"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, რომელიც "არსენალთან" მატჩში გუნდს კაპიტნობდა, მოვლენას "საამაყო დღეს" უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" უპირატესობას ფლობდა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ქულა მაინც დაკარგა, როცა ტაილერ ბლეკეტმა თეო უოლკოტის ჩაწოდებულს დაუხვედრა ფეხი.
"ვფიქრობ, 60-70 წუთის განმავლობაში უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ შემდეგ ჩვენი თამაში უნდა გვეპოვნა. ცოტათი გახსნილად ვთამაშობდით და სამაგიერო მივიღეთ, თანაც უიღბლო გოლით - ამაში ბოლო პერიოდში ნამდვილად არ გვიმართლებს.
ასეთ თამაშებში მეორე გოლის გატანაც უნდა შეგეძლოს. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ და ამისთვის დავისაჯეთ. ჯერ კიდევ დაგვრჩა ერთი მატჩი და უკან რომ ვიხედებით, დიდი გუნდების წინააღმდეგ უკეთ ვთამაშობთ. ეს მომავალ სეზონში მხოლოდ კარგი უნდა იყოს, თუმცა უფრო თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ".
კაპიტნობის შესახებ სმოლინგმა განაცხადა: "ჩემთვის დიდი პატივი იყო. მწვრთნელმა წინა ღამით მითხრა და ამას მოუთმენლად ველოდებოდი. რომ მოგვეგო, უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის მაინც საამაყო დღე გამოდგა.
ამ სეზონში რამდენიმე ფეხბურთელმა წინ გადადგა ნაბიჯი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასაკოვანი ფეხბურთელები წავიდნენ, ამიტომ გამიხარდა, რომ შრომა სცნეს. ვფიქრობ, ჩემი თამაში გაუმჯობესდა და მოედანზე ყველა ერთად უდიდეს სამუშაოს ვწევთ. თითოეულ კვირას ვუმჯობესდებით და ყველა გრძნობს ერთიანობას".