თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2015, 21:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2835,
კომენტარები: 11
"ტრანსფერებზე არდადეგებზე ვიმუშავებ"
ლუი ვან გაალი დასვენებას არ აპირებს.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ არდადეგებს "პორტუგალიის სამოთხეში" გაატარებს, თუმცა ედ ვუდვორდთან მუდმივი კონტაქტი ექნება.

"იუნაიტედი" შაბათს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს და ამით ვან გაალის სამწვრთნელო ვალდებულებები მიმდინარე სეზონში ამოიწურება.

მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლუიმ განაცხადა, რომ დასვენებისგან სიამოვნებას მიიღებს: "დიახ, მატჩის შემდეგ აღსანიშნავად დავლევთ, შემდეგ კი აღდგენის დღე გვექნება, მერე კი ერთმანეთს გამოვეთიშებით. ყველა ფერხბურთელი თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად წავა, მე კი პორტუგალიაში ჩემს სამოთხეში დავისვენებ."

როცა ჰკითხეს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სატრანსფერო პროცესი ედ ვუდვორდს ჩაბარდებოდა თუ არა, ვან გაალმა სწრაფად ახსნა: "არა, ედს არა, რადგან არსებობს ტელეფონი და კომპიუტერი, ამიტომ ყოველთვის კონტაქტზე ვიქნებით. როგორც მენეჯერს, არდადეგები არასდროს გექნება, მაგრამ მე უკეთეს კლიმატში ვიქნები, ვიდრე მანჩესტერშია. ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ!"

ვან გაალმა დავიდ დე ხეას დარჩენისადმი რწმენაც გამოხატა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა მას თითქმის "რეალის" ფეხბურთელად თვლის.

როცა ჰკითხეს, დე ხეას წასვლის შემთხვევაში ვიქტორ ვალდესი იქნებოდა თუ არა "იუნაიტედის" პირველი მეკარე, ლუიმ უპასუხა: "ჯერ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, წავა თუ არა დე ხეა, დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ.

ჯერ კიდევ მჯერა, რომ დე ხეა დარჩება. მინდა "ჰალ სიტის" წინააღმდეგ დე ხეამ ითამაშოს, რადგან მინდა უძლიერესი გუნდი მყავდეს, დავიდი კი ჩემს უძლიერეს გუნდში შედის."


ვან გაალი უკვე ესაუბრა იმ ფეხბურთელებს, ვინც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. თუმცა ლუიმ იუარა მათი გვარების დასახელება.

"იცით, რომ მათ ვესაუბრე - მატჩის შემდეგ აღსანიშნავად დავლევთ. დალაპარაკებისთვის ორშაბათი დღეც მექნება. ამ კვირაში რამდენიმე მოთამაშეს ვესაუბრე. მაგრამ უნდა მოიცადოთ და ნახავთ, ვინ დარჩება და ვინ წავა."

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
24 მაი 2015 09:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია მინიმუმ 8 კაცი წავა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top