თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2015, 15:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2981,
კომენტარები: 15
ვან გაალის ემოციური გამოსვლა ცერემონიაზე
ლუი ვან გაალმა დაჯილდოების ცერემონია საოცარი გამოსვლით დახურა.
ვან გაალის ემოციური გამოსვლა ცერემონიაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დავიდ დე ხეას უკვე გადასცა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, რის შემდეგაც მას ცერემონიის დახურვა სთხოვეს.

წამყვანებს, ჯიმ როსენტალსა და ჰეილი მაკქუინს მოლოდინიც კი არ ექნებოდათ იმის, რაც იქ მოხდა. "იუნაიტედის" მწვრთნელმა სეზონის ემოციური მიმოხილვა გააკეთა და განსაკუთრებით გამოირჩა, როცა პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილზე გასვლის უეინ რუნისეულ სურვილს აღწერდა.

გთავაზობთ ლუის მართლაც საოცარი ორატორული ნიჭის სრულ დემონსტრაციას:

"ყოველთვის რთულია ახალად მიმოიხილო სეზონი, მაგრამ დასაწყისში ჩვენ ჩავატარეთ 10 მატჩი და გვქონდა მხოლოდ 13 ქულა, ხოლო როცა ხარ ასეთი კლუბის მწვრთნელი, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კლუბის მწვრთნელი და თამაშობ სახლში, თანაც მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ადამიანი ვარ და სხვა კლუბებში გამომიცდია, რომ ასეთი შედეგის მქონე მწვრთნელს გულშემატკივარი მაინცდამაინც კარგად არ გიღებს. მე კი მოვედი "ოლდ ტრაფორდზე", 10 მატჩში 13 ქულით, შევედი სტადიონზე და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი!

შემდეგ კი ხალხი ტაშს მიკრავს, ფეხზე დამდგარი, მე კი ვფიქრობ: ეს შესაძლებელია? როგორ შეიძლება გულშემატკივარი მხარს მიჭერდეს? (გულშემატკივარი ტაშს უკრავს) გმადლობთ. სწორედ ამის წყალობით შევძელით გაგრძელება, მაგრამ არა მარტო მე, რა თქმა უნდა, არამედ ჩემმა შტაბმა, განსაკუთრებით კი ფეხბურთელებმა. რადგან ადვილი არ არის, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს დიდ კლუბში იმყოფები და 10 მატჩში 13 ქულა გაქვს, თანაც გყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც ითხოვს სრულიად სხვა რამეს, ვიდრე სხვა მწვრთნელები. ეს ძალიან რთულია".


ვან გაალის ემოციური გამოსვლა ცერემონიაზე


"თანაც გვაქვს მთელი ეს ტრავმები, მთელი ეს ტრავმები სეზონის პირველ ნაწილში, შემდეგ კი გუნდური სულისკვეთებით ვაგრძელებთ... დაუჯერებელია. ეს კი გუნდის დამსახურებაა, გუნდის სულის დამსახურება. შემდეგ კი ვბრუნდებით, თუ სწორად მახსოვს, მეცამეტე ადგილიდან მესამე ადგილზე, ეს იყო უმაღლესი კლასიფიკაცია, მესამე პოზიცია, ასეთი ცუდი სტარტის შემდეგ. შემდეგ კი გვიჩნდება რწმენა, მოთამაშეებსა და შტაბს, რწმენა იმისა, რომ მეორეზე გავალთ.

მახსოვს შეხვედრა ფეხბურთელებთან, კაპიტან უეინ რუნისთან, რომ... (ჩანტის გამო შეწყდა) რომ ჩვენ მეორე ადგილზე ავალთ... და მე ვამბობ: არის! ჩვენ ამას გავაკეთებთ!"




"მაგრამ... კარგი... შობის დრო! "არსენალი"! ინგლისის თასი. ინგლისის თასი, ეჰ? წაგება! გახსოვთ ინგლისის თასი "არსენალის" წინააღმდეგ? მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით და იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ შეცდომა დაუშვა. ჩვენ მატჩი წავაგეთ, ამის შემდეგ კი იყო შეხვედრა, რომლის შესახებ უკვე გითხარით. შემდეგ კი უნდა გახსოვდეთ, რომ ზედიზედ 6 მატჩი მოვიგეთ!

