თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2015, 23:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2706,
კომენტარები: 12
იანგი: "ტურეს ფელაინის დანახვა არ უნდოდა"
ეშლი იანგი მარუან ფელაინის აქებს.
იანგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი მანჩესტერულ დერბიში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა გახდა.

ბელგიელს წინააღმდეგობის გაწევა იაია ტურესთვის უხდებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა გოლის გატანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოპოვება.

იანგს კი მიაჩნია, რომ მარუანმა დაიმსახურა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და თვლის, რომ იაია ტურე ფელაინის ფონზე დაიჩაგრა.

"ფელაინი ბრწყინვალე იყო. ყველა ამას იტყვის. გუნდში მოსვლის შემდეგ, ფანტასტიურია. მანამდე მითქვას, რომ ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაუმკლავდება მას. თავის საუკეთესო დღეს დაუმარცხებელია. არა მგონია, რომ იაია ტურეს ფელაინისთან უკან დახევა სურდა, უნდოდა მოედნის მეორე მხარეს ყოფილიყო, მაგრამ ვალდებული იყო ფელაინისთან ეთამაშა.

როცა ფელაინი საჯარიმოშია და მისი პოვნა შეგიძლია, აუცილებლად გექნება გოლის გატანის შანსი. შორეულ ძელთან დავინახე და იმედი მქონდა, რომ ბურთს მისწვდებოდა და გაიტანდა, საბედნიეროდ, ასეც მოხდა",
- განაცხადა იანგმა.

ფელაინი ვან გაალმაც შეაქო, რომელმაც ბელგიელს საშუალება მისცა "იუნაიტედის" ქომაგისგან შეცვლაზე გასვლის დროს ოვაციები მიეღო.

"გულშემატკივარი ხედავს, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას გააქვს გოლები და ამცირებს ზეწოლას, როცა ეს გვჭირდება. ის ყოველთვის ათამაშებს ბურთს წითელ მაისურიანი გუნდისთვის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია მის გამო. როცა ხედავ, როგორი ოვაციებით ხვდება ხალხი მატას, ფელაინის და ჯონსის ცვლილებას, უბრალოდ ფანტასტიურია."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
12 აპრილი 2015 23:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამდენი წელი იაიას მთლიანი გუნდი ვერ აჩერებდა განეიტრალებაზეც არც კი ვფიქრობდი, მაგრამ ფუჩეჩამ არა მარტო განეიტრალება არამედ ის მოედნიდან დაკარგა. ფელაინმა არც შეტევის დაწყების უფლება მისცა და არც თავდაცვის. მარუანმა 10 კაცით ათამაშა სიტი
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
12 აპრილი 2015 23:58
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
უნაიტედი-სიტი. ანგარიში გაათანაბრა იანგმა. საგოლე გადაცემა იანგის შესრულებით და უნაიტედი დაწინაურდა. ბოლოს წერტილი სმოლინგა დასვა იანგის საგოლე გადაცემით. ეს რო ვინმეს ჩემთვის თამაში დაწყებდამდე ეთქვა, ასეთი უხამსი კაიფისთვის ცხვირპირს გაუნგრევდი.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
13 აპრილი 2015 00:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ტურე ისედაც ვერაა ფორმაში, მაგრამ ეს ფელაინის დამსახურებას არ უკარგავს. ან იქნებ ვან გაალის დამსახურებაცაა, მარუანი შარშანაც ეთამაშა ტურეს, თუმცა ვერაფერიც ვერ დააკლო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: dachi_mu
13 აპრილი 2015 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ბუჩქიიიიი love
0
№5
ავტორი: AkkRed
13 აპრილი 2015 00:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

კაი რა გიო, აქამდეც უთამაშია ტურეს ჩვენთან ცუდ ფორმაში, მაგრამ იმენა მიწასთან გვასწორებდა ცუდი ფორმის მიუხედავად, ისე ერერამაც ივაჟკაცა თავისი თანამემამულე ასე თუ ისე გასაქანს არ აძლევდა სილვას ვგულისხმობ.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
13 აპრილი 2015 00:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ყველა კარგი იყო. მხოლოდ ბლინდი ვერ თამაშობდა თავიდან და მეორე ტაიმში სიტიმ რომ ვეღარ შეგვიტია, ბლინდს თავდაცვა არ უხდებოდა. ნავასმა აშკარად დაჩაგრა დეილი და სისწრაფეში მით უმეტეს. მარუანზე კი ვთქვი, რომ არ ვუკარგავ თამაშს, უბრალოდ ტურეს ცუდი ფორმა აღვნიშნე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: VaRdo
13 აპრილი 2015 00:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნურავინ იტყვის რომ ტურე ცუდ ფორმაშია. ტურე ტურეა და პრინციპულ მატჩებში ყოველთვის თავის საქმეს აკეთებს. : ) არც სიტი იყო სიტი მაგრამ პირველ 8 წუთში ყველაფერი გვიქნეს რაც შეიძლებოდათ ექნათ. უბრალოდ დროულად მოვედით გონს. როცა დერბიზე მიდგება სქმე იქ ყველა ფეხბურთელ ისახიფათოა. თან ეგ იაია ტურე იყო პირველ 8 წუთში ფელაინს ზედიზედ 2 ჯერ რომ ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო ისე რომ შეჭამა.


იანგის კარგ თამმაშს არ ვუკარგავ მაგრამ მე ფელაინი უფრო მომეწონა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: გაბადაძე
13 აპრილი 2015 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
დღეს ბუჩქი მართლაც კარგი იყო , პირველი 5 წუთი არ მიყურებია მარა დალშე რაც ვნახე მაგათვაკვირდებოდი მთელი თამაში იემნა არ გაახარა ტიპი გააქრო საღოლ ფელა ასე გააგრძელე და იანგზე აღარაფერს ვამბობ იმენა თავი შემაყვარა დღეს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№9
ავტორი: LizarD
13 აპრილი 2015 04:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რა დრო იყო ფელაინიზე ამბობდნენ მოიესივით აზრზე არააო და ახლა ყველა ამას ადიდებს.
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
13 აპრილი 2015 10:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბუჩქი მართლაც შეუდარებელი იყო, 90 % მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო ! ბრავო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top