რობინ ვან პერსიმ ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში ჩაატარა, სადაც 62 წუთი ითამაშა, თუმცა მის ნაცვლად ლაზარეთს რაფაელისა და ადნან იანუზაის სახით ორი სხვა ფეხბურთელი შეემატა.
ვან პერსიმ, რომელიც "ჩელსისთან" მატჩში პირველი გუნდის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, შონ გოსს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რის საშუალებითაც "იუნაიტედმა" ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თავდამსხმელმა არც დაცვითი ფუნქციების შეთავსება ითაკილა და უორენ ჯოისის გუნდს დაეხმარა.
რაფაელმა ტრავმა პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა, ხოლო ადნან იანუზაი 54-ე წუთზე დაშავდა.
ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ვან გაალი "ევერტონთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოგვაწვდის.