წამყვანი:ვან გაალმა, დღეს კრის სმოლინგს კაპიტნობა დააკისრა... მარტინ კიოუნი:არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. წამყვანი:ფიქრობ? მარტინი:ვფიქრობ ამ ყველაფრის უკან მწვრთნელი დგას. კრის სმოლინგი - ახალგაზრდა მაღალი დონის მცველია, თუმცა რიგ მომენტებში თავდაჯერება აკლია. "არსენალთან" მან ითამაშა, როგორც ნამდვილმა კაპიტანმა. მას ძალიან კარგი სისწრაფე აქვს, მეორე სართულზეც შესანიშნავად თამაშობს. მხოლოდ გადაცემები იყო მისი სუსტი წერტილი, თუმცა შეხედეთ, ამ შეხვედრაში ჩანდა, რომ ის ყველაფერს აკონტროლებდა: ბურთს, თამაშს, თანაგუნდელებს. ნახეთ, როგორ რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ის ტექნიკურად აკეთებს პასს ფელაინისკენ. ის საკმარისად თავდაჯერებული გამოიყურება, რათა ასეთი პასები გააკეთოს. ამ ეპიზოდს დააკვირდით: ძალიან საჭირო და სარისკო ვარდნა.
საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მიღება და კრისი ამ დავალებას თავს ართმევს. კრისმა თავდაჯერება და ცივსისხლიანობა გამოავლინა. ის არ ჩქარობს, ელოდება გადაცემას, არ იშორებს ბურთს წინ, ის დარწმუნებულია თავის თავში. ვფიქრობ, ის რიოს და ვიდიჩის იდეალური შემცვლელია. "იუნაიტედს" წლების მანძილზე არ ჰყოლია ასეთი მოთამაშე.
წამყვანი: მართალია, სმოლინგმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ის თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვით მის პარტნიორზე.
მარტინი:ჯონსმა ვერ გადადგა ნაბიჯი წინ, მე მასში ვერ ვხედავ განვითარებულ მოთამაშეს. ვფიქრობ, ის ზედმეტად ცდილობს. ჩვეულებრივი მომენტი, ის კი ძალიან ნერვიულობს. საბოლოოდ კი ვხედავთ კომედიას. შეხედეთ, არავითარი საშიშროება არ არის, თუმცა ჯონსს ეს ჩვევია, მის თამაშში პანიკა შეინიშნება.
ის თავად იქმნის პრობლემებს. დააკვირდით: ის მეკარეს ანიშნებს, "აიღე ბურთი ხელებში", შემდეგ კი პასს უკეთებს.
ფილი ძალიან უცნაურია. არის მომენტები, როდესაც ის მთელ მოედანს შემოირბენს ხოლმე. ის მეტოქეებს დასდევს. შეხედეთ, როგორ მირბის უკან, მას უნდა შეენარჩუნებინა პოზიცია და ჟირუ მარტივად თამაშგარეში მოხვდებოდა. თუმცა ის ამას არ აკეთებს და ბურთს მისდევს.
აი ხაზიც: ვფიქრობ, სწორედ აქ უნდა იდგეს იგი. ჟირუმ კი ირბინოს თამაშგარეში რამდენიც უნდა.
წამყვანი:ფილ ეთანხმები, მარტინს იმაში, რაც მან თქვა?
ფილ ნევილი:დიახ, მე მას ვეთანხმები. ვფიქრობ, ცენტრალურ მცველის პოზიციაზე თამაში ყველაზე ადვილია. უმეტეს შემთხვევაში არაფრის კეთება არ გიწევს, უნდა იდგე უყურო თუ რა ხდება წინ, ხოლო როცა მეტოქე შეტევაზე წამოვა სწორი გადაწყვეტილების მიღებით ბურთი უნდა ჩაჭრა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სმოლინგისთვის და ჯონსისთვის არის ის, რომ მათ ნაკლებად მიიღონ ტრავმები.