"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, "ვესტ ბრომთან" გასამართი შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ ტრავმირებულ და გამოჯამრთელებულ მოთამაშეებზე ისაუბრა.
გასულ ტურში, "ევერტონთან" განცდილი მარცხი ერთადერთი სადარდებელი არ ყოფილა, რადგან მატჩის 88-ე წუთზე კაპიტანმა, უეინ რუნიმ, მუხლის დაზიანება მიიღო და შესაცვლელი გახდა, თუმცა საბედნიეროდ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. უეინი შემდეგ ტურშივე მოახერხებს მოედანზე გასვლას.
"რუნი ჯანმრთელია და მას შეუძლია თამაში."- განუცხადა ვან გაალმა MUTV-ს. "უეინი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩემი გუნდისთვის, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ ამბის გამო. ასევე დაბრუნდა ჯონსი, თუმცა მე მას უნდა დავაკვირდე, რამდენად გრძნობს თამაშის რიტმს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ კუნთი აწუხებს შოუს, ამიტომ ის ვერ დაგვეხმარება."
ლუის ევანსის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც ჰოლანდიელმა შემდეგი, რამ უპასუხა:"დაუჯერებელია, მას 6 კვირის განმავლობაში "საქმე არ ჰქონია", არ შეეძლო ვარჯიში და თამაში, მაგრამ მაინც ტრავმირებულია, ნამდვილად დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია."
ვან გაალი თანამემამულე ვან პერსის მდგომარეობასაც შეეხო:"მან რეზერვებში 80 წუთი ითამაშა და 2 გოლის გატანაც მოახერხა, რაც ძალიან კარგია, პირველ რიგში თავდაჯერების დასაბრუნებლად. მას შეუძლია თამაში, მაგრამ არ ვიცი მივცემ თუ არა ამის უფლებას."