თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2015, 17:16
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2248,
კომენტარები: 11
რუნი "ვესტ ბრომვიჩთან" ითამაშებს
ლუი ვან გაალმა ტრავმირებულებზე ისაუბრა.
რუნი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, "ვესტ ბრომთან" გასამართი შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ ტრავმირებულ და გამოჯამრთელებულ მოთამაშეებზე ისაუბრა.

გასულ ტურში, "ევერტონთან" განცდილი მარცხი ერთადერთი სადარდებელი არ ყოფილა, რადგან მატჩის 88-ე წუთზე კაპიტანმა, უეინ რუნიმ, მუხლის დაზიანება მიიღო და შესაცვლელი გახდა, თუმცა საბედნიეროდ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. უეინი შემდეგ ტურშივე მოახერხებს მოედანზე გასვლას.

"რუნი ჯანმრთელია და მას შეუძლია თამაში."- განუცხადა ვან გაალმა MUTV-ს. "უეინი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩემი გუნდისთვის, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ ამბის გამო. ასევე დაბრუნდა ჯონსი, თუმცა მე მას უნდა დავაკვირდე, რამდენად გრძნობს თამაშის რიტმს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ კუნთი აწუხებს შოუს, ამიტომ ის ვერ დაგვეხმარება."

ლუის ევანსის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც ჰოლანდიელმა შემდეგი, რამ უპასუხა:"დაუჯერებელია, მას 6 კვირის განმავლობაში "საქმე არ ჰქონია", არ შეეძლო ვარჯიში და თამაში, მაგრამ მაინც ტრავმირებულია, ნამდვილად დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია."

ვან გაალი თანამემამულე ვან პერსის მდგომარეობასაც შეეხო:"მან რეზერვებში 80 წუთი ითამაშა და 2 გოლის გატანაც მოახერხა, რაც ძალიან კარგია, პირველ რიგში თავდაჯერების დასაბრუნებლად. მას შეუძლია თამაში, მაგრამ არ ვიცი მივცემ თუ არა ამის უფლებას."
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
1 მაი 2015 17:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გვეშველა ანუ?
0
№2
ავტორი: Wardell
1 მაი 2015 17:45
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
რამდენად გვეშველება ეგ არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით საყრდენად დადგება :)
0
№3
ავტორი: AkkRed
1 მაი 2015 17:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

კერიკზე რატო არაფერს არ ამბობს რამდენ ხანს იუქმებს belay
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
1 მაი 2015 17:51
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
Evansma 6 kvira gqmotova. Ar utamashia ar uvarjishia, magram mainv tramva aq. Amaze vicine bevri. Martla ra chogani fexburtelia.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
1 მაი 2015 18:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ანუ ბლინდი ისევ მარცხნივ და რუნი საყრდენად? როხო მაინც დააყენოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 მაი 2015 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ევანსი წყალსაც წაუღია. მთავარი ისაა რომ რუნი დაბრუნდა, მაგრამ ალბათ ისევ საყრდენად დადგება და თავდასხმაში პერსი ითამაშებს.

ეს შოუც კაი შუშის გამოგვადგა რააა areyoukiddingme
0
№7
ავტორი: DiMaria
1 მაი 2015 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ევანსს აბანოში დაუცვა ფეხი?
0
№8
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2015 21:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არაა საჭირო ამ თამაშში დააყენოს. ვერც ერთს ვერ ითამაშებსო და ეგ უკვე დიდი დანაკლსიი იყო
0
№9
ავტორი: Macklemore
1 მაი 2015 23:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
თუ ბოლომდე არაა მზად ჯობს დაასვენოს. ფალკაოს და ვილსონსაც მიეცემათ შანსი.
0
№10
ავტორი: Martial
2 მაი 2015 01:10
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
Macklemore,
უკან დაწევს ალბათ, ფალკაო ისევ იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top