თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2015, 19:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2964,
კომენტარები: 15
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სელჰარსტ პარკი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 36-ე ტური
თარიღი: შაბათი, 9 მაისი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"

ტრავმირებულები: კემპბელი, შამახი, ტომასი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: Hennessey, Kettings, Speroni, Dann, Delaney, Hangeland, Kelly, Mariappa, Souare, Ward, Bolasie, Jedinak, Ledley, Lee, McArthur, Mutch, Puncheon, Thomas, Ameobi, Anderson, Campbell, Chamakh, Gay le, Sanogo, Zaha.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ ფრეიზერ კემპბელი და მარუან შამახი, რომელთაც ბარძაყის ტრავმა აღენიშნებათ, ხოლო ტომასს ტერფის ტრავმა ჯერ კიდევ არ განუკურნებია.


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, რაფაელი
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Amos, Blackett, Blind, Shaw, Smalling, McNair, Jones, Rojo, Evans, Young, Fellaini, Herrera, Valencia, Di Maria, Januzaj, Pereira, Mata, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson.

მცველები შოუ, როხო, ევანსი და ჯონსი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ, ხოლო რაფაელი და კერიკი სეზონის ბოლომდე პატრტნიორთა დახმარებას ვერ შეძლებენ.


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"


მე-12 ადგილი, 42 ქულა
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-წ-წ-წ
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ "არწივებმა" პრემიერ ლიგაში სამი მატჩი წააგეს და ვერც ერთი გოლი გაიტანეს.

2013 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა "კრისტალ პალასმა" ზედიზედ 7 მატჩი წააგო, ჩემპიონატის შეხვედრებში ზედიზედ სამჯერ არასდროს დამარცხებულა.

მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშში დაწინაურების შემდეგ "არწივებმა" 18 ქულა დაკარგეს - პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი შედეგი.

"კრისტალ პალასი" ზედიზედ 11 მატჩში უშვებს გოლს, "მშრალი" მატჩი ალან პარდიუს გუნდს 7 თებერვლის შემდეგ არ ჩაუტარებია, უკანასკნელად 1-0 "საუთჰემპტონს" სძლიეს.

მიმდინარე სეზონში მათ ანგარიშზე მხოლოდ 6 "მშრალი" მატჩია, ქპრ-სთან ერთად ეს პრემიერ ლიგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 65 ქულა
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-წ-წ-წ
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


2011 წლის დეკემბრის შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამჯერ პირველად დამარცხდა.

1989 წლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" პირველად მოახერხეს ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერც ერთი გოლის გატანა.

უკანასკნელად "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონატის ზედიზედ 4 შეხვედრაში 1961 წელს დამარცხდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ზედიზედ 6 შეხვედრაში ვერ ახერხებს კარის "მშრალად" შენახვას.

გასულ ტურში "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ წაგებულ მატჩში "იუნაიტედი" ბურთს სათამაშო დროის 79,9%-ს ფლობდა - მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო შედეგი, 2003 წლის შემდეგ ნაჩვენებ შედეგებს შორის კი მეორე საუკეთესო შედეგი.

ლუი ვან გაალის შეგირდები ბოლო ორ გასვლით შეხვედრაში გოლის გატანას ვერ ახერხებენ. "იუნაიტედმა" გასვლითი მატჩები ზედიზედ სამჯერ უგოლოდ ერთადერთხელ, 2005 წელს დაასრულა.

ლონდონში გამართულ ბოლო 22 გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორი წააგო - 12 მოგება, 8 ფრე, 2 მარცხი. ორივე შემთხვევაში მარცხი "ჩელსიმ" მიაყენა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის დედაქალაქში ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, 5 მატჩში კი კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"


წამყვანი ბომბარდირი: გეილი - 10 გოლი (5 ლიგაში).

პრემიერ ლიგაში "კრისტალ პალასის" მიერ გატანილი ბოლო 8 გოლიდან 6 გლენ მიურეის უშუალო მონაწილეობით გადიოდა - 3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.

თუ მოედანზე ფრეიზერ კემპბელი და უილფრიდ ზაჰა გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (12 ლიგაში).

უეინ რუნის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში გატანილი 185 გოლია. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ ენდი კოული (187) და ალან შირერი (260) სჯობნიან.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის 17 მატჩიდან, რომელშიც მაიკლ კერიკი ვერ იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ 6 მოიგეს, ხოლო 18 შეხვედრიდან, რომელშიც კერიკი მოედანზე იმყოფებოდა, 13 "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 45-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 29-ჯერ იზეიმა, "კრისტალ პალასმა" 7-ჯერ, ხოლო 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრაში "იუნაიტედი" არც ერთხელ დამარცხებულა და 11 გამარჯვება იზეიმა.

პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" არასდროს დაუმარცხებია.

