თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2015, 23:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2998,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)
დერბის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 32-ე ტური
თარიღი: კვირა, 12 აპრილი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, ვან პერსი,
დისკვალიფიკაცია: ევანსი (2 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: სმოლინგი
განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Blackett, Jones, McNair, Rafael, Rojo, Shaw, Smalling, Blind, Carrick, Di Maria, Fellaini, Herrera, Januzaj, Mata, Pereira, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney.
გაცივების გამო საეჭვოა მატჩში კრის სმოლინგის მონაწილეობა, ხოლო ვან პერსი, რომელმაც ვარჯიშები ახლახანს განაახლა, ვან გაალის თქმით ჯერ მზად არ არის.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"

ტრავმირებულები: ბოიატა, ბონი, იოვეტიჩი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კომპანი
განაცხადი: Caballero, Hart, Wright, Boyata, Clichy, Demichelis, Kolarov, Kompany, Mangala, Sagna, Zabaleta, Fernandinho, Fernando, Lampard, Milner, Nasri, Navas, Silva, Toure, Aguero, Dzeko.


საეჭვოა მატჩში "სიტის" კაპიტან ვენსან კომპანის მონაწილეობა, რომელმაც "კრისტალ პალასთან" მატჩში მიიღო დაზიანება. .


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 62 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-მ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში "იუნაიტედმა" 13 მოიგო - 1 ფრე, 1 წაგება.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ ორი დათმეს - 15 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.

"იუნაიტედმა" სახლში 40 ქულა დააგროვა. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ეს ყველაზე მაღალი საშინაო მაჩვენებელია დაგროვილი ქულების მიხედვით.

ვან გაალის გუნდი პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"


მე-4 ადგილი, 61 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-წ-მ-წ-მ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"სიტიმ" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო სამი გასვლითი მატჩი წააგო. მეოთხე ასეთი შემთხვევა 2006 წლის შემდეგ კლუბის ყველაზე ცუდი შედეგი იქნება. მაშინ "ქალაქელები" ზედიზედ 7-ჯერ დამარცხდნენ სტუმრად.

"სიტი" ყველა ტურნირის მასშტაბით 13 დეკემბრის შემდეგ ჩატარებულ 7 გასვლით მატჩში უშვებს გოლს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (12 ლიგაში).

უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში 170 გოლი გაიტანა. უფრო მეტი კლუბის რიგებში გოლი დენის ლოუს (171), ჯეკ როულისა (182) და ბობი ჩარლტონს (199) აქვთ.

რუნის ანგარიშზე "ოლდ ტრაფორდზე" გატანილი 96 გოლია. მხოლოდ ალან შირერსა (97) და ტიერი ანრის (114) აქვს საკუთარი გუნდის სტადიონზე გატანილი უფრო მეტი გოლი, ვიდრე "იუნაიტედის" კაპიტანს.

"სიტისთვის" პრემიერ ლიგაში გატანილი რვა გოლიდან რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ სამი გაიტანა. მის მიერ "ქალაქელებისთვის" გატანილი ბოლო სამი გოლი კი "ეტიჰადზე" მოდის.

"ასტონ ვილასთან" მატჩში ანხელ დი მარია გახდა პრემიერ ლიგაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემათა რიცხვი 10-ს გაუტოლა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: აგუერო - 23 გოლი (17 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში სერხიო აგუერომ 5 გოლი გაიტანა.

თუმცა პრემიერ ლიგის ბოლო 12 მატჩში არგენტინელმა მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა, 2 მათგანი კი პენალტით.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კარში ოთხივე გოლის გატანა ედინ ჯეკომ "ოლდ ტრაფორდზე" მოახერხა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 168-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 69 შეხვედრაში იზეიმა, "სიტიმ" 49-ში, ხოლო 50 მატჩი ფრედ დასრულდა.

"წითელმა ეშმაკებმა" "სიტის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 მატჩი დათმეს, მაგრამ "იუნაიტედი" ზედიზედ 5-ჯერ არასდროს დამარცხებულა.

თუ "სიტი" კვირას გაიმარჯვებს, პირველი გუნდი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგაში ზედიზედ ხუთჯერ მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება.

"სიტიმ" "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო.

"ქალაქელებმა" "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო სამი მატჩი მოიგეს და მათში ჯამში 11 გოლი გაიტანეს.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "სიტი" - 43 მოგება, ფრე - 49.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 18 მოგება, "სიტი" - 11 მოგება, ფრე - 6.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 32 მოგება, "სიტი" - 18 მოგება, ფრე - 25.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 9 მოგება, "სიტი" - 4 მოგება, ფრე - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 0 - 3 "მანჩესტერ სიტი"


სამშაბათი, 25 მარტი, 2014 წელი.
სწრებადობა: 75, 203
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლი "სიტის" რიგებში: ჯეკო 1' 56' იაია ტურე 90'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"ოლდ ტრაფორდზე" დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები



გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩი განსაჯა, 145 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ბეკი, ჯეკ კოლინი.
სათადარიგო მსაჯი: ჯონათან მოსი.

პრომო


მატჩის წინ
17 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
11 აპრილი 2015 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
რთული თამაში იქნება. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით წესით უნდა მოვიგოთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ვის ვეთამაშებით და მოდუნების უფლება არ გვაქვს ბოლო წუთამდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: temo-scholes
11 აპრილი 2015 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
3-1 chvens sasargeblot...
0
№13
ავტორი: NUGI
11 აპრილი 2015 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
უნდა მოვიგოთ აუცილებლად gun2
0
№14
ავტორი: Count Alucard
11 აპრილი 2015 22:17
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
აუცილებლად მოსაგები შეხვედრაა, ქულების მხრივ უმნიშვნელოვანესი, გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ უმნიშვნელოვანესი და პრინციპულადაც უმნიშვნელოვანესი, ხუთჯერ ზედიზედ დამარცხება დაუშვებელია, ეყო სიტის ბოლო 3 წლის განმავლობაში რაც მოგვიგო.
0
№15
ავტორი: buka oboladze
12 აპრილი 2015 13:46
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დარწმუნებულივარ რომ ღირსეულად ვითამაშებთ და მოვიგებთ
0
№16
ავტორი: Fenix
12 აპრილი 2015 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
2-1 დამთავრდება ან 1-1
0
№17
ავტორი: RojoDiablo
12 აპრილი 2015 14:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Fenix,
შენ ჩვენი მოგება უფრო გაწყობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top