თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2015, 09:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2139,
კომენტარები: 18
სმოლინგი: "ჩემი შრომა დაფასდა"
კრის სმოლინგი მიღწევით ამაყობს.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, რომელიც "არსენალთან" მატჩში გუნდს კაპიტნობდა, მოვლენას "საამაყო დღეს" უწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" უპირატესობას ფლობდა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ქულა მაინც დაკარგა, როცა ტაილერ ბლეკეტმა თეო უოლკოტის ჩაწოდებულს დაუხვედრა ფეხი.

"ვფიქრობ, 60-70 წუთის განმავლობაში უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ შემდეგ ჩვენი თამაში უნდა გვეპოვნა. ცოტათი გახსნილად ვთამაშობდით და სამაგიერო მივიღეთ, თანაც უიღბლო გოლით - ამაში ბოლო პერიოდში ნამდვილად არ გვიმართლებს.

ასეთ თამაშებში მეორე გოლის გატანაც უნდა შეგეძლოს. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ და ამისთვის დავისაჯეთ. ჯერ კიდევ დაგვრჩა ერთი მატჩი და უკან რომ ვიხედებით, დიდი გუნდების წინააღმდეგ უკეთ ვთამაშობთ. ეს მომავალ სეზონში მხოლოდ კარგი უნდა იყოს, თუმცა უფრო თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ".


კაპიტნობის შესახებ სმოლინგმა განაცხადა: "ჩემთვის დიდი პატივი იყო. მწვრთნელმა წინა ღამით მითხრა და ამას მოუთმენლად ველოდებოდი. რომ მოგვეგო, უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის მაინც საამაყო დღე გამოდგა.

ამ სეზონში რამდენიმე ფეხბურთელმა წინ გადადგა ნაბიჯი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასაკოვანი ფეხბურთელები წავიდნენ, ამიტომ გამიხარდა, რომ შრომა სცნეს. ვფიქრობ, ჩემი თამაში გაუმჯობესდა და მოედანზე ყველა ერთად უდიდეს სამუშაოს ვწევთ. თითოეულ კვირას ვუმჯობესდებით და ყველა გრძნობს ერთიანობას".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
19 მაი 2015 10:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ერერა წელს გადმოსულია. არ მისცემდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: temo-scholes
19 მაი 2015 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
gamomdinare iqedan rom smolingi ufro didi xaniaa gundshi vidre de gea da erera shesabamisad gadaeca smolings kapitnis samklauri... Tanac kai mebrdzoli bichi chamoyalibda wels...

magram de geastvis micema sheidzleboda darchenis pontshi...;)
0
№13
ავტორი: RojoDiablo
19 მაი 2015 10:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
temo-scholes,
მაგის გამო დარჩებოდა? ერთ თამაშში ანდეს კაპიტნის სამკლაური და მერე რა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Wardell
19 მაი 2015 11:44
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
და რატო გიტყდება სმოლინგის კაპიტნობა? :/ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა გუნდის და ძაან მაგარი თამაშებიც ჩაატარა. დე ხეაზე მიცემა და კიდე შეტენვა რო აბა ბიძია დარჩი და ყველაფერს ვიზავთო არაა სწორი. კაპიტანი არ იყო, ვიცე კაპიტანი არ იყო და ვფიქრობ რო სწორი გადაწყვეტილება იყო სმოლინგზე მიცემა, ჯონსის კაპიტნობას კი ჯობია.
0
№15
ავტორი: AkkRed
19 მაი 2015 12:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა საჭიროა მაინც და მაინც იმას მისცე კაპიტანი ვინც ძველია.
0
№16
ავტორი: RojoDiablo
19 მაი 2015 14:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
როცა რუნი-ვან პერსის შორის კეთდებოდა არჩევანი მაშინ ყველაზე მეტად ხალხს რუნის კაპიტნობა რატომ უნდოდა? მარტო იმიტომ კი არა, რომ გუნდის ლიდერია, იმიტომ, რომ მისი აქ გატარებული წლების შემდეგ იმსახურებდა, რადგან ამ წლებში ავტორიტეტი აიმაღლა და შეუძლია როგორც კაპიტანს, სხვებსაც მისცეს შენიშვნა და მსაჯსაც ესაუბროს სათანადო დონეზე. ვან პერსი კი სხვისთვისაც ისეთივე ახალმოსული იქნებოდა, როგორც თვითონ იყვნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: GeorgeBest
19 მაი 2015 20:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალმა იცის როგორ უნდა მისცეს სტიმული ფეხბურთელებს, ეგ მართლა გამოსდის ჩემი აზრით
0
№18
ავტორი: temo-scholes
20 მაი 2015 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Wardell,
ertgvari stimuli iqneboda gio da egaa raa...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top