"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველ გარი ნევილს მიაჩნია, რომ სამი ახალი ფეხბურთელი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.
სეზონის სტარტზე ნევილი "იუნაიტედის" თამაშს კრიტიკულად აფასებდა, მაგრამ ბოლო დროს ნაჩვენები პროგრესის შემდეგ გარიმ აზრი შეიცვალა.
ნევილის თქმით, თუ "წითელი ეშმაკები" პრობლემური პოზიციების გაძლიერებას მოახერხებენ, მომდევნო სეზონში "ჩელსის" ტიტულისთვის ბრძოლაში გამოიწვევენ.
"სამი თვის წინ რომ გეკითხათ ჩემთვის, გეტყოდით, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლისგან ძალიან შორსაა.
ორი-სამი თვის წინ ჩანდა, რომ "ჩელსის" ძალიან ჩამორჩებოდნენ, ახლა კი სატრანსფერო ფანჯარაზე ბრძოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ შესაფერის ფეხბურთელებს შეიძენენ, მომდევნო სეზონში "ჩელსის" ტიტულისთვის ბრძოლას გაუმართავენ.
კაპიტალური განახლება ან გადაწყობა არ სჭირდებათ, მხოლოდ ორი ან სამი პოზიცია უნდა გააძლიერონ ცენტრალური მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის შეძენით.
საჭიროა ზუსტი შენაძენები და არა მასიური. არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ისევ 150 მლნ. ფუნტის დახარჯვაა საჭირო", - განაცხადა ნევილმა.