არგენტინელი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.
პორტუგალიელი ჟურნალისტის გონსალო ლოპესის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოსაა ნიკოლას გაიტანის ტრანსფერთან. შეთანხმება "იუნაიტედსა" და "ბენფიკას" შორის კი მომდევნო კვირას გამოცხადდება.
27-წლის ნახევარმცველის მომავალი, ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად უკავშირდება პრემიერ ლიგის ისეთ კლუბებს, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "ჩელსი". თუმცა, წყაროების თანახმად გაიტანი, რომელმაც "ბენფიკაში" კარგი თამაშით მთელ ევროპაში გაითქვა სახელი, საბოლოოდ "იუნაიტედის" მეორე შენაძენი გახდება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
არგენტინელი ვინგერი, ბოლო წლების განმავლობაში "კრეატიულ მანქანად" იქცა პორტუგალიური კლუბისთვის. ეჭვგარეშეა, რომ იგი "იუნაიტედის" მარცხენა ფლანგსაც გააძლიერებს და კლუბის შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად აამაღლებს.
გონსალო ლოპესმა ტვიტერზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
"შეთანხმება "ბენფიკასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მომდევნო კვირას გამოცხადდება.""წითელი ეშმაკები" მზად არიან ნახევარმცველში £21.2 მილიონი გადაიხადონ, თუმცა გაიტანის მოსვლამ შესაძლოა გაზარდოს სპეკულაციები დი მარიას მომავალთან დაკავშირებით, რადგან ორივე მათგანი ერთ პოზიციაზე ასპარეზობს. Daily Star-ის მტკიცებით, დი მარია შესაძლოა ლიგა 1-ში გადაბარგდეს და მომავალ სეზონში პსჟ-ს ღირსება დაიცვას.
წყაროს თანახმად, ვან გაალმა შესაძლოა ტრანსფერში პორტუგალიელი ვინგერი, ლუიშ ნანიც ჩართოს.
squawka.com