თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2015, 08:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2662,
კომენტარები: 20
ვუდვორდი: "სატრანსფერო ფანჯარაზე ვიაქტიურებთ"
აღმასრულებელი დირექტორი ბევრ შენაძენს გვპირდება.
ვუდვორდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა დაგვარწმუნება, რომ მემფის დეპაი ერთ-ერთი შენაძენია იმ მრავალ ფეხბურთელთაგან, რომლებიც კლუბს მომდევნო სეზონში წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან.

"წითელმა ეშმაკებმა" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვეს და ახლა შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობენ.

"ჩვენს შემადგენლობაში იქნება საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ყველა ტურნირზე და ყველა ფრონტზე ვიბრძოლოთ. როგორც ყოველთვის, იქნება დაუგეგმავი შენაძენები და განშორებები.

ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ მიღწეული პროგრესით კმაყოფილები ვართ. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ევროპულ არენაზე დაბრუნებისა და ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის თვალსაზრისით კარგ პოზიციაში ვიმყოფებით.

რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, ჩვენი გეგმების განხორციელებას უკვე შევუდექით და გასულ კვირას მემფის დეპაის შეძენის შესახებ განვაცხადეთ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ჩვენს კლუბს შეუერთდება.

მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აქტიურები ვიქნებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა ტრანსფერებისა თუ ხელფასების შესახებ რაიმე კონკრეტულზე საუბარი",
- განაცხადა ვუდვორდმა.

წყარო: theguardian
ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
15 მაი 2015 09:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

უფრო აგრესიულობა მართებს.

ისე ევრამ ხამესი და ბეილი გააჩერა და მესამე ცდაზე შეიძლება მესიც გააჩეროს.
0
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 მაი 2015 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
ძნელი , მაგრამ არა შეუძლებელი. ევრას უდიდესი გამოცდილების მეიმედება მე პირადად, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მართლა მაგარ ფორმაში არიან მესიც, ის ჟონგლიორაც და უხსენებელიც wink
0
№13
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2015 10:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მესი ხამესიც და ბეილიც ერთადაა აღებული, მარა რომ მოინდომა სალუქვაძემაც გააჩერა რუბინში როცა თამაშობდა.

ვახო ( G G M U),
აი, როგორი თავდასხმის ხაზია, იცი? ნეიმარს და მესის ჩაკეტავ და სუარესი ბრწყინავს, ნეიმარს და სუარესს ჩაკეტავ და მესი, მესის და სუარესს ჩაკეტავ და ნეიმარი. სამივეს ერთად ვერ უმკლავდებიან. ადრე თუ მთელ საქმეს (ნუ უმეტესობას მაინც) ჩავი და ინიესტა ალეთებდნენ და მერე შესრულებაზე იყო საქმე, ახლა ეს სამეული თვითონ აკეთებს ყველაფერს, ოღონდ ბურთი მიეცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: bziki
15 მაი 2015 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იუვეს ძაან არ უბალეშიკოთ თორე შეილება მეოთხე გუნდი აახიოს ინგლისს
0
№15
ავტორი: AkkRed
15 მაი 2015 11:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ეგ სალუქვაძებ კი არა მესიმ არ მოინდომა.

bziki,

ეგ ჯერ შემდეგი სეზონიდან არ იწყება და რომც იწყებოდეს, მაშინ ევროპის ლიგაც იტალიელებს უნდა მოეგოთ მასე რომ ყოფილიყო ასე რომ საშიში არაფერია.
0
№16
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2015 11:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
რა შუაშია იუვე და ინგლისი? ვინ იგონებს ამ უაზრო ჭორებს ერთი მაჩვენეთ. ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდი იქნება დამატებითი გუნდი და არაფერ შუაშია სხვა ქვეყნის ჩემპიონატთან. ვერანაირად ვერ წაართმევს იუვენტუსი ინგლისს გუნდს. უეფას წესები წაიკითხეთ მაინც ხოლმე. ინგლისს ეყოლება ოთხი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მანამ, სანამ ევროპაში რეიტინგი მისცემს ამის საშუალებას და თუ ვინმე იმ მეოთხე გუნდს წაართმევს საგზურს, იქნება ისევ ინგლისური კლუბი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დაკავებული ადგილის მიხედვით ვერ გადის მომდენვო სეზონში ჩლ-ზე. როგორც ჩელსიმ წაართვა ტოტენჰემს, ისე. სხვა შემთხვევაში ევროპის ლიგის გამარჯვებული არის დამატებითი გუნდი, ანუ მეხუთე გუნდი შიდა ჩემპიონატიდან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: bziki
15 მაი 2015 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
RojoDiablo
სანამ ევროპაში რეიტინგი მისცემს ამის საშუალებას

გადახედე რეიტინგს მერე კუდზე აზის იტალია ინგლისს და რა გგონია შენ იტალიას თუ უფრო მეტი ქულა ექნება ინგლისს მეოთხე გუნდს დაძაბული ჩემპიონატის გამო დაუტოვენ?
და უფრო წამოეწევა იტალია ამ იუვენტუსის ფინალით და თუ მოიგო ხო უფრო წამოეწევა
დაუმატე მაგას ზოგადად ინგლისური გუნდების სისუსტე ევროპის ლიგაზე და შორს არ უნდა ჩანდეს ის დრო როცა ინგლისს 3 გუნდი წარადგენს ჩ.ლ. ზე

კონკრეტულად შემდეგ წელს რათქმა უნდა არაფერი გვემუქრება მარა იუვეს და იტალიური გუნდების ბალეშიკობა და ჩემპიონობები კარგს არ უქადის პრემიერლიგას
0
№18
ავტორი: rezimankunia
15 მაი 2015 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Woodword hummelsi gundogani klaini higuaini daidos
0
№19
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2015 16:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
აა, მაგას თუ გულისხმობ ეგ კი. მე ვიფიქრე იმის გამო თქვა, რომ რადგან იუვე გავიდა ფინალში და იქით ევროპის ლიგაზეც ჰყავდათ გუნდები, მაგიტომ თქვა-თქო. ეგ სხვა საქმეა, არასწორად გამიგია და ჭორი ამიტომ ვახსენე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№20
ავტორი: temo-scholes
16 მაი 2015 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
midi vudvord gachede da dacofee sheneburad erti....:D:D me shevukvetav shen sheasrule ed...: klaini, humelsi, strootmani, beili an ronaldo da hari keini an lakazete ...;)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top