თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2019, 10:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3467,
კომენტარები: 13
დანკან ედვარდსი - საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა
ინგლისური ფეხბურთის ტრაგედია.
დანკან ედვარდსი - საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა
ტრაგიკულად გარდაცვალებამდე ოთხი თვით ადრე დანკან ედვარდსმა ინგლისის ნაკრების რიგებში თავისი ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა კარდიფში "ნინიან პარკზე" უელსის წინააღმდეგ.

უელსის ნაკრების მწვრთნელმა და ამავდროულად "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯიმი მერფიმ ინგლისის ნაკრების თითოეული ფეხბურთელის სუსტი და ძლიერი მხარეები დაწვრილებით მიმოიხილა. თუმცა მერფის ედვარდსი არც კი უხსენებია. მაშინ "ნიუკასლის" თავდამსხმელმა რიგ დევისვა ხელი ასწია და იკითხა:

"და ედვარდსზე რას იტყვით?"

"უბრალოდ მისგან შორს დაიჭირე თავი. არ არსებობს რამე, რაც მის შეჩერებაში დაგვეხმარება",
- უპასუხა მერფიმ.

დანკანი შიშს ჰგვრიდა ყველას, ვინც მის თამაშს ხედავდა. ადრე გარდაცვალების გამო ის მუდამ ახალგაზრდად დაამახსოვრდათ, რის გამოც ნამდვილ მითიურ არსებას ჰგავს. მისი ლეგენდა მხოლოდ მცირე კინოქრონიკებისა და იმ ფეხბურთელთა მოთხრობების ხარჯზეა ცოცხალი, ვინც მის გვერდით თამაშობდა.

ერთხელ სერ ბობი ჩარლტონს სთხოვეს აღეწერა, თუ რამდენად კარგი იყო ედვარდსი, რაზეც მოედნისთვის შეხედვით უპასუხა: "დანკანი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომლისთვის შეხედვისას ვგრძნობდი, რომ სრულყოფილი არ ვიყავი. ის ყოველგვარ ეჭვგარეშე "ოლდ ტრაფორდზე" ოდესმე მოთამაშე ფეხბურთელთაგან საუკეთესო ფეხბურთელია. სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ, რომ აღვწერო. მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, ნებისმიერ მატჩში დომინირებდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ აწმყო დროში მის შესახებ ასე ცოტა მასალა გვაქვს, რათა ახალგაზრდებს ვუჩვენოთ".

ედვარდსი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანამდე კი "იუნაიტედში" 177 მატჩი ჩაატარა, 2 ჩემპიონატი, ინგლისის 3 ახალგაზრდული თასი მოიგო და ნაკრების მაისური 18-ჯერ მოირგო. დანკანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც პირველ დივიზიონში ოდესმე უთამაშია - 16 წელი და 184 დღე - და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მე-20 საუკუნეში ინგლისის ნაკრებში ითამაშა - 18 წელი და 183 დღე. მოგვიანებით, ეს 43 წლის განმავლობაში არსებული რეკორდი მაიკლ ოუენმა დაამხო.

თავისი მატჩების უმრავლესობა ედვარდსმა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა, სადაც შემტევ და დაცვით უნარებს დიდებულად ავლენდა.

"ის ერთად აღებული როი კინი და ბრაიან რობსონი იყო, ოღონდ უკეთესი ფიზიკური აღნაგობით", - აღწერს ედვარდსის ყოფილი თანაგუნდელი უილფ მაკჰინესი. "შეეძლო ეთამაშა თავდამსხმელად, პლეიმეიქერად და მცველადაც კი, რაც ხელს არ უშლიდა მოედანზე საუკეთესო ყოფილიყო. როცა ბურთი ჩვენ გვქონდა, საუკეთესო შემქმნელი იყო, როცა მოწინააღმდეგეს, საუკეთესი მცველი".

"ფეხბურთელთა უმრავლესობა ცალკეულ კრიტერიუმშია კარგი, დანკანს კი ყველაფერი ჰქონდა", - მოგვითხრობს ჩარლტონი. "პირველივე შეხედვით მივხვდი, რამდენად კარგი იყო. როცა კლუბში მოვედი, დუნკანი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ისეთ რამეს აკეთებდა, რაც მე არ შემეძლო".

