თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2015, 22:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2851,
კომენტარები: 12
"გულშემატკივარი გამარჯვებას იმსახურებს"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
ლუი ვან გაალს სურს "იუნაიტედის" გულშემატკივარს მანჩესტერულ დერბიში სიხარულის განცდის მიზეზი მისცეს.

"სიტიმ" ბოლო ოთხი დერბი მოიგო, უკანასკნელი მათგანი კი ნოემბერში სერხიო აგუეროს მიერ გატანილი გოლის წყალობით "ეტიჰადზე" მასპინძლების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გულშემატკივარს სურს უსიამოვნო ტრადიცია შეწყდეს და მათმა საყვარელმა გუნდმა სატურნირო ცხრილში "სიტიზე" მაღალი საფეხური შეინარჩუნოს.

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვან გაალმა განაცხადა, რომ ძალიან სურს გულშემატკივარს გამარჯვება მიუძღვნას.

"ამაზე ვოცნებობ. ეს პრობლემა არ არის, ყველა ფეხბურთელი უნდა ოცნებობდეს გამარჯვებაზე. ჩემს შტაბსა და ფეხბურთელებთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა, რაც "მანჩესტერ სიტის" დამარცხების საშუალებაზე ვფიქრობთ. შენ ყოველთვის ფიქრობ იმაზე, თუ როგორ სძლიო შენს მომდევნო მოწინააღმდეგეს.

გამარჯვება გსურს, რადგან დიდ ნაბიჯს გადადგამ ცხრილში. თუ მოიგებ, მესამე ადგილი მისაწვდომი ხდება და ერთი თვის წინ, არავის ეგონა, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო - ჩემს გარდა, რა თქმა უნდა! მესამე პოზიცია კარგია, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული გაქვს და უკვე არის იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე მიზნად გვქონდა სეზონის წინ."
- განაცხადა ლუიმ პრეს-კონფერენციაზე.

კლუბის ოფიციალურ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კი ლუიმ დერბის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"როცა მანჩესტერის ქუჩებში დადიხარ, ყველა დერბიზე საუბრობს, მათ შორის მოთამაშეებიც - ინგლისელი და ესპანელი ფეხბურთელებიც. მათ ესმით "მანჩესტერ სიტიზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვების მნიშვნელობა. მათ იციან და ვიცი მეც, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია."

რაც შეეხება ქალაქში არსებულ ატმოსფეროს, ვან გაალმა განაცხადა: "ჯობია ჩემს ცოლს ჰკითხოთ, რადგან ქალაქში იშვიათად ვარ. ვავარჯიშებ, სახლში მივდივარ და მატჩებისთვის ვემზადები. დრო არ მაქვს, ქალაქს ასე ხშირად ვეწვიო. ერთადერთი შემთხვევა, როცა გავდივარ, ეს არის ბატონი ვინგსის რესტორანი.

მაგრამ როცა გარეთ ვარ, ხალხი ყოველთვის დერბიზე საუბრობს და როცა სახლში ვბრუნდები, ჩემი ცოლი მიყვება, თუ რა უთხრეს მას დერბის შესახებ. ჩემი ცოლის სტილისტი "მანჩესტერ სიტის" ქომაგია, ამიტომ ამ ორ ქალს შორის დიდი კამათი იმართება და ეს მომწონს, რადგან ფეხბურთს გულშემატკივართათვის თამაშობ და იმედი მაქვს, მათ გამარჯვებას ვაჩუქებთ."
- დაასრულა ლუიმ.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
10 აპრილი 2015 22:48
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იმედია დაამხობს ამ უსიამოვნო ტრადიციას და ამ გამარჯვებებს უკანასკნელს სამ ქულებსაც მიაყოლებს<3
0
№2
ავტორი: bziki
10 აპრილი 2015 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
წინა დერბიზეც ძაან კარგი განწყობა გვქონდა, მარა ეხლა ყველა მანიუს ფანს გონია რო გავგლიჯავთ მათ შორის მეც უნდა გაგლიჯო ლუი სხვა გზა არაა ველოდები "აღდგომას"
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 აპრილი 2015 23:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შარშან სიტისთან იმაზე ვფიქრობდი მარტო რომ დიდი ანგარიში არ წაგვეგო. მეტი არაფერი მინდოდა

წელს მოგების დიდი იმედი გვაქვს ყველას და დროა სიტის მოვუგოთ კარგი თამაშით
0
№4
ავტორი: RojoDiablo
10 აპრილი 2015 23:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მართლა ეგრე იყო ჩემს შემთხვევაშიც. არც კი მინდოდა ყურება სიტისთან თამაშზე. უბრალოდ წინასწარ იცოდი კაცმა, რომ აგებდი. მეც მჯერა ჩემი გუნდის, მაგრამ რეალიზმი იყო ასეთი. წელს სხვა ვითარება და სხვა გუნდებია, ამიტომ მოვიგებთ. აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: VaRdo
11 აპრილი 2015 00:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კიდე უფრო უნდა მოუმატოს გუნდმა. ეს დასაწყისია და სიტის დამარცხება გაგრძელება იქნება. შემდეგ სეზონს უკვე სერიოზულად უდნა შევხვდეთ. დარცენილი 7 მატჩი კი მოსამატებლად მშვენიერია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Blind
11 აპრილი 2015 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ფერგის ცოლს ფეხბურთი არ აინტერესებდა , ლუის ცოლი კი ასე თუ ისე ჩართულია და კარგია მაინც :დ winked
0
№7
ავტორი: Mufc7
11 აპრილი 2015 01:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ფეხბურთს გულშემატკივართათვის თამაშობ და იმედი მაქვს, მათ გამარჯვებას ვაჩუქებთ

ამდენი გულშემატკივარი გამარჯვების მოლოდინში ვართ და თქვენ იცით აბა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: AkkRed
11 აპრილი 2015 01:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Blind,

რაღაცა გეშლება, ფერგის ცოლი მატჩს არ მაზავდა მუდამ ტრიბუნაზე იყო
0
№9
ავტორი: chudikone
11 აპრილი 2015 07:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სიტის და არსენალს რო გავგლიჯავთ ვიცი, მარა ჩელსის რა მოვუხერხოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: A.HERRERA
11 აპრილი 2015 09:16
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ჩელსის დამარცხებაც შეგვიძლია და სიტი-არსენალისაც. არც ევერტონი დაგვითმობს არაფერს ნუ დავივიწყეთ ესენი, თუმცა გამარჯვება შეგვწევს რათქმაუნდა. მესამე ადგილი გვინდა რა მინიმუმ. ხვალ იმედია ყველა გახარებული ვიქნებით. ცუდია ისე რო ვერ ვიკრიბებით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top