თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2015, 19:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2970,
კომენტარები: 15
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სელჰარსტ პარკი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 36-ე ტური
თარიღი: შაბათი, 9 მაისი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"

ტრავმირებულები: კემპბელი, შამახი, ტომასი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: Hennessey, Kettings, Speroni, Dann, Delaney, Hangeland, Kelly, Mariappa, Souare, Ward, Bolasie, Jedinak, Ledley, Lee, McArthur, Mutch, Puncheon, Thomas, Ameobi, Anderson, Campbell, Chamakh, Gay le, Sanogo, Zaha.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ ფრეიზერ კემპბელი და მარუან შამახი, რომელთაც ბარძაყის ტრავმა აღენიშნებათ, ხოლო ტომასს ტერფის ტრავმა ჯერ კიდევ არ განუკურნებია.


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, რაფაელი
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Amos, Blackett, Blind, Shaw, Smalling, McNair, Jones, Rojo, Evans, Young, Fellaini, Herrera, Valencia, Di Maria, Januzaj, Pereira, Mata, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson.

მცველები შოუ, როხო, ევანსი და ჯონსი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ, ხოლო რაფაელი და კერიკი სეზონის ბოლომდე პატრტნიორთა დახმარებას ვერ შეძლებენ.


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"


მე-12 ადგილი, 42 ქულა
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-წ-წ-წ
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ "არწივებმა" პრემიერ ლიგაში სამი მატჩი წააგეს და ვერც ერთი გოლი გაიტანეს.

2013 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა "კრისტალ პალასმა" ზედიზედ 7 მატჩი წააგო, ჩემპიონატის შეხვედრებში ზედიზედ სამჯერ არასდროს დამარცხებულა.

მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშში დაწინაურების შემდეგ "არწივებმა" 18 ქულა დაკარგეს - პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი შედეგი.

"კრისტალ პალასი" ზედიზედ 11 მატჩში უშვებს გოლს, "მშრალი" მატჩი ალან პარდიუს გუნდს 7 თებერვლის შემდეგ არ ჩაუტარებია, უკანასკნელად 1-0 "საუთჰემპტონს" სძლიეს.

მიმდინარე სეზონში მათ ანგარიშზე მხოლოდ 6 "მშრალი" მატჩია, ქპრ-სთან ერთად ეს პრემიერ ლიგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 65 ქულა
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-წ-წ-წ
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


2011 წლის დეკემბრის შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამჯერ პირველად დამარცხდა.

1989 წლის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" პირველად მოახერხეს ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერც ერთი გოლის გატანა.

უკანასკნელად "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონატის ზედიზედ 4 შეხვედრაში 1961 წელს დამარცხდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ზედიზედ 6 შეხვედრაში ვერ ახერხებს კარის "მშრალად" შენახვას.

გასულ ტურში "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ წაგებულ მატჩში "იუნაიტედი" ბურთს სათამაშო დროის 79,9%-ს ფლობდა - მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო შედეგი, 2003 წლის შემდეგ ნაჩვენებ შედეგებს შორის კი მეორე საუკეთესო შედეგი.

ლუი ვან გაალის შეგირდები ბოლო ორ გასვლით შეხვედრაში გოლის გატანას ვერ ახერხებენ. "იუნაიტედმა" გასვლითი მატჩები ზედიზედ სამჯერ უგოლოდ ერთადერთხელ, 2005 წელს დაასრულა.

ლონდონში გამართულ ბოლო 22 გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორი წააგო - 12 მოგება, 8 ფრე, 2 მარცხი. ორივე შემთხვევაში მარცხი "ჩელსიმ" მიაყენა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის დედაქალაქში ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, 5 მატჩში კი კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"


წამყვანი ბომბარდირი: გეილი - 10 გოლი (5 ლიგაში).

პრემიერ ლიგაში "კრისტალ პალასის" მიერ გატანილი ბოლო 8 გოლიდან 6 გლენ მიურეის უშუალო მონაწილეობით გადიოდა - 3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.

თუ მოედანზე ფრეიზერ კემპბელი და უილფრიდ ზაჰა გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (12 ლიგაში).

