თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2015, 19:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3977,
კომენტარები: 14
როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"
"წითელი ეშმაკები" სანაკრებო მატჩებამდე სხვადასხვა ადგილას ისვენებენ.
როგორ ატარებენ ზაფხულს
27 მაისი - რაფას დასვენება

"ოლდ ტრაფორდის" ფავორიტმა ფეხბურთელმა ეს ფოტო ბრაზილიაში, პეტროპოლისში არსებული თავისი სახლიდან ატვირთა. ის მეგობართან, ქალიშვილთან და, რა თქმა უნდა, ტყუპ ძმასთან ერთად ისვენებს.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


28 მაისი - სმოლინგმა ჩაყვინთა

არდადეგებზე ყოფნისას კრისმა ახალი გასართობი იპოვა და სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა ჰაშთაგით #მეგობარიკუ

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


28 მაისი - ჰოლანდიური ეისი

ბლინდს ბურთით სათამაშო სპორტი კარგად გამოსდის, ჰოლანდიაში დაბრუნებული დეილი ჩოგბურთით ინარჩუნებს ფორმას.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


28 მაისი - ყველგან "იუნაიტედი"

ფოტოც კი არ გამოსულა ისეთი კარგი, როგორიც ფელაინის სიტყვები. ატვირთულ სურათს თან დაურთო კომენტარი: "სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან სახლი მახსენდება... მიყვარს!"

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


29 მაისი - რუნები

კაპიტანმა უამრავი ფერით მოცული ფოტო "არდადეგების დრო-თი" გაავრცელა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


30 მაისი - გიხდებათ, სერ!

ფილ ჯონსი და პარტნიორი, "ქორწილის დრო!"

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


31 მაისი - ბავშვებთან ერთად

"რა საოცარი დღე რვპ-ს საერთაშორისო შეჯიბრზე" - დაპოსტა ჰოლანდიელმა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


31 მაისი - როხოს მოგზაურობა

მარკოს როხო მშობლიურ არგენტინაში ჩატარებულ ტურნირზე გამოჩნდა და შემდეგი შეტყობინება გაავრცელა: "მშვენიერი შუადღე ჩემს "აფი ლას პალმინას" კლუბში. სიტყვები არ მყოფნის რომ მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მოვიდა და ეს ყველაფერი მოაწყო. ეს შუადღე მშვენიერია"

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


31 მაისი - კარგი და დაჯილდოებული

მშობლიურ პროვინცია ტოლედოში პრეზენტაციის შემდეგ დავიდ დე ხეამ ოფიციალურად მიიღო ესპანეთის რეგიონ კასტილია-ლა მანშას შვილის წოდება.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


1 ივნისი - "წითლები" სიმწვანეზე

ჯეიმს უილსონმა ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვარჯიშის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად გოლფი ითამაშა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


1 ივნისი - ცხოვრება სანაპიროზე

ხუან მატა მოგზაურობის განსაკუთრებული მოყვარულია და "იუნაიტედის" ნახევარმცველმა ამ მშვენიერი ადგილის ამსახველი ფოტო ატვირთა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


2 ივნისი - თამაშამდე იშრომე

რობინ ვან პერსი "წითელი ეშმაკების" იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა რიცხვში შედის, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას უკვე შეუდგნენ. თუმცა, როგორც ჩანს ამას ხელი არ შეუშლია კარგ ხასიათზე ყოფნაში და ფოტო შემდეგი სიტყვის ფონზე გამოაქვეყნა: "ორანჟერეა".

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


2 ივნისი - ფელაინი ფორმულა 1-ში

მარუან ფელაინი საფრანგეთისა და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ შეხვედრაში სათამაშოდ გამოიძახეს, თუმცა კრისტიან ბენტეკესთან ერთად კარტინგზე წასვლის დრო მაინც იპოვა. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება... ეს ჩაფხუტი მის თავს მოერგება?

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"


3 ივნისი - ისურვებდით აქ ყოფნას?

უცნობია, თუ სად იმყოფება ხუან მატა არდადეგებზე, მაგრამ ამ საოცარი სანახაობს ნახვისას ადგილის სახელწოდებას მნიშვნელობა საერთოდ არ ექნებოდა.

როგორ ატარებენ ზაფხულს "წითლები"
სურათები
14 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
5 ივნისი 2015 13:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მატა ყველგან კლასია, მეც მინდა მასეთი მოგზაურობა
0
№12
ავტორი: Goginashvili777
5 ივნისი 2015 13:59
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მთავარია რომ ის პალატაში წევს :დდდ ბლინდმა პროფესია ნახა crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№13
ავტორი: red devil
5 ივნისი 2015 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მატა რა დღეშია :D
0
№14
ავტორი: Mufc7
7 ივნისი 2015 10:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
მაინც ახერხეებს recourse ბავშვებთან შეხვედრებსაც და ყველაფეერს recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top