დავიდ დე ხეას სხვა ფეხბურთელის გადასაბირებლად გამოიყენებენ.
კარიმ ბენზემას სახით ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" გოლის გატანის პრობლემის აღმოფხვრის საშუალებას ხედავს. თუ "იუნაიტედი" დაახლოებით 40 მლნ. ფუნტის გადახდას მოისურვებს, შეუძლია კონკურენცია "არსენალს" გაუწიოს.
"იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა, რომელიც 30 მლნ. ფუნტად ფასდება, შესაძლოა მოლაპარაკებაში ჩართონ. მიუხედავად იმისა, რომ ბენზემამ გასულ წელს ახალ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი მადრიდულ კლუბთან, კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ მისი მომავალი ბუნდოვანია.
რაფაელ ბენიტესი, რომელიც "ნაპოლის" ზაფხულს ტოვებს კარლო ანჩელოტის შემცვლელად მივა და "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი ეჭვქვეშ დადგება, რაც ვან გაალს ბენზემას შეძენაში უნდა დაეხმაროს.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე 2014/15 წლების სეზონში ჩატარებული 46 მატჩი, 22 გოლი და 10 საგოლე გადაცემა ირიცხება.
ლუი ვან გაალს კი სწორედ ისეთი ფორვარდი სჭირდება, რომელიც სეზონში მინიმუმ 20 გოლს იტანს, რადგან "იუნაიტედის" მთავარი მიზანი მომდევნო წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა იქნება. უეინ რუნიმ, რობინ ვან პერსიმ, რადამელ ფალკაომ და ჯეიმს უილსონმა კი გასულ სეზონში საერთო ჯამში მხოლოდ 26 გოლი გაიტანეს.
კოლუმბიელი ფორვარდი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ "მონაკოში" დაბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედს" მინიმუმ ერთი ახალი ტოპ-კლასის ფორვარდი სჭირდება, ხოლო თუ რობინ ვან პერსიც გადაბარგდება სხვა კლუბში, მაშინ თავდამსხმელთა საჭიროების რიცხვი შესაძლოა ორამდე გაიზარდოს.
წყარო:
guardian