თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2015, 15:31
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3159,
კომენტარები: 17
ლე ტისიე: "შნეიდერლინი "იუნაიტედში" გადავა"
მატ ლე ტისიეს ინტერვიუ მორგან შნეიდერლინის ტრანსფერის შესახებ.
ლე ტისიე:
"საუთჰემპტონის" ლეგენდა მატ ლე ტისიე დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი გუნდი ამ ზაფხულში ვერ შეძლებს მორგან შნეიდერლინის შენარჩუნებას, რომელიც სავარაუდოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.

უკვე ორი სატრანსფერო ფანჯარაა რაც შნეიდერლინით ბევრი ტოპ კლუბი ინტერესდება, მათ შორის ყველაზე აქტიური "ტოტენჰემი" და "არსენალი" იყვნენ, თუმცა ბრძოლაში აქტიურად "იუნაიტედიც" ჩაერთო.

გასულ ზახფულს "საუთჰემპტონმა" მოახერხა ფრანგი ჩამშლელის შენარჩუნება, მას შემდეგ რაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგეს. მაგრამ მატ ლე ტისიე ფიქრობს, რომ წელს გუნდი ხელს ვეღარ შეუშლის ფრანგის ტრანსფერს.

"მეტად სავარაუდოა, რომ ის გუნდს დატოვებს." - განუცხადა ლე ტისიემ Sky Sports-ს. "მთავარი კითხვა, ტოპ ოთეულის რომელ კლუბში სურს მას კარიერის გაგრძელება."

"ვფიქრობ მისი მსურველებიდან სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება მის პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელი. შნეიდერლინი მათი შესაფერისი ვარიანტია, რასაც ბოლო რამდენიმე სეზონია ამტკიცებს."

"როგორც ჩანს მათი ინტერესის სფეროში შვაინშტაიგერიც შედის, მაგრამ თუ ისინი გერმანელის შეძენას ვერ მოახერხებენ, მორგანი ნომერ პირველი სამიზნე გახდება."


"საუთჰემპტონმა" ბოლო სატრანსფერო ფანჯარაზე ლუკ შოუს, ადამ ლალანას, რიკი ლამბერტს და კალუმ ჩემბერს წასვლის უფლება მისცა, რის შედეგადაც სოლიდური თანხაც მიიღო. ლე ტისიე თვლის, რომ შნეიდერლინი კიდევ ერთი სარფიანი გარიგება იქნება.

"მასში დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი გადავიხადეთ 2008 წელს. ახლა კი მისი გაყიდვა კარგ თანხად შეიძლება, რაც გუნდისთვის მომგებიანი იქნება."

"ვფიქრობ "საუთჰემპტონი" ფეხბურთელებთან ყოველთვის სამართლიანად იქცევა და მათ ხელს არ უშლის ტოპ გუნდებში გადასვლაში, რაც წინა წელსაც გამოჩნდა."

"შნეიდერლინის საქმე წინა ზაფხულს განსაკუთრებული იყო, რადგან ამდენი გაშვებული ფეხბურთელის მიუხედავად, "წმინდანებმა" მისი შენარჩუნება მოახერხეს."


წყარო: Sky Sports
სიახლეები, ტრანსფერები
17 კომენტარი
№1
ავტორი: rezimankunia
6 ივნისი 2015 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Vnaxot shvaina tuarmova amasviyidit uechveli mara me giundogani mevaseba axalgazrdaa oerspeatiulic
0
№2
ავტორი: Vodafone
6 ივნისი 2015 15:39
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
rezimankunia,
მეც მაგრა მევასება გუნდოგანი, მარა ის არაა ვინც გვჭირდება. ამ მომენტში შნიდერლინზე უკეთესი და რეალური ვარიანტი უბრალოდ არ არის.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 ივნისი 2015 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ შვაინშტაიგერს ვიყიდით, ეს ტრანსფერი ფაქტიურად გამორიცხულია. შნეიდერლინი არაა ცუდი ვარიანტი, ნამდვილად კარგად თამაშობს. რეალურად რო დავფქირდეთ სხვა ვარიანტებზე, ყველაზე დიდი შანსი ალბათ ამ ფეხბურთელზე გვაქ. აბა შვაინშტაიგერებს და პოგბებს არავინ გამოუშვებს.

თუმცა მე პირადად კლაინის ტრანსფერი უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ კერიკის შემცვლელიც რო გვინდა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს.
0
№4
ავტორი: rezimankunia
6 ივნისი 2015 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Otamendi, alveshi, shneidera, lorisi an shalkes mekare axalgazrdaroa, forvardebidan aqedan erterti iqneba uechveli vici benteke,benzema,iguaini
0
№5
ავტორი: Wardell
6 ივნისი 2015 16:21
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძაან გამიხარდება თუ მოვა feel
0
№6
ავტორი: Lee Sharpe
6 ივნისი 2015 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ნამდვილად მაღალი დონის იგროკია ნუ იმდენზე იწერება და რავიცი ერთი ნახევარმცველი ახალგაზრდა ვინმე უნდა დავითრიოთ
ბენდერზე და კონდოგბიაზე ფიქრიც შეიძლება
0
№7
ავტორი: GeorgeBest
6 ივნისი 2015 16:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი ალბათობით დაითევენ ალბათ და კარგი შენაძენიც იქნება. როგორც იქნა ვიღაცას მოიყვანენ მაგ პოზიციისთვის derpwhy
0
№8
ავტორი: RojoDiablo
6 ივნისი 2015 18:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბასტი არა მგონია პირველი სამიზნე იყოს. გაცილებით ნაკლები შანსია მისი ყიდვის და სჯობს თავიდანვე ამაზე იცდილონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Macklemore
6 ივნისი 2015 18:59
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მგონი კაი ვარიანტია შნეიდერლინი. ნამდვილად გვჭირდება ამ პოზიციის გაძლიერება.
0
№10
ავტორი: Count Alucard
6 ივნისი 2015 19:41
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შვაინშტაიგერი კარგია და ალბათ მორგანზე მაღალი დონის ფეხბურთელიც არის, თუმცა შნეიდერლინი 5 წლით უმცროსია და გაცილებით მეტ ხანს შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს, ამიტომ ფრანგი უფრო პერსპექტიული შენაძენი იქნება.

შვაინშტაიგერი კარგია და ალბათ მორგანზე მაღალი დონის ფეხბურთელიც არის, თუმცა შნეიდერლინი 5 წლით უმცროსია და გაცილებით მეტ ხანს შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს, ამიტომ ფრანგი უფრო პერსპექტიული შენაძენი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top