ამ 11 შეხვედრიდან 9-ში "არწივები" გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

"კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელად ყოფილ პირველ დივიზიონში დაამარცხა - 1991 წლის 11 მაისი. "სელჰარსტ პარკზე" გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

თუმცა "იუნაიტედის" დამარცხება 2011 წელს "ოლდ ტრაფორდზე" ლიგის თასის მეხუთე რაუნდში მოახერხეს.

ყველა ტურნირის მასშტაბით "სელჰარსტ პარკზე" ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში "იუნაიტედი" "კრისტალ პალასისგან" გოლს არ უშვებს.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "კრისტალ პალასი" - 6 მოგება, "იუნაიტედი" - 22 მოგება, ფრე - 7.
პრემიერ-ლიგა: "კრისტალ პალასი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 9 მოგება, ფრე - 2.


"კრისტალ პალასის" სტადიონი


ლიგა: "კრისტალ პალასი" - 4 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 5

პრემიერ-ლიგა: "კრისტალ პალასი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 3 მოგება, ფრე - 2

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"კრისტალ პალასი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შაბათი, 22 თებერვალი, 2014 წელი
სწრებადობა: 24, 571
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 62' (P), რუნი 68'

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სელჰარსტ პარკზე" დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები



გოლების საერთო რაოდენობა

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში იმსაჯა, 129 ყვითელი და 6 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტივ ბენეტი, მაიკ მაკდონო.
სათადარიგო არბიტრი: კევინ ფრენდი.

პრომო

მატჩის წინ
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2015 19:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კიდევ ერთი თამაშის დაცვიდან და კიდევ ერთი ტვინის ჭამა გუნდი. მატას გასროლამ გადაგვარჩინა პირველ წრეში, შორიდან დარტყმები რომ უფრო ხშირი იყოს ასეთ გუნდებთან კარგი იქნება, მაგრამ აი ევერტონმა რამდენიც დაგვიბლოკა, ისე თუ იქნება, არც ამას აქვს აზრი. ზეგ ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა გავიფორმოთ, ჩელსი ლივერპულს მოუგებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Rosso Diavolo
8 მაი 2015 19:57
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რთული თამაში რათქმაუნდა არ იქნება, მეტოქეც ძალიან სუსტია, მაგრამ ჩვენი ამბავი რო ვიცი გავუთამამდებით და ბურთის გორაობაზე გადავალთ, როგორც გიორგიმ თქვა შორიდან დარტყმები გვაკლია, ხვალ აუცილებლად უნდა დავდოთ 3 ქულა და გავინაღდოთ ლიგის საგზური
0
№3
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2015 19:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად გაუჭირდებათ, მითუმეტეს ბოლო თამაშებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ. ძალიან კარგი გუნდია და ადვილი გასეირნება არ ელით

ზედიზედ მეოთხე თამაშსაც თუ უგულოდ დაასრულებენ დაშალონ გუნდი
0
№4
ავტორი: Wardell
8 მაი 2015 20:02
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
არა ევერტონთან თამაში გამონაკლისი იყო, მანდ მეტოქეს ყველაფერი გამოუვიდა რაც უნდოდა, ჩვენ კი პირიქით არაფერი.

ცოტა უნდა აასწრაფონ, როგორც ფლანგები ისე ზოგადად მოძრაობაც. კრისტალი ვესტ ბრომზე სახიფათოა კონტრ-შეტევების დროს, ამიტო უაზროდ დაკარგული ბურთი ძალიან სახიფათო იქნება. არ ვიცი ალბათ ბლინდ იდგება ისევ ცენტრში და თუ ისევ გამოუძინებელი და უსუსტესი იქნა გავირღვევით საოცრად.
0
№5
ავტორი: abrama
8 მაი 2015 20:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
დაწყნარდიგ ბიჭებო ხვალ საკმაოდ მარტივად მოვიგებთ. 0-2. ან 0-3
0
№6
ავტორი: Iunaitedi
8 მაი 2015 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
..xval frec ariqneba albat saganagasho imis fonze ro lives chelstan aqvs satamasho. Mara brdzola mouwevt bijebs da vangaals pirvel rigshi swori taktika.
0
№7
ავტორი: Best 7
8 მაი 2015 21:30
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
უპრობლემოდ ვიგებთ!
0
№8
ავტორი: SAF
8 მაი 2015 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
გეილს რომ ცენზურა დაადო საიტმა fuckthatbitch


მოვიგებთ ამას უეჭველი ლუზერები სტემფორდზე ვერ მოიგებენ დაგადაწყდება ლიგის საგზურის ბედი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№9
ავტორი: temo-scholes
8 მაი 2015 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
frea chemi azrit es tamashic da chelsic...:d ise ki aq tu movigebt damtavrdeba nerviuloba albat....
0
№10
ავტორი: Pazu21
9 მაი 2015 09:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
es tamashi uechveli unda movigot, rac ginda gaakete gaal tu ginda smaling daayene tavdasxmashi, felaini dacvashi da rooney flangis mcvelad, mtavari gamarjvebaa da play-offis sagzuri
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top