თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2015, 14:28
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3402,
კომენტარები: 17
სატრანსფერო ამბები: რომელი გოლეადორი უნდა გაიფორმონ "ეშმაკებმა"?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ეცდება თავდამსხმელის დამატებას.
სატრანსფერო ამბები: რომელი გოლეადორი უნდა გაიფორმონ
სეზონის მეორე ნახევარში, ლუის ვან გაალმა გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გუნდს სჭირდება ტიპიური გამტანი ფორვარდი:

"ეს ასეა, რადგან მე ამას ვერ ვუარყოფ. ვერც რობინი უარყოფს ამას, ვერც ფალკაო, ხოლო რუნის ხშირად არ უწევს ამ პოზიციაზე თამაში. ჩვენ არ გვყავს ფორვარდი, რომელიც თავისუფლად შეძლებს სეზონში 20 გოლის გატანას."

გუნდმა უკვე გაიფორმა მემფის დეპაი, რომელიც ინგლისში ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ჩავიდა, თუმცა "ეშმაკებს" კვლავ გოლეადორის ძიებაში არიან.

რამდენი მოთამაშეა, რომელმაც გასულ სეზონში 20 გოლის გატანა მოახერხა? და რომელი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს წითელ ფორმაში?

ჩვენ შემოგთავაზებთ მოთამაშეებს ევროპიდან, რომლებმაც ზემოთ აღნიშნული "მისია" შეასრულეს:

ესპანეთი

20+ გოლი: კრიშტიანუ რონალდუ(48), ლეო მესი(43), ნეიმარი(22), ანტუან გრიზმანი(22), კაროს ბაკა(20).

თუკი ვინმეს მესის ან ნეიმარის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი, წარმატებებს გისურვებთ. ამ ორმა შემტევმა, სუარესთან ერთად შექმნა ტრიო, რომელიც ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა.

მათ გარდა არის რონალდუ, რომელიც წითლებს ყველა სეზონში გარანტირებულად 20-ზე მეტ გოლს მისცემს. პორტუგალიელმა გასულ სეზონში უინგერობაზე თითქმის უარი თქვა და 9-იანად ჩამოყალიბდა. მისი გადმობირება ძალიან გაჭირდება, თუმცა შანსი მაინც არსებობს.

სატრანსფერო ამბები: რომელი გოლეადორი უნდა გაიფორმონ "ეშმაკებმა"?


ორ ესპანურ გიგანტს "ატლეტიკო მადრიდი" მოსდევს, რომელსაც თვისი გმირი ჰყავს - ეს ანტონ გრიზმანია, რომელმაც 22 გოლის გატანა შეძლო და რონალდუს მსგავსად ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია. მან წლევანდელი მონაგარით ქარიმ ბენზემასაც კი აჯობა, რომელსაც 7-წლიანი ესპანური კარიერის მანძილზე ერთ სეზონში 22 გოლი არასდროს გაუტანია. გრიზმანი ჯერ 23 წლისა არის და განვითარება კიდევ შეუძლია.

სატრანსფერო ამბები: რომელი გოლეადორი უნდა გაიფორმონ "ეშმაკებმა"?


და ბოლოს, თუკი "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კოლუმბიურ საბადოში კიდევ ერთხელ ჩაიხედავს, კარლოს ბაკას აღმოაჩენს, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა ევროპა ლიგის მოგებაში და პრმერაშიც საკმაო რაოდენობის გოლი გაიტანა.

28-წლის სამხრეთ ამერიკელი რეგულარულად იტანდა გოლებს ბელგიაშიც და კოლუმბიაშიც, ასე რომ ახლა პრემიერ ლიგაშიც შეუძლია ძალების მოსინჯვა.

ხმაურიანი სამეზობლო

20+ გოლი: ალექს ლაკაზეტე(27), ჯექსონ მარტინესი(21), ჯონას ოლივეირა(20).

ალექსი, წელს ლიგა 1-ის ვარსკვლავი იყო, მან 27 გოლის გატანა მოახერხა და უკან ჩამოიტოვა ზლატანი, კავანი და სხვანი. ის 24 წლისაა, ამბიციური, ახალი გამოწვევები არ აშინებს და მსურველებს მწვანე შუქიც აუნთო. "ლიონის" პრეზიდენტს დიდად არ სურს მისი გაყიდვა, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის 35 მილიონიანი იარლიყი ჩამოჰკიდა.

სატრანსფერო ამბები: რომელი გოლეადორი უნდა გაიფორმონ "ეშმაკებმა"?


პორტოს, კვლავ ნიჭიერი და ტოპ-კლასის შემტევი ჰყავს, ჯექსონ მარტინესს უკვე უკავშირებენ "იუნაიტედს", თუმცა მისი შეძენა "არსენალის" მესვეურებსაც სურთ, კოლუმბიელი 25 მილიონი ღირს.

ჯონას ოლივეირა წინა ორთან შედარებით ადვილი და იაფი შენაძენი იქნება, თუმცა თუკი მის ესპანურ კარიერას გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ რომ ძლიერ ლიგაში თამაში უჭირს, ამასთან 31 წლის თავდამსხმელი მომავალზე გათვლილი ოფცია ნამდვილად არ არის.

