სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 32-ე ტური თარიღი: კვირა, 12 აპრილი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ვან პერსი, დისკვალიფიკაცია: ევანსი (2 მატჩი) კითხვისნიშნისქვეშ: სმოლინგი განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Blackett, Jones, McNair, Rafael, Rojo, Shaw, Smalling, Blind, Carrick, Di Maria, Fellaini, Herrera, Januzaj, Mata, Pereira, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney. გაცივების გამო საეჭვოა მატჩში კრის სმოლინგის მონაწილეობა, ხოლო ვან პერსი, რომელმაც ვარჯიშები ახლახანს განაახლა, ვან გაალის თქმით ჯერ მზად არ არის.
საეჭვოა მატჩში "სიტის" კაპიტან ვენსან კომპანის მონაწილეობა, რომელმაც "კრისტალ პალასთან" მატჩში მიიღო დაზიანება. .
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-3 ადგილი, 62 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-მ-მ-მ
პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში "იუნაიტედმა" 13 მოიგო - 1 ფრე, 1 წაგება.
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ ორი დათმეს - 15 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.
"იუნაიტედმა" სახლში 40 ქულა დააგროვა. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ეს ყველაზე მაღალი საშინაო მაჩვენებელია დაგროვილი ქულების მიხედვით.
ვან გაალის გუნდი პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
"მანჩესტერ სიტი"
მე-4 ადგილი, 61 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-წ-მ-წ-მ-წ
"სიტიმ" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო სამი გასვლითი მატჩი წააგო. მეოთხე ასეთი შემთხვევა 2006 წლის შემდეგ კლუბის ყველაზე ცუდი შედეგი იქნება. მაშინ "ქალაქელები" ზედიზედ 7-ჯერ დამარცხდნენ სტუმრად.
"სიტი" ყველა ტურნირის მასშტაბით 13 დეკემბრის შემდეგ ჩატარებულ 7 გასვლით მატჩში უშვებს გოლს.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (12 ლიგაში).
უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში 170 გოლი გაიტანა. უფრო მეტი კლუბის რიგებში გოლი დენის ლოუს (171), ჯეკ როულისა (182) და ბობი ჩარლტონს (199) აქვთ.
რუნის ანგარიშზე "ოლდ ტრაფორდზე" გატანილი 96 გოლია. მხოლოდ ალან შირერსა (97) და ტიერი ანრის (114) აქვს საკუთარი გუნდის სტადიონზე გატანილი უფრო მეტი გოლი, ვიდრე "იუნაიტედის" კაპიტანს.
"სიტისთვის" პრემიერ ლიგაში გატანილი რვა გოლიდან რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ სამი გაიტანა. მის მიერ "ქალაქელებისთვის" გატანილი ბოლო სამი გოლი კი "ეტიჰადზე" მოდის.
"ასტონ ვილასთან" მატჩში ანხელ დი მარია გახდა პრემიერ ლიგაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემათა რიცხვი 10-ს გაუტოლა.
"მანჩესტერ სიტი"
წამყვანი ბომბარდირები: აგუერო - 23 გოლი (17 ლიგაში).
"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში სერხიო აგუერომ 5 გოლი გაიტანა.
თუმცა პრემიერ ლიგის ბოლო 12 მატჩში არგენტინელმა მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა, 2 მათგანი კი პენალტით.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კარში ოთხივე გოლის გატანა ედინ ჯეკომ "ოლდ ტრაფორდზე" მოახერხა.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 168-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 69 შეხვედრაში იზეიმა, "სიტიმ" 49-ში, ხოლო 50 მატჩი ფრედ დასრულდა.
"წითელმა ეშმაკებმა" "სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 მატჩი დათმეს, მაგრამ "იუნაიტედი" ზედიზედ 5-ჯერ არასდროს დამარცხებულა.
თუ "სიტი" კვირას გაიმარჯვებს, პირველი გუნდი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგაში ზედიზედ ხუთჯერ მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება.
"სიტიმ" "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო.
"ქალაქელებმა" "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო სამი მატჩი მოიგეს და მათში ჯამში 11 გოლი გაიტანეს.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები