოფილა. დუმბაძემ სწორედ აღნიშნა საზოგადოება რომელსაც ფეხბურთი არც თუ ისე ძლიერ აინტერესებთ და მეტ ნაკლებად დღევანდელ ფეხბურთი გაეგებათ როცა ვუხსნი და ვუყვები მანჩესტერი წარმომავლობაზე და რეები გადაუტანია უბრალოდ აღფრთოვანებას ვერ მალავენ არა როგორც ფეხბურთის გუნდი არამედ როგორი დაუმარცხებელია მანჩესტერ იუნაიტედი.


პ.ს. მადლობა ლაშა, მაგრამ ლომკაში დაგვტოვეს მაგარი უფრო მეტის წაკითხვა მინდოდა ისე დავიწყე lol
0
№12
ავტორი: kantona-7
7 ივნისი 2015 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მალე დადეთრა გაგრძელება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: Wardell
7 ივნისი 2015 16:52
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
kantona-7,
ჩვენზე არ არს ეგ დამოკიდებული, ჯერ ოფიციალურ საიტზე უნდა დაიდოს რო ჩვენ დავდოთ :)
0
№14
ავტორი: red devil
7 ივნისი 2015 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ესეთი სიახლე ადრეც წავიკითხე ამ საიტზე მაგრამ ამ.სახელებს მაინც ვერ ვიმახსოვრებ :-D :-D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top