დანკან ედვარდსი - საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა


1958 წელს "იუნაიტედი" ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში "ბელგრადთან" 3:3 თამაშის შემდეგ. ბელგრადელთა ფეხბურთელმა დრაგოსლავ სეგურალაცმა კი დანკანის შესახებ ასე განაცხადა: "შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".

ბელგრადიდან დაბრუნებისას თვითმფრინავი მიუნხენში საწვავის ჩასასხმელად დაჯდა. თოვლისა და წვიმის გამო თვითმფრინავმა ორჯერ სცადა აფრენა, მოთამაშეები კი ტერმინალში დაბრუნდნენ. შიგნით შესულმა ედვარდსმა გაიფიქრა, რომ ღამით იქ დარჩებოდნენ და მისის დორმანს ტელეგრამა გაუგზავნა: "ყველა ფრენა გადაიდო. ხვალ ჩამოვფრინდებით. დანკანი".

მაგრამ თვითმფრინავის კაპიტანმა აფრენა ბოლოჯერ სცადა, რაც 23 ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, 7 მათგანი კი დანკანის მეგობრები იყვნენ.

ედვარდსმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც 15 დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს.

ავარიის პირველ დღეებში ჯიმი მერფი "იუნაიტედის" მეკარე გარი გრეგთან ერთად ედვარდსის საწოლთან მივიდა, სადაც მოესმათ: "როცა "ვულვერჰემპტონთან" მატჩი დაიწყება, არ უნდა გამოვტოვო". მერფი მისკენ დაიხარა და უჩურჩულა: "სამ საათზე, შვილო".

გონს მოსულმა ედვარდსმა ერთხელ "რეალ მადრიდის" მიერ ნაჩუქარი ოქროს საათი ითხოვა. მერფიმ გატეხილი საათის აღდგენა მოახერხა და პატრონს დაუბრუნა, რომელმაც დანკანს ხანმოკლე, მაგრამ მაინც ბედნიერება მიანიჭა.

21 თებერვალს, 2:15 საათზე დანკანი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. "სიკვდილი მრავალჯერ მინახავს, მაგრამ ასეთი არასოდეს...", - თქვა ედვარდსის ერთ-ერთმა ქირურგმა. "ამდენი წლის მუშაობის განმავლობაში არც ერთხელ მინახავს, რომ საავადმყოფოს პერსონალი ასეთი იმედგაცრუებული ყოფილოყო. ეს ბიჭი ისეთი ახალგაზრდა, ისეთი ძლიერი, ისეთი მამაცი იყო... სამწუხაროდ, შანსი არ ჰქონდა".

წიგნ The Day A Team Died-ის ავტორი ფრენკ ტეილორი იხსენებს: "დანკანის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მითხრა: "შეიძლება ასე უკეთესია. ექიმმა თქვა, რომ თუ გადარჩება, სამუდამოდ ინვალიდის ეტლს უნდა მიეჯაჭვოს. დანკანი ამას ვერ გაუძლებდა. ახლა კი, ყოველთვის მემახსოვრება ისე, როგორც საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა".
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2019 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Madloba avtors madloba geficebi ramdenjerme Wavikitxe da yvela wakitxvaze martla jruanteli mivlidaa:((
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
6 თებერვალი 2019 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საუკეთესო რამ, რაც ინგლისურ ფეხბურთს შეემთხვა love
0
№13
ავტორი: LASHQARA
6 თებერვალი 2019 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რომ ვკითხულობდი მომინდა იმ დროში მეცხოვრა, როცა ის თამაშობდა ფეხბურთს, ვმჯდარიყავი ტრიბუნაზე და თვალი მდევნებინა მისი თამაშისთვის, მსგავსი დახასიათება არცერთი ფეხბურთელის მიმართ არ მსმენია love მადლობა ღმერთს რომ ესეთი ადამიანები არსებობენ love ავტორს მადლობა ამ საინტერესო და ძალიან ღრმა გრძნობის მომცველი სტატიისთვის... love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top