"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა შესაძლოა კვირას "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.
ინგლისელი ვეტერანი სეზონის მეორე ნახევარში ლუი ვან გაალის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მანჩესტერულ დერბიში მიღებულმა დაზიანებამ "ჩელსის" წინააღმდეგ ასპარეზობის საშუალება არ მისცა.
კერიკის არყოფნა კიდევ უფრო დაამძიმა მეორე საყრდენი ნახევარმცველი დეილი ბლინდის დაზიანებამ. ვან გაალს მოედნის ცენტრში კაპიტანი უეინ რუნის დაყენება მოუხდა.
მომდევნო მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მარკოს როხო, დეილი ბლინდი და ფილ ჯონსი მოახერხებენ, თუმცა მაიკლ კერიკის ყოფნა "გუდისონ პარკზე" საეჭვოა.
მაიკლს ამჟამად ტრავმა ჯერ ისევ აწუხებს, შესაბამისად მისი თამაშის შანსი ძალიან ნაკლებია.