უეინ რუნის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში გატანილი 185 გოლია. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ ენდი კოული (187) და ალან შირერი (260) სჯობნიან.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის 17 მატჩიდან, რომელშიც მაიკლ კერიკი ვერ იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ 6 მოიგეს, ხოლო 18 შეხვედრიდან, რომელშიც კერიკი მოედანზე იმყოფებოდა, 13 "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 45-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 29-ჯერ იზეიმა, "კრისტალ პალასმა" 7-ჯერ, ხოლო 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 13 შეხვედრაში "იუნაიტედი" არც ერთხელ დამარცხებულა და 11 გამარჯვება იზეიმა.

პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" არასდროს დაუმარცხებია.

ამ 11 შეხვედრიდან 9-ში "არწივები" გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

"კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელად ყოფილ პირველ დივიზიონში დაამარცხა - 1991 წლის 11 მაისი. "სელჰარსტ პარკზე" გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

თუმცა "იუნაიტედის" დამარცხება 2011 წელს "ოლდ ტრაფორდზე" ლიგის თასის მეხუთე რაუნდში მოახერხეს.

ყველა ტურნირის მასშტაბით "სელჰარსტ პარკზე" ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში "იუნაიტედი" "კრისტალ პალასისგან" გოლს არ უშვებს.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "კრისტალ პალასი" - 6 მოგება, "იუნაიტედი" - 22 მოგება, ფრე - 7.
პრემიერ-ლიგა: "კრისტალ პალასი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 9 მოგება, ფრე - 2.


"კრისტალ პალასის" სტადიონი


ლიგა: "კრისტალ პალასი" - 4 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 5

პრემიერ-ლიგა: "კრისტალ პალასი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 3 მოგება, ფრე - 2

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"კრისტალ პალასი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შაბათი, 22 თებერვალი, 2014 წელი
სწრებადობა: 24, 571
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 62' (P), რუნი 68'

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სელჰარსტ პარკზე" დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები



გოლების საერთო რაოდენობა

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში იმსაჯა, 129 ყვითელი და 6 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტივ ბენეტი, მაიკ მაკდონო.
სათადარიგო არბიტრი: კევინ ფრენდი.

პრომო

მატჩის წინ
15 კომენტარი
№11
ავტორი: Fenix
9 მაი 2015 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
1 სელჰარტ პარკი ლივერპულში კი არა ლონდონშია :)
2 გეილის სახელზე ცენზურა დაფიქსირდა :D
0
№12
ავტორი: Macklemore
9 მაი 2015 16:21
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რავიცი, უნდა მოვიგოთ, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება. კერიკი იევ არაა და საყრდენის გარეშე მოგვიწევს თამაში. ცენტრში ვერაფერს ვიზამთ და ისევ ფლანგებიდან შეტევა მოგვიწევს ალბათ. დი მარია მინდა ძირითადში!!
0
№13
ავტორი: Gio Ghonghadze
9 მაი 2015 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
რთული იქნება მაგრამ უნდა მოვიგოთ
0
№14
ავტორი: Count Alucard
9 მაი 2015 16:44
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ორივე გუნდმა 3 მატჩი წააგო და ვერცერთმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, იმედია ერთი გუნდი გააგრძელებს ამ ცუდ სერიას და 0-3 მაინც მორჩება.
0
№15
ავტორი: Lev
9 მაი 2015 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
მეტი აგრესია გვინდა შეტევაში რომ ავტობუსი გავარღვიოთ და თუ ამის ტრ//კი არ გვაქვს მაშინ მეტოქე უნდა ამოვიტყუოთ ჩვენს საჯარიმოსთან და მერე კონტრატაკაზე შევუგდოთ. ამ გუნდმა ავტობუსით სახლში სიტის მოუგო ცოტა ხნის წინ. მოკლედ თამაში თუ ჩაკეტეს და ჩაჯდნენ იგივე მოგველის რაც ვესტ ბრომთან იმიტომ რომ ბოლო თამაშებია ვატყობ თამაშს თავის თავზე არავინ არ იღებს იანგის გარდა და იმასაც ძალიან უჭირს იმიტომ რომ კლასი არ ჰყოფნის. რუნიზე ბევრი რამე იქნება ამ თამაშში დამოკიდებული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top