თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2015, 21:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2832,
კომენტარები: 11
"ტრანსფერებზე არდადეგებზე ვიმუშავებ"
ლუი ვან გაალი დასვენებას არ აპირებს.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ არდადეგებს "პორტუგალიის სამოთხეში" გაატარებს, თუმცა ედ ვუდვორდთან მუდმივი კონტაქტი ექნება.

"იუნაიტედი" შაბათს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს და ამით ვან გაალის სამწვრთნელო ვალდებულებები მიმდინარე სეზონში ამოიწურება.

მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლუიმ განაცხადა, რომ დასვენებისგან სიამოვნებას მიიღებს: "დიახ, მატჩის შემდეგ აღსანიშნავად დავლევთ, შემდეგ კი აღდგენის დღე გვექნება, მერე კი ერთმანეთს გამოვეთიშებით. ყველა ფერხბურთელი თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად წავა, მე კი პორტუგალიაში ჩემს სამოთხეში დავისვენებ."

როცა ჰკითხეს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სატრანსფერო პროცესი ედ ვუდვორდს ჩაბარდებოდა თუ არა, ვან გაალმა სწრაფად ახსნა: "არა, ედს არა, რადგან არსებობს ტელეფონი და კომპიუტერი, ამიტომ ყოველთვის კონტაქტზე ვიქნებით. როგორც მენეჯერს, არდადეგები არასდროს გექნება, მაგრამ მე უკეთეს კლიმატში ვიქნები, ვიდრე მანჩესტერშია. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ!"

ვან გაალმა დავიდ დე ხეას დარჩენისადმი რწმენაც გამოხატა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა მას თითქმის "რეალის" ფეხბურთელად თვლის.

როცა ჰკითხეს, დე ხეას წასვლის შემთხვევაში ვიქტორ ვალდესი იქნებოდა თუ არა "იუნაიტედის" პირველი მეკარე, ლუიმ უპასუხა: "ჯერ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, წავა თუ არა დე ხეა, დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ.

ჯერ კიდევ მჯერა, რომ დე ხეა დარჩება. მინდა "ჰალ სიტის" წინააღმდეგ დე ხეამ ითამაშოს, რადგან მინდა უძლიერესი გუნდი მყავდეს, დავიდი კი ჩემს უძლიერეს გუნდში შედის."


ვან გაალი უკვე ესაუბრა იმ ფეხბურთელებს, ვინც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. თუმცა ლუიმ იუარა მათი გვარების დასახელება.

"იცით, რომ მათ ვესაუბრე - მატჩის შემდეგ აღსანიშნავად დავლევთ. დალაპარაკებისთვის ორშაბათი დღეც მექნება. ამ კვირაში რამდენიმე მოთამაშეს ვესაუბრე. მაგრამ უნდა მოიცადოთ და ნახავთ, ვინ დარჩება და ვინ წავა."

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2015 21:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ცხელი ზაფხული გველოდება. მოსასვლელიც ბევრია და წასასვლელი უფრო მეტი. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და სასურველ მოთამაშეებს მოვიყვანთ. წელს უფრო ადვილი უნდა იყოს ეს, მაგრამ დე ხეას საქმე ან მისი შემცვლელის პოვნა ნომერ პირველი მისია უნდა იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: love united
22 მაი 2015 22:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ბალასტისგან მაქსიმალურად უნდა გაიწმინდოს გუნდი. ტრანსფერები რომ ოხრად იქნება მაგაში დარწმუნებული ვარ.
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 მაი 2015 22:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ძალიან საინტერესო ზაფხული გველის ნამდვილად.
ყველაზე მეტად ვინც მინდა რომ წავიდეს არის ევანსი
ყველაზე მეტად ვინც მინდა რომ მოვიდეს არის ჰუმელსი
manunited
0
№4
ავტორი: Wardell
22 მაი 2015 23:00
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
სწორია რასაც ამბობს, სხვა გუნდებს უნდა ვცეთ პატივი, ნუ ამ შემთხვევაში მარტო ნიუკასლს, იგივე გააკეთა "ჩელსიმ" და გაგვინაღდა ოთხეული "ლივერპულთან" აღებული ფრით, მაგრამ მე მაინც მინდოდა ახალგაზრდებისთვის მიეცა შანსი და საჩუქარივით გაეკეთებინა, რო მოიგეს.

წასვლა მოსვლას რაც შეეხება, წამსვლელეთა სიაც დიდია და ლაბათ მომსვლელთა სიაც, მაგრამ სადაც საჭიროა იმ პოზიციებზე უნდა მოიყვანონ ხალხი და არა დუბლიორები და ასე შემდეგ.
0
№5
ავტორი: bziki
23 მაი 2015 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იანგი ფელაინი არიან თავსატეხები დარჩენით ალბათ დარჩებიან მაგრამ ძირითადზე აქვთ პრეტენზია თან ორივეს 2-3 პოზიციაზე შეუძლიათ თამაში
კაი თავის ტკივილები არიან
0
№6
ავტორი: temo-scholes
23 მაი 2015 07:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
nu itokshi valensia gaushvit ra pabracki... Dalshe kide iqneba rame... Albat rafaelsac gaushvebs rac yvelaze metad gamitydeba ra...
0
№7
ავტორი: red devil
23 მაი 2015 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რავი ძაან გამიხარდრება დეხეას დარცჰენა და ვინმე მაღალი დონის მცველის პოვნა
0
№8
ავტორი: GeorgeBest
23 მაი 2015 13:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აუ ეს კიდე დალევაზე ფიქრობს? wink wink

ჯერ კიდევ მჯერა, რომ დე ხეა დარჩება


ნელ ნელა ეგ იმედი გამიქრა უკვე. აქამდე რატო არ დათანხმდა კონტრაქტს areyoukiddingme
0
№9
ავტორი: chudikone
23 მაი 2015 15:25
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პათოლოგი გვყავს მწვრთვნელად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Best 7
23 მაი 2015 15:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დე ხეა არ უნდა წავიდეს! კარიერა ჩვენთან მინდა რო დაასრულოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top