"მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცდება მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელ ტომას მიულერსა და მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გუარდიოლას შორის არსებული უთანხმოება გამოიყენოს და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში საკუთარ რიგებში გადაიბიროს.
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც გერმანელებმა 3:0 წააგეს "ბარსელონას" წინააღმდეგ, მიულერი 79-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, რითაც ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია. მოთამაშეს და ფეხბურთელს შელაპარაკება პირდაპირ მოედანზე მოუხდათ.
ამით სარგებლობას კი "იუნაიტედი" შეეცდება და ფეხბურთელის შეძენას მესამედ დააპირებს - პირველი ორი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
პირველად "იუნაიტედმა" მიულერის შეძენა გასულ ზაფხულს სცადა და მასში 40 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებდა. შემდეგ ფეხბურთელმა მუნხენელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ არც ამას შეუშლია ხელი ვან გაალისთვის, შეთავაზება გაეკეთებინა - კვლავ წარუმატებლად.
"წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს უკვე აქვს მიულერთან მუშაობის გამოცდილება, ტომასი სწორედ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გამოჩნდა "ბაიერნის" შემადგენლობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ გუარდიოლასა და მიულერს შორის უთანხმოება არა ერთხელ შეამჩნიეს.