თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2015, 15:15
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2906,
კომენტარები: 17
ლოპესი: "შეთანხმება მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება"
არგენტინელი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.
ლოპესი:
პორტუგალიელი ჟურნალისტის გონსალო ლოპესის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოსაა ნიკოლას გაიტანის ტრანსფერთან. შეთანხმება "იუნაიტედსა" და "ბენფიკას" შორის კი მომდევნო კვირას გამოცხადდება.

27-წლის ნახევარმცველის მომავალი, ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად უკავშირდება პრემიერ ლიგის ისეთ კლუბებს, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "ჩელსი". თუმცა, წყაროების თანახმად გაიტანი, რომელმაც "ბენფიკაში" კარგი თამაშით მთელ ევროპაში გაითქვა სახელი, საბოლოოდ "იუნაიტედის" მეორე შენაძენი გახდება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

არგენტინელი ვინგერი, ბოლო წლების განმავლობაში "კრეატიულ მანქანად" იქცა პორტუგალიური კლუბისთვის. ეჭვგარეშეა, რომ იგი "იუნაიტედის" მარცხენა ფლანგსაც გააძლიერებს და კლუბის შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად აამაღლებს.

გონსალო ლოპესმა ტვიტერზე შემდეგი განცხადება გააკეთა: "შეთანხმება "ბენფიკასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მომდევნო კვირას გამოცხადდება."




"წითელი ეშმაკები" მზად არიან ნახევარმცველში £21.2 მილიონი გადაიხადონ, თუმცა გაიტანის მოსვლამ შესაძლოა გაზარდოს სპეკულაციები დი მარიას მომავალთან დაკავშირებით, რადგან ორივე მათგანი ერთ პოზიციაზე ასპარეზობს. Daily Star-ის მტკიცებით, დი მარია შესაძლოა ლიგა 1-ში გადაბარგდეს და მომავალ სეზონში პსჟ-ს ღირსება დაიცვას.

წყაროს თანახმად, ვან გაალმა შესაძლოა ტრანსფერში პორტუგალიელი ვინგერი, ლუიშ ნანიც ჩართოს.

squawka.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
29 მაი 2015 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
კარგია ტავის დროზე უნდა გვეყიდა და თან არამგონია 15ზე მეტი გადავიხადოთ 1 წელი დარჩა და კონტრაქტს არ ახანგრძლივებს ....


შეიძლება სულაც ნანიში გაცვალონ 15 აღარ ღირს ეგ კაცი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№12
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 20:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
და ამით ანხელი ჩანაცვლებას აპირებენო? ლუი თქვენ დევიდ მოიესი ხომ არ გგონიათ, ჟურნალისტებო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Wardell
29 მაი 2015 21:29
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რა გაიტანი ხო არ ჩააწეს? როცა ამაზე ლაპარაკი დაიწყო მაშინ არ მინდოდა და ეხლა ხო მითუმეტეს, ტიპი არგენტინის განაცხადშიც ვერ მოხვდა კოპა ამერიკისთვის :/
0
№14
ავტორი: dato321dato
29 მაი 2015 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Raghac armgonia amab rame qnas momaval wels.me mgonia ro depay gatynavs tavis poziciaze da arvis dautmobs da vfiqrob youngi momaval welsac kargad itamashebs da rac sheexeba di marias tu atamashda aramgonia konkurencia gauwion mara artamashobs raa tipi da tu arginda kobkretul gundshi tamashibda sheni guli parizshi fetqavs azric araqvs kobkurenciaze laparaks davam gaitanis yidvas nani daabrunon da tu ramea zamtarshive gaushvan
0
№15
ავტორი: REVIVO
29 მაი 2015 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მოგესალმებით,საკმაოდ კარგი და ბევრად უკეთესი იგროკია ვიდრე ჩვენი ნანიკო,ბენფიკაში ორივე კრაის თამაშობს და რატო მაინცდამაინც მანჩესტერში უნდა ითამაშოს მარცხნივ?????
0
№16
ავტორი: Best 7
29 მაი 2015 23:10
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Raat gvindaa eg chmorii/?
0
№17
ავტორი: Malboro463
30 მაი 2015 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეს კიდე ამომავალი ვარსკვლავია ხო?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top