"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები.
"სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულსა" და "ჩელსის" შორის დაფიქსირებულმა ფრემ ცხადყო, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ლუი ვან გაალის შეგირდებს ჯერ კიდევ შეუძლიათ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილის დაკავება, თუკი "არსენალსა" და "ჰალ სიტის" დაამარცხებენ, ამის პარალელურად კი სხვა მატჩები მათ სასარგებლოდ დასრულდება.
მესამე ან მეორე ადგილზე გასვლა ავტომატურად ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. მეოთხე ადგილი კი აგვისტოში მას ორ-რაუნდიან პლეი-ოფს უქადის.
"იუნაიტედი" პლეი-ოფის მატჩებს გამართავს გუნდების წინააღმდეგ, რომელიც გაყოფილი იქნება "ჩემპიონების" რანგისა - გუნდები, რომელთაც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს - და "ლიგის" რანგის გუნდებს შორის, რომელთაც ჩემპიონობა ვერ მოიპოვეს.
"წითელი ეშმაკები" პლეი-ოფში შეუერთდებიან ბუნდესლიგისა და ლა ლიგის მეოთხე ადგილოსან გუნდებს, ისევე როგორც, იტალიისა და პორტუგალიის მესამე ადგილოსან გუნდებს, დანარჩენ გუნდებს კი მესამე საკვალიფიკაციო რაუნდგავლილი კლუბები წარმოადგენენ.
მათ რიცხვში შეიძლება შედიოდნენ საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი გუნდი, ისევე როგორც, რუსეთის, ჰოლანდიის, უკრაინის, ბელგიის, თურქეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, აუსტრიისა და ჩეხეთის კლუბები.
პლეი-ოფები კენჭისყრის მეთოდით გაიმართება.
2013 წელს ამავე ეტაპზე ერთმანეთს "ლიონი" და "რეალ სოსიედადი", "მილანი" და "პსვ ეინდჰოვენი" შეხვდნენ. 2014 წელს კი "ლილი" "პორტუს", ხოლო "ნაპოლი" "ატლეტიკ ბილბაოს" შეხვდა.
UEFA-ს მიერ მინიჭებული 10 ქულა ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" პლეი-ოფის რაუნდში ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი იქნება და 7 აგვისტოს ნიონში გასამართ კენჭისყრაზე განთესილ კლუბს წარმოადგენს.
ევროპის უმრავლეს ჩემპიონატებში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ პოტენციური წარმომადგენლების უმრავლესობა, რომლებიც ვან გაალის გუნდს შეხვდება, თითქმის ნათელია.
"იუნაიტედის" განთესილობა ნიშნავს, რომ მათ არ მოუწევთ "ვალენსიას" ან "სევილიას", არც "ნაპოლის", "ლევერკუზენის" ან დონეცკის "შახტიორის" წინააღმდეგ თამაში.
თუმცა კენჭისყრამ შეიძლება არგუნოს ისეთი გუნდები, როგორიცაა "რომა", "ლაციო", "მონაკო", მოსკოვის CSKA (აცსკ), ან "ბეშიქთაში".
პლეი-ოფში სავარაუდო წარმომადგენლებიმეოთხე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.ესპანეთი"ვალენსია" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 13)
"სევილია" (ამჟამად მეხუთე, UEFA-ს კოეფიციენტი - 24)
გერმანიამეოთხე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.ლევერკუზენის "ბაიერი" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 16)
იტალიამესამე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში."რომა" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 46)
"ლაციო" ( ამჟამად მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 39)
"ნაპოლი" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 21)
პორტუგალიამესამე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.ლისაბონის
"სპორტინგი" (მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 33)
ჰოლანდიამეორე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში."აიაქსი" (მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 26)
საფრანგეთიმესამე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში."ლიონი" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 25)
"მონაკო" (ამჟამად მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 68)
"მარსელი" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 35)
რუსეთიმეორე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში."კრასნოდარი" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 125)
მოსკოვის
CSKA (ამჟამად მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 34)
უკრაინამეორე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.დონეცკის
"შახტიორი" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 18)
"დნიპრო" (ამჟამად მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 40)
თურქეთიმეორე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში."გალათასარაი" (ამჟამად პირველი, UEFA-ს კოეფიციენტი - 37)
"ფენერბაჰჩე" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 75)
"ბეშიქთაში" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 58)
პლეი-ოფის პირველი მატჩები 18 და 19 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუო შეხვედრები 25 და 26 აგვისტოს.
გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ და იტალიურ გუნდებს ამ ეტაპზე მესამე რაუნდის ხუთი გამარჯვებული შეუერთდება.წყარო:
M.E.N.