"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა დაგვარწმუნება, რომ მემფის დეპაი ერთ-ერთი შენაძენია იმ მრავალ ფეხბურთელთაგან, რომლებიც კლუბს მომდევნო სეზონში წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან.
"წითელმა ეშმაკებმა" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვეს და ახლა შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობენ.
"ჩვენს შემადგენლობაში იქნება საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ყველა ტურნირზე და ყველა ფრონტზე ვიბრძოლოთ. როგორც ყოველთვის, იქნება დაუგეგმავი შენაძენები და განშორებები.
ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ მიღწეული პროგრესით კმაყოფილები ვართ. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ევროპულ არენაზე დაბრუნებისა და ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის თვალსაზრისით კარგ პოზიციაში ვიმყოფებით.
რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, ჩვენი გეგმების განხორციელებას უკვე შევუდექით და გასულ კვირას მემფის დეპაის შეძენის შესახებ განვაცხადეთ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ჩვენს კლუბს შეუერთდება.
მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აქტიურები ვიქნებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა ტრანსფერებისა თუ ხელფასების შესახებ რაიმე კონკრეტულზე საუბარი", - განაცხადა ვუდვორდმა.