შემდეგ ჩავედით "ჩელსისთან"... "ჩელსის" წინააღმდეგ გასვლითი მატჩი გახსოვთ. ჩვენ გვქონდა... არა, არა, არა! უნდა მომისმინოთ. გთხოვთ, გთხოვთ, მომისმინოთ, რადგან იმ დროს 50 ქულა გვქონდა და უეინ რუნიმ გასახდელ ოთახში თქვა, რომ მეორე ადგილისთვის ვიბრძოდით, მან ეს თქვა, მეორე ადგილი ლიგის ცხრილში. ჯერ მოვიგეთ ექვსი თამაში და შემდეგ ჩავედით "ჩელსისთან".


"რომელი იყო უკეთესი გუნდი?! ძალიან ადვილია ამის თქმა ამ ოთახში. ამის დაჯერება შემიძლია, მაგრამ ეს სიმართლე იყო, თუმცა ჩვენ დავმარცხდით. ჩვენ ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ამას წარმოიდგენთ, როცა ბურთს სათამაშო დროის 80%-ის განმავლობაში ფლობ და 10 დიდი მომენტი გაქვს, მათ კი მხოლოდ სამი?... მათ სამი ჰქონდათ! და მატჩს მაინც ისინი იგებენ! ის თამაში რომ მოგვეგო, დაითვალეთ ქულათა რაოდენობა, რომელსაც მოვიგებდით, რადგან ამის შემდეგ ჩვენ წავაგეთ ორი თამაში, ესე იგი, სულ სამი ზედიზედ, ამიტომ დავკარგეთ 30 ქულა, "ჩელსის" კი ახლა აქვს 83, ესე იგი, ჩვენ გვექნებოდა 80 და შეგვეძლო ჩემპიონები გამხდარიყავით, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ახლოს ვიყავით!

მაგრამ როგორც მწვრთნელმა, ვიცი, რომ "შეგვეძლო" არ ითვლება. ეს არ ითვლება. უფრო მეტი უნდა შევძლოთ და მოთამაშეების ვირწმუნოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთოს შტაბმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ორგანიზაციამაც. და რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს. გმადლობთ ამის გამო და მომდევნო სეზონში შეგხვდებით."


ვან გაალის ემოციური გამოსვლა ცერემონიაზე


ყველასდა გასაკვირად, სცენის დატოვების შემდეგ ვან გაალი მოგვიანებით დაბრუნდა, რათა მხარდამჭერთათვის ეთხოვა, მუსიკოსისთვის ტაში დაეკრათ, უფრო მეტად კი რაიან გიგზის გასართობად.

წამყვან მაკქუინს შეაწყვეტინა და თქვა: "მინდა რაღაც ვთქვა. გამარჯობა! გამარჯობა! ჰეი! ყურადღება მიაქციეთ მენეჯერს".



"რაიან გიგზმა მითხრა, რაიან გიგზმა მითხრა და ის მართალია, ის ყოველთვის მართალია, მაგრამ ამჯერად ნამდვილად მართალია. უკვე გითხარით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი ხართ, მაგრამ დღეს საღამოს ცოტათი იმედგაცრუებული ვარ.

დიახ, და უნდა ვთქვა რატომ. დავინახე ქალბატონი, რომელიც საქსოფონს დიდებულად უკრავს, მხურვალე ტაში დაუკარით მას!"





წყარო: goal.com
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
21 მაი 2015 08:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაინც კროსვორდა ხარ lol
0
№12
ავტორი: RojoDiablo
21 მაი 2015 09:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წითელ ღვინოს ბევრს ვერ ვსვამო ნათქვამი აქვს ამას და აი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Mufc7
21 მაი 2015 16:05
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
nika_123,
ცოტა? lol
სტატიისთვის მადლობა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№14
ავტორი: შანსო
21 მაი 2015 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
გიგზისთვის არ უნდა წამოერთყა.
მაგ საქციელისთვის დაისჯება და გოლფში მაგრად წააგებს ან გოლფის ბურთი მოხვდება fellow
0
№15
ავტორი: gio-manutd10
23 მაი 2015 16:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 3
ზუსტი თარგმანია ყოჩააღ
ვანგაალი კიდე რაღაც უფრო უ winked კეტესი და უკეთესი ხდება wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top