თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2015, 09:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2897,
კომენტარები: 12
"იუნაიტედმა" სტერლინგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედს" რაჰიმ სტერლინგის შეძენა სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რაჰიმ სტერლინგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა, თუმცა "ლივერპულისგან" უარი მიიღო.

მიმდინარე კვირაში ოფიციალურად დადასტურდა, რომ 20-წლის ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. პარასკევს, "ლივერპულის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კი რაჰიმი კლუბის დატოვების სურვილს საბოლოოდ დაადასტურებს.

აქამდე, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" იჩენდნენ, თუმცა Liverpool Echo ირწმუნება, რომ დაინტერესებულ კლუბთა რიცხვს "იუნაიტედიც" შეუერთდა.

მეტიც, "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისელის ხელმისაწვდომობის თაობაზე შეთავაზებაც კი გააკეთეს, მაგრამ პასუხად მიიღეს, რომ სტერლინგი "არ იყიდება".

ახალგაზრდა ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ორი წელი კიდევ რჩება, ამიტომ "ლივერპულს" შეუძლია საკუთარ პოზიციაზე მყარად დადგეს - მაისში "მერსეისაიდელების" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ სტერლინგი ზაფხულს არსად წავა, თუნდ ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც "ლივერპულიდან" პირდაპირი ტრანსფერით გადავიდა "იუნაიტედში", ფილ ჩისნოლია და ეს 1946 მოხდა. თუმცა ლუი ვან გაალმა ორ კლუბს შორის არსებული რთული დამოკიდებულება გვერდზე გადადო და ფეხბურთელის შეძენა ისურვა.

წყარო: theguardian
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 მაი 2015 09:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვან გაალი ჰოლანდიელების და ვინგერების კლუბს ქმნის? sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 მაი 2015 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ მჯერა მე რომ იუნაიტედს სტერლინგი უნდოდა. რაც არ უნდა იყოს ლუზერებიდან არავინ არ მინდა!!!
0
№3
ავტორი: Ferguson
21 მაი 2015 09:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
რა სისულელეაააა, 100%იანი ჭორი, ვის რად უნდა ეგ ქათამი, მითუმეტეს ჩვენ, ნანი ბრუნდება ხალხოოო, სტერლინგი არა ალენი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№4
ავტორი: chudikone
21 მაი 2015 10:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: ვახო ( G G M U)
არ მჯერა მე რომ იუნაიტედს სტერლინგი უნდოდა. რაც არ უნდა იყოს ლუზერებიდან არავინ არ მინდა!!!

2 წლის წინ თქვა თვითონ სტერლინგმა რომ იუნაიტედის ფანი ვარ ბავშვობიდანო და თუ ხელმისაწდომია რატომაც არ უნდა დავიმატოთ ? იანუზაის აღარ ჯობია ? და მეორე, ევერტონის სიყვერულში აღზრდილი რუნი ვიყიდეთ და ჩვენი კაპიტანია დღეს.. მგონი ყველაფერი ნათქვამია ხო ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: AkkRed
21 მაი 2015 11:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
chudikone,

proud of you.


ტიპი გაქანებული მანჩესტერის ფანია და რატომ არ უნდა დავიმატოთ?
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 მაი 2015 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
chudikone,
დაჩი ევერტონი და ლივერპული არ განსხვავდება??? belay
რავიცი ყველას თავისი აზრი აქვს, მე პირადად არ მხიბლავს ეგ ფეხბურთელი. შეიძლება იანუზაის ჯობია, მაგრამ ფეხბურთელს რომელსაც ლუზერების ფორმით ნახავ მერე ძნელია, რომ იგივე ფეხბურთელი იუნაიტედის მაისურით ვნახო.

"უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც "ლივერპულიდან" პირდაპირი ტრანსფერით გადავიდა "იუნაიტედში", ფილ ჩისნოლია და ეს 1 9 4 6 წელს მოხდა."- ჩემ სიტყვებს ეს პატარა დეტალიც ადასტურებს smile
0
№7
ავტორი: Wardell
21 მაი 2015 12:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
პირდაპირ ტრანსფერი და არაპირდაპირი რა შუაშია? ოუენიც იყო ლივერპულის ფეხბურთელი და ერთ-ერთ ლეგენდად თვლიან, მაგრამ კი იყო ჩვენთან და 7-იანიც მივეცით. უბრალოდე მე ვერ ვხვდები რატო უნდა გვყავდეს ამდენი ფლანგის ფეხბურთელი გუნდში, თორემ არანაირი დისკომფორტი არ მექმნება სად აქ ნათამაშები, მთავარია კარგი ფეხბურთელი იყოს. მითუმეტეს წელს ძალიან დიდი რეგრესი აქვს და მომენტების დასრულება არ იცის. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ვერ მიგვიხედია და კიდე 20 წლის ბიჭი გვინდა თანაც ფლანგზე? რავიცი რავიცი.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
21 მაი 2015 14:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მანჩესტერის ფანი არა ის areyoukiddingme

რაც არ უნდ აიყოს მაგარი ნიჭიერი ტიპია, უბრალოდ იმდენს აფასებენ ამას რო საერთოდ არ ღირს. იანუზაის ან აჯობებს და ან არა, ამანაც სერიოზულად მოუკლო ბოლო თამაშებში და იანუზაის მეტს კი არაფერს ვემდურით. უკვე შემდგარი ფეხბურთელია, ბევრი შეუძლია მარა არამგონია გადმოვიდეს. რეალი თუ დაითრევს მინიმუმ 50 მილიონად და ამაშინ 20-ზე მეტი არც უნდა გადაიხადო. რითია ეს დეპაიზე მეტი
0
№9
ავტორი: Mufc7
21 მაი 2015 15:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
მეც ''მანჩესტერის'' გაქანებული ფანი ვარ და დამიმატონ foreveralonehappy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Malboro463
21 მაი 2015 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
დეპაი ერტი წლით უფროსია ამაზე შარშანდელი სეზონი გაიხსენეთ 20 წლის ასაკში რას თამშობდა წელს მოყმატა პრემიერ ლიგაში კიდე რას იზამს ისიც მოსაკითხია. ამ კაცმა კიდე დამტკიცა რაც შეუძლია თან ინგლისში
მომენტის დასრულება არ იცისო ეგ ჭიპიდან არავის დაყოლია ისწავლის


იანუზაის კიდე ეს ბევრად ჯობია. ბეილზე მეტად ამის ტრანსფერი გამიხარდება ისეთი სტილის ფეხბურთელია ყველანაირ ტაქტიკას და ჩემპიონატს მოერგება.

Ferguson,
ესა ქათამი / ნანი ბრუნდებაო :დ უყურებ სპორტინგის ტამაშს ? ისევ ისეთივე ფარჩაკია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top