თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2015, 00:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2556,
კომენტარები: 11
ლაზარეთს ორი ფეხბურთელი შეემატა
ორი ახალი ტრავმირებული.
ლაზარეთს ორი ფეხბურთელი შეემატა
რობინ ვან პერსიმ ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში ჩაატარა, სადაც 62 წუთი ითამაშა, თუმცა მის ნაცვლად ლაზარეთს რაფაელისა და ადნან იანუზაის სახით ორი სხვა ფეხბურთელი შეემატა.

ვან პერსიმ, რომელიც "ჩელსისთან" მატჩში პირველი გუნდის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, შონ გოსს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რის საშუალებითაც "იუნაიტედმა" ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თავდამსხმელმა არც დაცვითი ფუნქციების შეთავსება ითაკილა და უორენ ჯოისის გუნდს დაეხმარა.

რაფაელმა ტრავმა პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა, ხოლო ადნან იანუზაი 54-ე წუთზე დაშავდა.

ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ვან გაალი "ევერტონთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოგვაწვდის.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
21 აპრილი 2015 14:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
აუ რა დაემართა ამ რაფაელს ტოო სულ ტრავმები :/ ვერმაელენი მიმიქარავს ეს რო გახდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top