თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2015, 22:15
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3005,
კომენტარები: 12
მარტინ კიოუნი:"კაპიტნის სამკლავური სმოლინგს - არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა"
"არსენალის" ლეგენდამ ვან გაალს გადაწყვეტილება მოუწონა.
მარტინ კიოუნი:


წამყვანი:ვან გაალმა, დღეს კრის სმოლინგს კაპიტნობა დააკისრა...
მარტინ კიოუნი:არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა.
წამყვანი:ფიქრობ?
მარტინი:ვფიქრობ ამ ყველაფრის უკან მწვრთნელი დგას. კრის სმოლინგი - ახალგაზრდა მაღალი დონის მცველია, თუმცა რიგ მომენტებში თავდაჯერება აკლია. "არსენალთან" მან ითამაშა, როგორც ნამდვილმა კაპიტანმა. მას ძალიან კარგი სისწრაფე აქვს, მეორე სართულზეც შესანიშნავად თამაშობს. მხოლოდ გადაცემები იყო მისი სუსტი წერტილი, თუმცა შეხედეთ, ამ შეხვედრაში ჩანდა, რომ ის ყველაფერს აკონტროლებდა: ბურთს, თამაშს, თანაგუნდელებს. ნახეთ, როგორ რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ის ტექნიკურად აკეთებს პასს ფელაინისკენ. ის საკმარისად თავდაჯერებული გამოიყურება, რათა ასეთი პასები გააკეთოს. ამ ეპიზოდს დააკვირდით: ძალიან საჭირო და სარისკო ვარდნა.

მარტინ კიოუნი:"კაპიტნის სამკლავური სმოლინგს - არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა"


საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მიღება და კრისი ამ დავალებას თავს ართმევს. კრისმა თავდაჯერება და ცივსისხლიანობა გამოავლინა. ის არ ჩქარობს, ელოდება გადაცემას, არ იშორებს ბურთს წინ, ის დარწმუნებულია თავის თავში. ვფიქრობ, ის რიოს და ვიდიჩის იდეალური შემცვლელია. "იუნაიტედს" წლების მანძილზე არ ჰყოლია ასეთი მოთამაშე.

წამყვანი: მართალია, სმოლინგმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ის თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვით მის პარტნიორზე.

მარტინი:ჯონსმა ვერ გადადგა ნაბიჯი წინ, მე მასში ვერ ვხედავ განვითარებულ მოთამაშეს. ვფიქრობ, ის ზედმეტად ცდილობს. ჩვეულებრივი მომენტი, ის კი ძალიან ნერვიულობს. საბოლოოდ კი ვხედავთ კომედიას. შეხედეთ, არავითარი საშიშროება არ არის, თუმცა ჯონსს ეს ჩვევია, მის თამაშში პანიკა შეინიშნება.

მარტინ კიოუნი:"კაპიტნის სამკლავური სმოლინგს - არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა"


ის თავად იქმნის პრობლემებს. დააკვირდით: ის მეკარეს ანიშნებს, "აიღე ბურთი ხელებში", შემდეგ კი პასს უკეთებს.

მარტინ კიოუნი:"კაპიტნის სამკლავური სმოლინგს - არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა"


ფილი ძალიან უცნაურია. არის მომენტები, როდესაც ის მთელ მოედანს შემოირბენს ხოლმე. ის მეტოქეებს დასდევს. შეხედეთ, როგორ მირბის უკან, მას უნდა შეენარჩუნებინა პოზიცია და ჟირუ მარტივად თამაშგარეში მოხვდებოდა. თუმცა ის ამას არ აკეთებს და ბურთს მისდევს.

მარტინ კიოუნი:"კაპიტნის სამკლავური სმოლინგს - არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა"


აი ხაზიც: ვფიქრობ, სწორედ აქ უნდა იდგეს იგი. ჟირუმ კი ირბინოს თამაშგარეში რამდენიც უნდა.

მარტინ კიოუნი:"კაპიტნის სამკლავური სმოლინგს - არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა"


წამყვანი:ფილ ეთანხმები, მარტინს იმაში, რაც მან თქვა?

ფილ ნევილი:დიახ, მე მას ვეთანხმები. ვფიქრობ, ცენტრალურ მცველის პოზიციაზე თამაში ყველაზე ადვილია. უმეტეს შემთხვევაში არაფრის კეთება არ გიწევს, უნდა იდგე უყურო თუ რა ხდება წინ, ხოლო როცა მეტოქე შეტევაზე წამოვა სწორი გადაწყვეტილების მიღებით ბურთი უნდა ჩაჭრა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სმოლინგისთვის და ჯონსისთვის არის ის, რომ მათ ნაკლებად მიიღონ ტრავმები.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2015 20:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღევანდელ გუნდში სმოლინგი საუკეთესო მცველია და ეგაა ყველაზე დიდი უბედურება. მარა მიხარია ესე რო მოუმატა winked

ერთი ცენტრალური მცველი არ იქნება გუნდისთვის საკმარისი, არავინ გვყავს ისეტი ვისი იმედიც გვექნება
0
№12
ავტორი: Macklemore
20 მაი 2015 20:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
სმოლინგს გვერდით ვინმე გამოცდილი ფეხბურთელი ჭირდება, რომ შეუწყვილდეს და ძალიან კარგი მცველი დადგება. იმედია ჰუმელსის ტრანსფერი გამოვა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top