თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2015, 00:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3134,
კომენტარები: 18
"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში
"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები.
"სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულსა" და "ჩელსის" შორის დაფიქსირებულმა ფრემ ცხადყო, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ლუი ვან გაალის შეგირდებს ჯერ კიდევ შეუძლიათ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილის დაკავება, თუკი "არსენალსა" და "ჰალ სიტის" დაამარცხებენ, ამის პარალელურად კი სხვა მატჩები მათ სასარგებლოდ დასრულდება.

მესამე ან მეორე ადგილზე გასვლა ავტომატურად ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. მეოთხე ადგილი კი აგვისტოში მას ორ-რაუნდიან პლეი-ოფს უქადის.

"იუნაიტედი" პლეი-ოფის მატჩებს გამართავს გუნდების წინააღმდეგ, რომელიც გაყოფილი იქნება "ჩემპიონების" რანგისა - გუნდები, რომელთაც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს - და "ლიგის" რანგის გუნდებს შორის, რომელთაც ჩემპიონობა ვერ მოიპოვეს.

"წითელი ეშმაკები" პლეი-ოფში შეუერთდებიან ბუნდესლიგისა და ლა ლიგის მეოთხე ადგილოსან გუნდებს, ისევე როგორც, იტალიისა და პორტუგალიის მესამე ადგილოსან გუნდებს, დანარჩენ გუნდებს კი მესამე საკვალიფიკაციო რაუნდგავლილი კლუბები წარმოადგენენ.

მათ რიცხვში შეიძლება შედიოდნენ საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი გუნდი, ისევე როგორც, რუსეთის, ჰოლანდიის, უკრაინის, ბელგიის, თურქეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, აუსტრიისა და ჩეხეთის კლუბები.

პლეი-ოფები კენჭისყრის მეთოდით გაიმართება.

2013 წელს ამავე ეტაპზე ერთმანეთს "ლიონი" და "რეალ სოსიედადი", "მილანი" და "პსვ ეინდჰოვენი" შეხვდნენ. 2014 წელს კი "ლილი" "პორტუს", ხოლო "ნაპოლი" "ატლეტიკ ბილბაოს" შეხვდა.

UEFA-ს მიერ მინიჭებული 10 ქულა ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" პლეი-ოფის რაუნდში ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი იქნება და 7 აგვისტოს ნიონში გასამართ კენჭისყრაზე განთესილ კლუბს წარმოადგენს.

ევროპის უმრავლეს ჩემპიონატებში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ პოტენციური წარმომადგენლების უმრავლესობა, რომლებიც ვან გაალის გუნდს შეხვდება, თითქმის ნათელია.

"იუნაიტედის" განთესილობა ნიშნავს, რომ მათ არ მოუწევთ "ვალენსიას" ან "სევილიას", არც "ნაპოლის", "ლევერკუზენის" ან დონეცკის "შახტიორის" წინააღმდეგ თამაში.

თუმცა კენჭისყრამ შეიძლება არგუნოს ისეთი გუნდები, როგორიცაა "რომა", "ლაციო", "მონაკო", მოსკოვის CSKA (აცსკ), ან "ბეშიქთაში".

პლეი-ოფში სავარაუდო წარმომადგენლები

მეოთხე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

ესპანეთი

"ვალენსია" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 13)

"სევილია" (ამჟამად მეხუთე, UEFA-ს კოეფიციენტი - 24)

გერმანია

მეოთხე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

ლევერკუზენის "ბაიერი" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 16)

იტალია

მესამე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

"რომა" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 46)

"ლაციო" ( ამჟამად მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 39)

"ნაპოლი" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 21)

პორტუგალია

მესამე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

ლისაბონის "სპორტინგი" (მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 33)

ჰოლანდია

მეორე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

"აიაქსი" (მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 26)

საფრანგეთი

მესამე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

"ლიონი" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 25)

"მონაკო" (ამჟამად მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 68)

"მარსელი" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 35)

"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში


რუსეთი

მეორე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

"კრასნოდარი" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 125)

მოსკოვის CSKA (ამჟამად მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 34)

უკრაინა

მეორე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

დონეცკის "შახტიორი" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 18)

"დნიპრო" (ამჟამად მესამე, UEFA-ს კოეფიციენტი - 40)

თურქეთი

მეორე ადგილოსანი გუნდები პლეი-ოფის ფინალურ რაუნდში.

"გალათასარაი" (ამჟამად პირველი, UEFA-ს კოეფიციენტი - 37)

"ფენერბაჰჩე" (ამჟამად მეორე, UEFA-ს კოეფიციენტი - 75)

"ბეშიქთაში" (ამჟამად მეოთხე, UEFA-ს კოეფიციენტი - 58)

პლეი-ოფის პირველი მატჩები 18 და 19 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუო შეხვედრები 25 და 26 აგვისტოს.

გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ და იტალიურ გუნდებს ამ ეტაპზე მესამე რაუნდის ხუთი გამარჯვებული შეუერთდება.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
12 მაი 2015 08:27
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ასეთ რამეებში ძალიან გვიმართლებს და იმედია კრასნოდარს ან ბეშიქთაშს შევხვდებით...
0
№12
ავტორი: RojoDiablo
12 მაი 2015 08:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
rezimankunia,
ის გამოტოვებული მატჩი სანდერლენდთან აქვს და ეგ რა გუნდიცაა ყველამ იცის. რომ მოვუგოთ ოლდ ტრაფორდზე ვენგერს, მერე შეიძლება მესამეზეც ფიქრი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Memphis_Depay
12 მაი 2015 09:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მე4 ადგილის ზევით ვერ ავალთ. პლეი-ოფს უეჭველი გავივლით რა მოხდა მერე.აქ ჩამოთვლილი კლუბებიდან ნებისმიერს მოვუგებთ.თან ცოტა გაიხსენებენ ევროპაში თამაშს :D
0
№14
ავტორი: dato321dato
12 მაი 2015 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Ise cudi ariqneba pleiofi mainc erti weli gaucdat bichebs da moixodebian sakaifod
0
№15
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 მაი 2015 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია მესამეზე გავალთ და ნუ თუ ვერ გავედით, მაშინ აზრი არ აქვს ვინ შეგხვდება პლეი-ოფში, ნებისმიერს უნდა მოვუგოთ!!!
0
№16
ავტორი: Pazu21
12 მაი 2015 11:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Didi angarishit ar gvaq jer monagebi da imedia gavxevt nebismier gunds
0
№17
ავტორი: გაბადაძე
12 მაი 2015 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Mament pleiofidan ro unda gavidet uechveki da ligaze chveni sityva unda vtqvat faqtia . Inglisma weks magari chaikuka. Da vnaxot ra iqneba sheidzleba pleiofic ar dagvchirdes. Arsenalma waago ggushn amitom saxshi tu davamarcxebt da mere hals movugebt gvedzleva mesames shansi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№18
ავტორი: Berba 9
12 მაი 2015 18:41
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგია 2-ით მეტ თამაშს ვნახავთ იუნაიტედისას :)))) რა პრობლემაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top