თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2015, 18:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2662,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" დე ხეას ბენზემაში გაცვლის
დავიდ დე ხეას სხვა ფეხბურთელის გადასაბირებლად გამოიყენებენ.
კარიმ ბენზემას სახით ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" გოლის გატანის პრობლემის აღმოფხვრის საშუალებას ხედავს. თუ "იუნაიტედი" დაახლოებით 40 მლნ. ფუნტის გადახდას მოისურვებს, შეუძლია კონკურენცია "არსენალს" გაუწიოს.

"იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა, რომელიც 30 მლნ. ფუნტად ფასდება, შესაძლოა მოლაპარაკებაში ჩართონ. მიუხედავად იმისა, რომ ბენზემამ გასულ წელს ახალ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი მადრიდულ კლუბთან, კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ მისი მომავალი ბუნდოვანია.

რაფაელ ბენიტესი, რომელიც "ნაპოლის" ზაფხულს ტოვებს კარლო ანჩელოტის შემცვლელად მივა და "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი ეჭვქვეშ დადგება, რაც ვან გაალს ბენზემას შეძენაში უნდა დაეხმაროს.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე 2014/15 წლების სეზონში ჩატარებული 46 მატჩი, 22 გოლი და 10 საგოლე გადაცემა ირიცხება.

ლუი ვან გაალს კი სწორედ ისეთი ფორვარდი სჭირდება, რომელიც სეზონში მინიმუმ 20 გოლს იტანს, რადგან "იუნაიტედის" მთავარი მიზანი მომდევნო წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა იქნება. უეინ რუნიმ, რობინ ვან პერსიმ, რადამელ ფალკაომ და ჯეიმს უილსონმა კი გასულ სეზონში საერთო ჯამში მხოლოდ 26 გოლი გაიტანეს.

კოლუმბიელი ფორვარდი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ "მონაკოში" დაბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედს" მინიმუმ ერთი ახალი ტოპ-კლასის ფორვარდი სჭირდება, ხოლო თუ რობინ ვან პერსიც გადაბარგდება სხვა კლუბში, მაშინ თავდამსხმელთა საჭიროების რიცხვი შესაძლოა ორამდე გაიზარდოს.

წყარო: guardian
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Daley Blind
28 მაი 2015 18:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
Perfect ! :დდდ (მადრიდისტა ^.^)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№2
ავტორი: RojoDiablo
28 მაი 2015 18:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლუი ვან გაალს კი სწორედ ისეთი ფორვარდი სჭირდება, რომელიც სეზონში მინიმუმ 20 გოლს იტანს,


ესპანური გუნდების კარში, თანაც "რეალის" შემადგენლობაში 20 გოლის გატანა სეზონში გაცილებით იოლია, ვიდრე ინგლისში და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოვა ჩვენთან და იგივე შედეგი ექნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: rene harrison_
28 მაი 2015 18:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ბენზემა კლასიანი თავდამსხმელია და მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებდა
0
№4
ავტორი: Rooni
28 მაი 2015 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Magrad arminda esmanchestershi amas invalidi persi mirchevnia
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 მაი 2015 19:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
აფსაიტაა იმენა. რაღაცნაირად არ მინდა
0
№6
ავტორი: N10
28 მაი 2015 19:26
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
მაგრა დაგვხატავს ეს ერთერთი საუკეთესო ცენტრ ფორვარდია ჩემი აზრიტ რონალდოს ფონზე კი რომ 22 გოლი აქვს გატანილი ძაან კარგი შედეგი აქვს და ინგლისშიც არ უნდა გაუჭირდეს ამის ფიზიკური მონაცემებისდა გამო
0
№7
ავტორი: Manchester_M
28 მაი 2015 19:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ღლეური ჭორები ?

ფეისბუქზე ვნახე გაიტანი იყიდა მანჩესტერმაო და მართალია ?
0
№8
ავტორი: GeorgeBest
28 მაი 2015 19:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა ცუდი სიახლეა wink wink
0
№9
ავტორი: A.HERRERA
28 მაი 2015 20:27
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
N10,
ჩემი სათქმელი თქვი ძმაო
0
№10
ავტორი: Malboro463
28 მაი 2015 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
კარგი ვარიანტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top