თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2015, 00:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2277,
კომენტარები: 11
კერიკმა შეიძლება მომდევნო მატჩიც გამოტოვოს
მაიკლ კერიკი გამოჯანმრთელებას მომდევნო მატჩამდე ვერ ასწრებს.
კერიკმა შეიძლება მომდევნო მატჩიც გამოტოვოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა შესაძლოა კვირას "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.

ინგლისელი ვეტერანი სეზონის მეორე ნახევარში ლუი ვან გაალის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მანჩესტერულ დერბიში მიღებულმა დაზიანებამ "ჩელსის" წინააღმდეგ ასპარეზობის საშუალება არ მისცა.

კერიკის არყოფნა კიდევ უფრო დაამძიმა მეორე საყრდენი ნახევარმცველი დეილი ბლინდის დაზიანებამ. ვან გაალს მოედნის ცენტრში კაპიტანი უეინ რუნის დაყენება მოუხდა.

მომდევნო მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მარკოს როხო, დეილი ბლინდი და ფილ ჯონსი მოახერხებენ, თუმცა მაიკლ კერიკის ყოფნა "გუდისონ პარკზე" საეჭვოა.

მაიკლს ამჟამად ტრავმა ჯერ ისევ აწუხებს, შესაბამისად მისი თამაშის შანსი ძალიან ნაკლებია.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
21 აპრილი 2015 13:25
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გუდისონზე ქულების დაკარგვის უფელბა არ გვაქვს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ დარჩენილი მატჩები.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top