სერია ა

20+ გოლი: კარლოს ტევესი(21), ლუკა ტონი(20), მაურო იკარდი(20)

კარლოს ტევესს "იუნაიტედის" მაისური ტარება უკვე გამოცდილი აქვს, უკან დაბრუნება კი არც მას და არც გულშემატკივარს არ სურს.

ლუკა ტონიმ, მოულოდნელად საოცარი სეზონი ჩაატარა, თუმცა მისი შესაძლო ვარიანტად განხილვა სისულელეა. გარდა იმისა, რომ იტალიელი უკვე 38 წლის არის, მას ვან გაალთან ცუდი ურთიერთობა აქვს. "ბაიერნში" გატარებულმა წლებმა მათ მებობრობას წერტილი დაუსვა.

სატრანსფერო ამბები: რომელი გოლეადორი უნდა გაიფორმონ "ეშმაკებმა"?


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რჩება მაურისიო იკარდი. 22 წლის არგენტინელს ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდა და მიუხედავად "ინტერის" წარუმატებლობისა, მან გრანდების ყურადღება მაინც მიიქცია. მან განაცხადა, რომ ძალიან სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ამჟამინდელი კლუბი კი, მომდევნო სეზონში, ამ სურვილს ვერანაირად ვერ აუსრულებს.

სახლთან ახლოს

20+ გოლი: სერხიო აგუერო(26), ჰარი კეინი(21), დიეგო კოშტა(20)

სერხიო და დიეგო შეგვიძლია სიიდან ახლავე ამოვშალოთ, რადგან ისინი "იუნაიტედის" უშუალო მეტოქეების რიგებს იცავენ, რომლებსაც მომავალ წელსაც სურთ "წითლების" უკან მოტოვება.

სატრანსფერო ამბები: რომელი გოლეადორი უნდა გაიფორმონ "ეშმაკებმა"?


გადმოვა ჰარი კეინი? "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისელი ტალანტის მიმართ ინტერესი ღიად დაადასტურა, თუმცა ერთი კარგი სეზონით განსჯა, შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ჰარიმ განაცხადა, რომ ბედნიერია ლონდონში და არსად წასვლას არ გეგმავს, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


რომელი თავდამსხმელი უნდა გაიფორმოს კლუბმა?

ანტონ გრიზმანი
კარლოს ბაკა
ალექს ლაკაზეტე
ჯექსონ მარტინესი
მაურო იკარდი
ჰარი კეინი

სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
31 მაი 2015 14:34
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გრიზმანს ალბათ ჩელსი დაითრევს. კეინი მოიყვანონ გაასწორებს
0
№2
ავტორი: GeorgeBest
31 მაი 2015 14:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი კეინია. ამაზე მაგარ ახალგაზრდას ვერ დაითრევენ და უკვე დაამტკიცა ყველაფერი. შეუძლია მაღალ დონეზე თამასი და ყველაფერი აქვს რაც გუნდს აკლია

ლაკაზეტეც კარგი ვარიანტია და კარგი მომავალი აქვს მაგ კაცს მარა პრემიერ ლიგიდან დაითრიონ
0
№3
ავტორი: Wardell
31 მაი 2015 14:40
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მარტინესი ან ბენტეკე დადონ, ბენტეკე უფრო წავა ალბათ იმიტორო 24ისაა და თან პრემიერ ლიგის კაცი, მარა ჯექსონაც ძაან კლასნია. ერთი ძალისმიერი და ჯანიენი გვინდა ვინმე.
0
№4
ავტორი: N10
31 მაი 2015 14:46
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
კრისტიან ბენტეკეე ყველაზე ნაგდი მეორე დიდიე დროგბაა notbad
0
№5
ავტორი: გაბადაძე
31 მაი 2015 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
აი გრიზმანი მევასება მაგრად და მგონია რო გაქაჩავს ეპლში და თუ დაითრევენ იმენა მაგრად გამისწორდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 მაი 2015 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მაინც კეინზე და ლაკაზეტზე გავაკეთებდი არჩევნას...
0
№7
ავტორი: abrama
31 მაი 2015 15:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
მე ყველას მაინც გრიზმანი მირჩევნია. იკარდიც მშვენიერი ვარიანტია
0
№8
ავტორი: glory man united
31 მაი 2015 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
არჩევანზე თუ მიდგა ლევანდოვსკი დაგვხატავს ზუსტად ისაა ვინც გვჭირდება მაგრამ მაგის შანსი არაა მგონი. ბენტეკე 30 მილიონად თუ მოგვცეს ვიყიდოთ
0
№9
ავტორი: rene harrison_
31 მაი 2015 16:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ოტამენდი, რემსი, ალვეში , ბენკეტე ან ლაკაზეტი. წამსვლელი უფრო მეტი უნდა იყოს ჩემი აზრით.

მომსვლელ თავდამსხმელებს რაც შეეხება მე მარტო ბენკეტეს დავიმატებდი და ჩიჩას გავუშვებდი. უილსონს ერთი წლით ნიუკასლში მეტი სატამაშო დროისთვის
0
№10
ავტორი: Memphis_Depay
31 მაი 2015 17:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ხალხო პრესაში იწერება ვან გაალი კავანის თრეულობსო და ... love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top