თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2015, 15:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2980,
კომენტარები: 15
ვან გაალის ემოციური გამოსვლა ცერემონიაზე
ლუი ვან გაალმა დაჯილდოების ცერემონია საოცარი გამოსვლით დახურა.
ვან გაალის ემოციური გამოსვლა ცერემონიაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დავიდ დე ხეას უკვე გადასცა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, რის შემდეგაც მას ცერემონიის დახურვა სთხოვეს.

წამყვანებს, ჯიმ როსენტალსა და ჰეილი მაკქუინს მოლოდინიც კი არ ექნებოდათ იმის, რაც იქ მოხდა. "იუნაიტედის" მწვრთნელმა სეზონის ემოციური მიმოხილვა გააკეთა და განსაკუთრებით გამოირჩა, როცა პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილზე გასვლის უეინ რუნისეულ სურვილს აღწერდა.

გთავაზობთ ლუის მართლაც საოცარი ორატორული ნიჭის სრულ დემონსტრაციას:

"ყოველთვის რთულია ახალად მიმოიხილო სეზონი, მაგრამ დასაწყისში ჩვენ ჩავატარეთ 10 მატჩი და გვქონდა მხოლოდ 13 ქულა, ხოლო როცა ხარ ასეთი კლუბის მწვრთნელი, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კლუბის მწვრთნელი და თამაშობ სახლში, თანაც მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ადამიანი ვარ და სხვა კლუბებში გამომიცდია, რომ ასეთი შედეგის მქონე მწვრთნელს გულშემატკივარი მაინცდამაინც კარგად არ გიღებს. მე კი მოვედი "ოლდ ტრაფორდზე", 10 მატჩში 13 ქულით, შევედი სტადიონზე და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი!

შემდეგ კი ხალხი ტაშს მიკრავს, ფეხზე დამდგარი, მე კი ვფიქრობ: ეს შესაძლებელია? როგორ შეიძლება გულშემატკივარი მხარს მიჭერდეს? (გულშემატკივარი ტაშს უკრავს) გმადლობთ. სწორედ ამის წყალობით შევძელით გაგრძელება, მაგრამ არა მარტო მე, რა თქმა უნდა, არამედ ჩემმა შტაბმა, განსაკუთრებით კი ფეხბურთელებმა. რადგან ადვილი არ არის, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს დიდ კლუბში იმყოფები და 10 მატჩში 13 ქულა გაქვს, თანაც გყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც ითხოვს სრულიად სხვა რამეს, ვიდრე სხვა მწვრთნელები. ეს ძალიან რთულია".


ვან გაალის ემოციური გამოსვლა ცერემონიაზე


"თანაც გვაქვს მთელი ეს ტრავმები, მთელი ეს ტრავმები სეზონის პირველ ნაწილში, შემდეგ კი გუნდური სულისკვეთებით ვაგრძელებთ... დაუჯერებელია. ეს კი გუნდის დამსახურებაა, გუნდის სულის დამსახურება. შემდეგ კი ვბრუნდებით, თუ სწორად მახსოვს, მეცამეტე ადგილიდან მესამე ადგილზე, ეს იყო უმაღლესი კლასიფიკაცია, მესამე პოზიცია, ასეთი ცუდი სტარტის შემდეგ. შემდეგ კი გვიჩნდება რწმენა, მოთამაშეებსა და შტაბს, რწმენა იმისა, რომ მეორეზე გავალთ.

მახსოვს შეხვედრა ფეხბურთელებთან, კაპიტან უეინ რუნისთან, რომ... (ჩანტის გამო შეწყდა) რომ ჩვენ მეორე ადგილზე ავალთ... და მე ვამბობ: არის! ჩვენ ამას გავაკეთებთ!"




"მაგრამ... კარგი... შობის დრო! "არსენალი"! ინგლისის თასი. ინგლისის თასი, ეჰ? წაგება! გახსოვთ ინგლისის თასი "არსენალის" წინააღმდეგ? მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით და იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ შეცდომა დაუშვა. ჩვენ მატჩი წავაგეთ, ამის შემდეგ კი იყო შეხვედრა, რომლის შესახებ უკვე გითხარით. შემდეგ კი უნდა გახსოვდეთ, რომ ზედიზედ 6 მატჩი მოვიგეთ!

შემდეგ ჩავედით "ჩელსისთან"... "ჩელსის" წინააღმდეგ გასვლითი მატჩი გახსოვთ. ჩვენ გვქონდა... არა, არა, არა! უნდა მომისმინოთ. გთხოვთ, გთხოვთ, მომისმინოთ, რადგან იმ დროს 50 ქულა გვქონდა და უეინ რუნიმ გასახდელ ოთახში თქვა, რომ მეორე ადგილისთვის ვიბრძოდით, მან ეს თქვა, მეორე ადგილი ლიგის ცხრილში. ჯერ მოვიგეთ ექვსი თამაში და შემდეგ ჩავედით "ჩელსისთან".


