თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2019, 10:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3450,
კომენტარები: 13
დანკან ედვარდსი - საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა
ინგლისური ფეხბურთის ტრაგედია.
დანკან ედვარდსი - საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა
ტრაგიკულად გარდაცვალებამდე ოთხი თვით ადრე დანკან ედვარდსმა ინგლისის ნაკრების რიგებში თავისი ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა კარდიფში "ნინიან პარკზე" უელსის წინააღმდეგ.

უელსის ნაკრების მწვრთნელმა და ამავდროულად "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯიმი მერფიმ ინგლისის ნაკრების თითოეული ფეხბურთელის სუსტი და ძლიერი მხარეები დაწვრილებით მიმოიხილა. თუმცა მერფის ედვარდსი არც კი უხსენებია. მაშინ "ნიუკასლის" თავდამსხმელმა რიგ დევისვა ხელი ასწია და იკითხა:

"და ედვარდსზე რას იტყვით?"

"უბრალოდ მისგან შორს დაიჭირე თავი. არ არსებობს რამე, რაც მის შეჩერებაში დაგვეხმარება",
- უპასუხა მერფიმ.

დანკანი შიშს ჰგვრიდა ყველას, ვინც მის თამაშს ხედავდა. ადრე გარდაცვალების გამო ის მუდამ ახალგაზრდად დაამახსოვრდათ, რის გამოც ნამდვილ მითიურ არსებას ჰგავს. მისი ლეგენდა მხოლოდ მცირე კინოქრონიკებისა და იმ ფეხბურთელთა მოთხრობების ხარჯზეა ცოცხალი, ვინც მის გვერდით თამაშობდა.

ერთხელ სერ ბობი ჩარლტონს სთხოვეს აღეწერა, თუ რამდენად კარგი იყო ედვარდსი, რაზეც მოედნისთვის შეხედვით უპასუხა: "დანკანი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომლისთვის შეხედვისას ვგრძნობდი, რომ სრულყოფილი არ ვიყავი. ის ყოველგვარ ეჭვგარეშე "ოლდ ტრაფორდზე" ოდესმე მოთამაშე ფეხბურთელთაგან საუკეთესო ფეხბურთელია. სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ, რომ აღვწერო. მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, ნებისმიერ მატჩში დომინირებდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ აწმყო დროში მის შესახებ ასე ცოტა მასალა გვაქვს, რათა ახალგაზრდებს ვუჩვენოთ".

ედვარდსი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანამდე კი "იუნაიტედში" 177 მატჩი ჩაატარა, 2 ჩემპიონატი, ინგლისის 3 ახალგაზრდული თასი მოიგო და ნაკრების მაისური 18-ჯერ მოირგო. დანკანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც პირველ დივიზიონში ოდესმე უთამაშია - 16 წელი და 184 დღე - და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მე-20 საუკუნეში ინგლისის ნაკრებში ითამაშა - 18 წელი და 183 დღე. მოგვიანებით, ეს 43 წლის განმავლობაში არსებული რეკორდი მაიკლ ოუენმა დაამხო.

თავისი მატჩების უმრავლესობა ედვარდსმა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა, სადაც შემტევ და დაცვით უნარებს დიდებულად ავლენდა.

"ის ერთად აღებული როი კინი და ბრაიან რობსონი იყო, ოღონდ უკეთესი ფიზიკური აღნაგობით", - აღწერს ედვარდსის ყოფილი თანაგუნდელი უილფ მაკჰინესი. "შეეძლო ეთამაშა თავდამსხმელად, პლეიმეიქერად და მცველადაც კი, რაც ხელს არ უშლიდა მოედანზე საუკეთესო ყოფილიყო. როცა ბურთი ჩვენ გვქონდა, საუკეთესო შემქმნელი იყო, როცა მოწინააღმდეგეს, საუკეთესი მცველი".

"ფეხბურთელთა უმრავლესობა ცალკეულ კრიტერიუმშია კარგი, დანკანს კი ყველაფერი ჰქონდა", - მოგვითხრობს ჩარლტონი. "პირველივე შეხედვით მივხვდი, რამდენად კარგი იყო. როცა კლუბში მოვედი, დუნკანი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ისეთ რამეს აკეთებდა, რაც მე არ შემეძლო".

დანკან ედვარდსი - საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა


1958 წელს "იუნაიტედი" ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში "ბელგრადთან" 3:3 თამაშის შემდეგ. ბელგრადელთა ფეხბურთელმა დრაგოსლავ სეგურალაცმა კი დანკანის შესახებ ასე განაცხადა: "შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".

ბელგრადიდან დაბრუნებისას თვითმფრინავი მიუნხენში საწვავის ჩასასხმელად დაჯდა. თოვლისა და წვიმის გამო თვითმფრინავმა ორჯერ სცადა აფრენა, მოთამაშეები კი ტერმინალში დაბრუნდნენ. შიგნით შესულმა ედვარდსმა გაიფიქრა, რომ ღამით იქ დარჩებოდნენ და მისის დორმანს ტელეგრამა გაუგზავნა: "ყველა ფრენა გადაიდო. ხვალ ჩამოვფრინდებით. დანკანი".

მაგრამ თვითმფრინავის კაპიტანმა აფრენა ბოლოჯერ სცადა, რაც 23 ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, 7 მათგანი კი დანკანის მეგობრები იყვნენ.

ედვარდსმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც 15 დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს.

ავარიის პირველ დღეებში ჯიმი მერფი "იუნაიტედის" მეკარე გარი გრეგთან ერთად ედვარდსის საწოლთან მივიდა, სადაც მოესმათ: "როცა "ვულვერჰემპტონთან" მატჩი დაიწყება, არ უნდა გამოვტოვო". მერფი მისკენ დაიხარა და უჩურჩულა: "სამ საათზე, შვილო".

გონს მოსულმა ედვარდსმა ერთხელ "რეალ მადრიდის" მიერ ნაჩუქარი ოქროს საათი ითხოვა. მერფიმ გატეხილი საათის აღდგენა მოახერხა და პატრონს დაუბრუნა, რომელმაც დანკანს ხანმოკლე, მაგრამ მაინც ბედნიერება მიანიჭა.

21 თებერვალს, 2:15 საათზე დანკანი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. "სიკვდილი მრავალჯერ მინახავს, მაგრამ ასეთი არასოდეს...", - თქვა ედვარდსის ერთ-ერთმა ქირურგმა. "ამდენი წლის მუშაობის განმავლობაში არც ერთხელ მინახავს, რომ საავადმყოფოს პერსონალი ასეთი იმედგაცრუებული ყოფილოყო. ეს ბიჭი ისეთი ახალგაზრდა, ისეთი ძლიერი, ისეთი მამაცი იყო... სამწუხაროდ, შანსი არ ჰქონდა".

წიგნ The Day A Team Died-ის ავტორი ფრენკ ტეილორი იხსენებს: "დანკანის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მითხრა: "შეიძლება ასე უკეთესია. ექიმმა თქვა, რომ თუ გადარჩება, სამუდამოდ ინვალიდის ეტლს უნდა მიეჯაჭვოს. დანკანი ამას ვერ გაუძლებდა. ახლა კი, ყოველთვის მემახსოვრება ისე, როგორც საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა".
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 მაი 2015 22:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მადლობა დუმბოს ამ სიახლისთვის love
0
№2
ავტორი: Esi
28 მაი 2015 22:21
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოოოლ ავტორ, ნამდვილად საინტერესო იყო love
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 მაი 2015 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დამბურძგლა დედას ვფიცავარ მიუხედავად იმისა, რომ დანკანის ისტორია ასე თუ ისე ვიცოდი. არ აქვს აზრი ვის გულშემატკივრობ, უბრალოდ ის რაც ამ ბიჭებს გადახდათ ყველასათვის გულის შემაძრწუნებელი ამბავია. მართლა სამწუხაროა როცა 21 წლის ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი გარდაიცვლება.... ეს მანჩესტერია, ესეთი ისტორიები მხოლოდ მანჩესტერს აქვს, ესეთი ფეხბურთელები მხოლოდ მანჩესტერში თამაშობენ და ესეთი გუნდი მხოლოდ მანჩესტერია...

მადლობა რა თქმა უნდა დუმბოს hi2
1
№4
ავტორი: AkkRed
28 მაი 2015 23:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რომ არა ეს ტრაგედია ვინ იცის ახლა ჩარლტონის გვერდით კიდევ რამდენი ლეგენდა დაამშვენებდა
0
№5
ავტორი: makaveli
28 მაი 2015 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
https://www.youtube.com/watch?v=pr75rgusNJU


ვისაც გაინტერესებთ უყურეთ მოკლე ვიდეო დანკან ედვარდზე: გოლები!
0
№6
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 09:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ექიმის სიტყვებს ვეთანხმები. ნაადრევი გარდაცვალების სურვილი არავის აქვს, მაგრამ როცა უდიდესი პოტენციალი გქონდა, საყვარელ საქმეს კარგად აკეთებდი და მერე ვალდებული ხარ მას თავი დაანებო, თანაც ისე, რომ ხედავდე სხვები როგორ თამაშობენ და შენ ზიხარ ეტლს მიჯაჭვული, ადრე თუ გვიან ჭკუიდან შეგშლის. მთელი ცხოვრება დაიტანჯები. ასე კი წარმოდგენაში გვეყოლება, როგორც ვერ შემდგარი ლეგენდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 10:30
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
თვითმფრინავის კაპიტანმა აფრენა ბოლოჯერ სცადა, რაც 23 ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა,


აი რატო, რატო 3d_6 ყველაზე დასანანი მომენტი, როცა ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდებოდა მე3-ედ რო არ აფრენილიყვნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: Mufc7
29 მაი 2015 14:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"უბრალოდ მისგან შორს დაიჭირე თავი. არ არსებობს რამე, რაც მის შეჩერებაში დაგვეხმარება", - უპასუხა მერფიმ.

3d_6
დამბურძგლა მეც მართლა კითხვისას...
მადლობა, რომ გვახსენებთ ისტორიას. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი გუნდის ისტორიის ნაწილები არიან. მადლობა, RojoDiablo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: temo-scholes
6 თებერვალი 2019 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
დუმბო მადლობა შენ იმისთვის, რომ ბრძოლობ ჩვენი ეს დიდი ისტორია დავიწყებას არ მიეცეს არცერთი წუთით!
0
№10
ავტორი: რეალისტი
6 თებერვალი 2019 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
აბა როგორ ხართ? დაგიბრუნდით დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, და უმაგრესი სატატია დამხვდა რაზეც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როხოს ბრავო!
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top