თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2015, 19:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3969,
კომენტარები: 14
როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"
"წითელი ეშმაკები" სანაკრებო მატჩებამდე სხვადასხვა ადგილას ისვენებენ.
როგორ ატარებენ ზაფხულს
27 მაისი - რაფას დასვენება

"ოლდ ტრაფორდის" ფავორიტმა ფეხბურთელმა ეს ფოტო ბრაზილიაში, პეტროპოლისში არსებული თავისი სახლიდან ატვირთა. ის მეგობართან, ქალიშვილთან და, რა თქმა უნდა, ტყუპ ძმასთან ერთად ისვენებს.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


28 მაისი - სმოლინგმა ჩაყვინთა

არდადეგებზე ყოფნისას კრისმა ახალი გასართობი იპოვა და სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა ჰაშთაგით #მეგობარიკუ

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


28 მაისი - ჰოლანდიური ეისი

ბლინდს ბურთით სათამაშო სპორტი კარგად გამოსდის, ჰოლანდიაში დაბრუნებული დეილი ჩოგბურთით ინარჩუნებს ფორმას.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


28 მაისი - ყველგან "იუნაიტედი"

ფოტოც კი არ გამოსულა ისეთი კარგი, როგორიც ფელაინის სიტყვები. ატვირთულ სურათს თან დაურთო კომენტარი: "სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან სახლი მახსენდება... მიყვარს!"

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


29 მაისი - რუნები

კაპიტანმა უამრავი ფერით მოცული ფოტო "არდადეგების დრო-თი" გაავრცელა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


30 მაისი - გიხდებათ, სერ!

ფილ ჯონსი და პარტნიორი, "ქორწილის დრო!"

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


31 მაისი - ბავშვებთან ერთად

"რა საოცარი დღე რვპ-ს საერთაშორისო შეჯიბრზე" - დაპოსტა ჰოლანდიელმა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


31 მაისი - როხოს მოგზაურობა

მარკოს როხო მშობლიურ არგენტინაში ჩატარებულ ტურნირზე გამოჩნდა და შემდეგი შეტყობინება გაავრცელა: "მშვენიერი შუადღე ჩემს "აფი ლას პალმინას" კლუბში. სიტყვები არ მყოფნის რომ მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მოვიდა და ეს ყველაფერი მოაწყო. ეს შუადღე მშვენიერია"

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


31 მაისი - კარგი და დაჯილდოებული

მშობლიურ პროვინცია ტოლედოში პრეზენტაციის შემდეგ დავიდ დე ხეამ ოფიციალურად მიიღო ესპანეთის რეგიონ კასტილია-ლა მანშას შვილის წოდება.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


1 ივნისი - "წითლები" სიმწვანეზე

ჯეიმს უილსონმა ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვარჯიშის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად გოლფი ითამაშა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


1 ივნისი - ცხოვრება სანაპიროზე

ხუან მატა მოგზაურობის განსაკუთრებული მოყვარულია და "იუნაიტედის" ნახევარმცველმა ამ მშვენიერი ადგილის ამსახველი ფოტო ატვირთა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


2 ივნისი - თამაშამდე იშრომე

რობინ ვან პერსი "წითელი ეშმაკების" იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა რიცხვში შედის, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას უკვე შეუდგნენ. თუმცა, როგორც ჩანს ამას ხელი არ შეუშლია კარგ ხასიათზე ყოფნაში და ფოტო შემდეგი სიტყვის ფონზე გამოაქვეყნა: "ორანჟერეა".

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


2 ივნისი - ფელაინი ფორმულა 1-ში

მარუან ფელაინი საფრანგეთისა და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ შეხვედრაში სათამაშოდ გამოიძახეს, თუმცა კრისტიან ბენტეკესთან ერთად კარტინგზე წასვლის დრო მაინც იპოვა. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება... ეს ჩაფხუტი მის თავს მოერგება?

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


3 ივნისი - ისურვებდით აქ ყოფნას?

უცნობია, თუ სად იმყოფება ხუან მატა არდადეგებზე, მაგრამ ამ საოცარი სანახაობს ნახვისას ადგილის სახელწოდებას მნიშვნელობა საერთოდ არ ექნებოდა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"
სურათები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
4 ივნისი 2015 20:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ფელაინის სიტყვები love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: RojoDiablo
4 ივნისი 2015 20:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩემთანაც არის ველოსიპედების სპეციალური მაღაზია, სადაც ერთადერთი სხვა სუვენირია და ისიც "მანჩესტერ იუნაიტედის".
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
4 ივნისი 2015 20:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგი ყველაზე მაგარი კაცია :D
0
№4
ავტორი: makaveli
4 ივნისი 2015 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ფელაინის რა უნდა საფრანგეთის და უელსის თამაშზე? ავტორ ჩაასწორე.. ისე მშვენიერი სტატიაა საღოლ love
0
№5
ავტორი: Mufc7
4 ივნისი 2015 23:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
ვალენსიას სურათებიც ჩაამატე feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Blind
5 ივნისი 2015 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ყველაზე მეტად მატასი მშურს sad
0
№7
ავტორი: chudikone
5 ივნისი 2015 04:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩამოდით მანგლისში სუფთა ჰაერზე კაი სამოთახიანკ სახლი მაქვს, ყველა დაეტევით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: temo-scholes
5 ივნისი 2015 07:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
makaveli,
eg dzma igulisxma belgias aqvs matchebi chasatarebeli uelsis da safrangetis winaagmdeg cal-calke...:);)
0
№9
ავტორი: nika1997
5 ივნისი 2015 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ფეელეინი ცჰეტია მაცჰემისა ფორმულა ერთშიი?
0
№10
ავტორი: RojoDiablo
5 ივნისი 2015 10:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
makaveli,
საფრანგეთისა და უელსის ნაკრებების წინააღმდეგო წერია, მათთან ერთად არ თამაშობს, ანუ ბელგიას აქვს თამაში და იმიტომ.

Mufc7,
ეგ ოპერაციის შემდეგ მკურნალობს, ვერ ისვენებს. tongue
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top