"რომელი იყო უკეთესი გუნდი?! ძალიან ადვილია ამის თქმა ამ ოთახში. ამის დაჯერება შემიძლია, მაგრამ ეს სიმართლე იყო, თუმცა ჩვენ დავმარცხდით. ჩვენ ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ამას წარმოიდგენთ, როცა ბურთს სათამაშო დროის 80%-ის განმავლობაში ფლობ და 10 დიდი მომენტი გაქვს, მათ კი მხოლოდ სამი?... მათ სამი ჰქონდათ! და მატჩს მაინც ისინი იგებენ! ის თამაში რომ მოგვეგო, დაითვალეთ ქულათა რაოდენობა, რომელსაც მოვიგებდით, რადგან ამის შემდეგ ჩვენ წავაგეთ ორი თამაში, ესე იგი, სულ სამი ზედიზედ, ამიტომ დავკარგეთ 30 ქულა, "ჩელსის" კი ახლა აქვს 83, ესე იგი, ჩვენ გვექნებოდა 80 და შეგვეძლო ჩემპიონები გამხდარიყავით, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ახლოს ვიყავით!

მაგრამ როგორც მწვრთნელმა, ვიცი, რომ "შეგვეძლო" არ ითვლება. ეს არ ითვლება. უფრო მეტი უნდა შევძლოთ და მოთამაშეების ვირწმუნოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთოს შტაბმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ორგანიზაციამაც. და რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს. გმადლობთ ამის გამო და მომდევნო სეზონში შეგხვდებით."


ვან გაალის ემოციური გამოსვლა ცერემონიაზე


ყველასდა გასაკვირად, სცენის დატოვების შემდეგ ვან გაალი მოგვიანებით დაბრუნდა, რათა მხარდამჭერთათვის ეთხოვა, მუსიკოსისთვის ტაში დაეკრათ, უფრო მეტად კი რაიან გიგზის გასართობად.

წამყვან მაკქუინს შეაწყვეტინა და თქვა: "მინდა რაღაც ვთქვა. გამარჯობა! გამარჯობა! ჰეი! ყურადღება მიაქციეთ მენეჯერს".



"რაიან გიგზმა მითხრა, რაიან გიგზმა მითხრა და ის მართალია, ის ყოველთვის მართალია, მაგრამ ამჯერად ნამდვილად მართალია. უკვე გითხარით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი ხართ, მაგრამ დღეს საღამოს ცოტათი იმედგაცრუებული ვარ.

დიახ, და უნდა ვთქვა რატომ. დავინახე ქალბატონი, რომელიც საქსოფონს დიდებულად უკრავს, მხურვალე ტაში დაუკარით მას!"





წყარო: goal.com
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
20 მაი 2015 16:26
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გიჟია ესჩემისა aaaeee
0
№2
ავტორი: tupaca
20 მაი 2015 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მაგარი კაცია ამაზე ამბიციური მოუც კი არაა ამის ერთ ფრაზაზე ვღადაობ ეხლაც რო თქვა ჰოლანდიას ორი ფეხბურთელი ყავს მე და კრუიფიო
0
№3
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2015 20:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნელ-ნელა შეაყვარებს ესეც თავს ყველას რა wink მაგარი ჯიგარია, გუშინ განგრეული მთვრალი იყო უეჭველი wink

რაიან გიგზმა მითხრა, რაიან გიგზმა მითხრა და ის მართალია, ის ყოველთვის მართალია, მაგრამ ამჯერად ნამდვილად მართალია


biggrin2 biggrin2
0
№4
ავტორი: abrama
20 მაი 2015 20:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბრი.
შენზეა ნათქვამი ლუი ბიძია
0
№5
ავტორი: Count Alucard
20 მაი 2015 20:20
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
აშკარად ცოტათი ნასვამი იყო ამ გამოსვლის დროს, ნუ თავიდან სერიოზულად ლაპარაკობდა, მაგრამ მერე აურია, თან რაიანს რამხელა წამოარ*** მემგონი მანდაც ცოტა ზედმეტი მოუვიდა. საუკეთესო გულშემატკივრები ნამდვილად ყავს მანჩესტერს, რადგან მედროვეები არ არიან და მარტო მოგების დროს არ უდგანან გუნდს გვერდში, ეს ფერგის დამსახურებაა, მან გაგვხადა ასეთებად.
0
№6
ავტორი: Macklemore
20 მაი 2015 20:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
უმაგრესი კაცია. გუშინ რო ვუყურებდი დადებითი ემოციები მოდიოდა ამ კაცისგან და დიდი იმედიმაქვს მისი!
0
№7
ავტორი: love united
20 მაი 2015 21:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მართლა გიჟია ეს კარგ****lol
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 მაი 2015 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში მადლობა დუმბოს ესეთი სტატიისთვის, რაც შეეხება ვან გაალს აშკარად გულიდან წამოსული სიტყვები იყო ის რაც მწვრთნელმა თქვა, ასე რომ მე მჯერა მომავალ წელს გაცილებით ძლიერ მანჩესტერს ვიხილავთ ვიდრე ეს წელს იყო. wink2
0
№9
ავტორი: Best 7
20 მაი 2015 23:03
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Uumagresii xaar luii imena shemdeg wels chvenia premier liga
0
№10
ავტორი: Lalana
21 მაი 2015 01:05
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ვამაყობ,რომ თქვენიანი ვარ ბიჭებო და ვამაყობ,რომ ამდენი ხანი,თუნდაც ტელევიზორთან მჯდომარე ვგულშემატკივრობ და მთელი ცხოვრება ვუგულშემატკივრებ ამ დიდებულ გუნდს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top